Jump to content
Planeta.Ge

7 ნოემბერს უნდა გამოხატოს ხალხმა პროტესტი?


Recommended Posts

უნდა გამოხატოს თუ არა ხალხმა პროტესტი გასული წლის შვიდ ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის დროს პოლიციის არაადექვატური ძალების (მათ შორის უკანონო საშუალებების - რეზინის ტყვიები) გამოყენების წინააღდეგ? :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი პროტესტი უნდა დაფიქსირდეს თუმცა ამ ვითომ ოპოზიციას აღარ უნდა მიეცეს ხალხის გაბითურების შესაძლებლობა.

 

ეხლა ნინო ბურჯანაძისთვის ამზადებენ ახალ რევოლუციას და ეს არ უნდა დაუშვათ.

 

იქ ადამიანები ძალადობის გასაპროტესტებლად უნდა მივიდეთ და არა ოპოზიციონერებად წოდებილი ნაძირლების მხარდასაჭერად

 

მე ასე ვფიქრობ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენს შორის როგორც ჩანს არ არსებობს ადამიანი რომელშიც დღევანდელი პოზიცია ან ოპოზიცია ან თუნდაც მათი რომელიმე წევრი ნდობას გამოიჭვევდა :D

 

 

 

მაშ ვის ვენდოთ შევიკრიბოთ უბრალო ხალხი და ვიკივლოთ მთავრობის სახლის წინ გადადექიო :D

 

 

ასე არ გამოვა რამე პოლიტიკური გზა უნდა მოუძებნოთ ამ ყოველივეს :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიდრე ახალი პოლიტიკური სისტემა არ ჩამოყალიბდება და პოლიტიკურ ასპარეზზე მართლა წესიერი და პროფესიონალი ადამინები არ გამიოჩნდებიან საქართველოს ვერაფერი ეშველება.

 

პოლიტიკური სისტემის შეცვლა არსებულ რეალობაში მარტო ღირსეული ადამიანების მიერ კარგად ორგანიზებული სამხედრო ამბოხების შედეგად არის შესაძლებელი რისი ალბათობაც პრინციპში მაინც მინიმალურია.

 

ასე რომ სომალი არ აცდება ამ ქვეყანას რადგან ცენტრალიზებული მმართველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდება და მომდევნო 3-5 თვეში ქვეყანა ფართომაშტაბიან ქაოსში ჩაიძირება.

 

იქნება სომალი ქართულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...