planetanews Posted August 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2010 ერთიანი ეროვნული გამოცდების გასაჩივრების შედეგების გამოქვეყნება 25 აგვისტომდე გადაიდო. ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი აბიტურიენტებს პასუხობდა, რომ შედეგები 20 აგვისტოს იქნებოდა ცნობილი, თუმცა თარიღმა 23 აგვისტომდე გადაიწია. ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მაია გაბუნია ამბობს, რომ აპელააციის შედეგები ცნობილი საბოლოო სიებთან ერთად, 25 აგვისტოს, გახდება. აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადის შეტანა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ 9 დან 14 აგვისტომდე შეეძლოთ. გაბუნიას თქმით, შესული განცხადებების რაოდენობა 2000 აღწევს. ცენტრის დებულებით, აპელაციის შედეგები არა უგვიანეს 20 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს. ,,თუ აბიტურიენტი გასაჩივრების შედეგებს არ დაეთანხმება, მას შეუძლია საჩივარი უკვე სასამართლოში შეიტანოს. აბიტურიენტის საჩივარის დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი ვალდებული იქნება დაამატოს იგი ჩარიცხულთა სიებს”, - ამბობს ეროვნული გამოცდების ცენტრის იურისტი სოფო გიორგაძე. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts