planetanews Posted August 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2010 24 აგვისტოს, 10:00 საათზე, თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობაში, აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მხარეს 382 000 ლარის ღირებულების რადიაციის პერსონალური დეტექტორები გადაეცემა. 24 აგვისტოს, 11:00 საათზე, “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტების შეკითხვებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი უპასუხებს. 24 აგვისტოს, 11.00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი #23-ე საჯარო სკოლას ეწვევა.მის: უზნაძის ქ. №59 24 აგვისტოს, 11.00 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე კახეთის რეგიონს ეწვევა, სადაც რეგიონულ სატყეო სამმართველოში არსებულ ვითარებას გაეცნობა. 24 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემუშავებული 750 ახალი სახელმძღვანელო გადაეცემა.მის: დიმიტრი უზნაძის ქ. # 52 24 აგვისტოს, 12.00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” პრესკონფერენციას გამართავს.თემა: “საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლო განცხადება საქართველო-აზერბაიჯანს შორის კონფედერაციული ურთიერთობების დამყარების თაობაზე”.მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #19, ბინა #29 24 აგვისტოს, 14:00 საათზე, ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” საქართველოში მომხდარ ხანძრებთან და გარემოს დაცვის სამინისტროშო მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.მის: ს. კანდელაკის ქ. #55 იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts