planetanews Posted August 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg მარიამ არუთუნიანი ერევანი – სომხეთმა და რუსეთმა პარასკევს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ათწლეულების მანძილზე უგრძელებს ვადას, რაც სტრატეგიულ სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის გავლენას განამტკიცებს. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და მისი სომეხი კოლეგა სერჟ სარქისიანი, რუსეთის ლიდერის ვიზიტის დროს ერევანში ამ დოკუმენტის ხელმოწერის მომსწრენი გახდნენ. ხელშეკრულების თანახმად მოსკოვი განაგრძობს სამხედრო ბაზების იჯარას სომხეთში 2020 წლიდან 2044 წლამდე და განაახლებს აქ დისლოცირებულ მისიას, რომელშიც დაახლოებით 3,000 საქმხედროა ისე, რომ მან სომხეთის უსაფრთხოებაც უზრუნველყოს. შეთანხმება რუსეთს სომხეთისთვის შეიარაღებითა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფაშიც სთხოვს თანამშრომლობას. მედვედევიმა ხელშეკრულების ხელმოწერა იმის მისანიშნებლად გამოიყენა, რომ რუსეთი საკუთარ თავს რეგიონში ისევ წამყვან ძალად განიხილავს. ”რუსეთის, როგორც რეგიონის ყველაზე დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოს ამოცანა… მშვიდობისა და წესრიგის შენარჩუნებაა” – განაცხადა მან. როდესაც ჰკითხეს ჩაერთვებოდა თუ არა რუსეთი კონფლიქტში, რომელშიც სომხეთი მონაწილეობს, მედვედევმა განაცხადა: ”რუსეთი თავის ვალდებულბებს მოკავშირეებთან ძალიან სერიოზულად ეკიდება”. სარქისიანმა განაცხადა, რომ შეთნახმება განამტკიცებს რუსეთის სამხედრო როლს სამხრეთ კავკასიაში, არასტაბილურ რეგიონში, რომელიც რუსეთის, ირანსა და ნატოს წევრ თურქეთს შორის მდებარეობს. ”რუსეთმა იკისრა ვალდებულება ერთობლივად ვუზრუნველყოთ სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო უსაფრთხოება და შესაბამისად აღჭურვოს შეიარაღებული ძალები თანამედროვე შეიარაღებით” – განაცხადა სარქისიანმა. შეთანხმებამ ”არა მხოლოდ გააგრძელა რუსული ბაზების ყოფნა სომხეთში, არამედ გააფართოვა მისი გეოგრაფიული და სტრატეგიული პასუხისმგებლობის სფეროც” – აღნიშნა სარქისიანმა. შეთანხმების გამო, ალბათ, მეზობელ აზერბაიჯანში განგაშის ზარს შემოკრავენ - ის ერევანთან სეპარატისტული მთიანი ყარაბახის გამო ძველ კონფლიქტსა და ქართულ კონფლიქტს შორის არის გამომწყვდეული. საქართველოს ორი წლის წინ რუსეთთან ხანმოკლე ომი ჰქონდა. სომეხი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შეთანხმება შეაკავებს აზერბაიჯანს და ის აღარ დაიწყებს ახალ კონფლიქტს ყარაბახის გამო. მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, ცხადი არ არის ჩაერევა თუ არა რუსეთი ახალ ომში რეგიონში, რადგან კონფლიქტი სავარაუდუდ ყარაბახსა და მიმდებარე ტერიტორიებზე წარიმართება, ხოლო ისინი სომხეთის ნაწილს არ წარმოადგენენ. დაძაბულობა ყარაბახის გარშემო, სადაც სეპარატისტები, ეთნიკური სომხები, ერევანის მხარდაჭერით გამოვიდნენ ბაქოს კონროლიდან იმ ომის განმავლობაში, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში მოხდა და რომელმაც, როგორც ამბობენ, დაახლოებით 30,000 სიცოცხლე შიწირა, მაღალი რჩება. წელს ორმხრივ სროლაში სულ ცოტა 10 სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანი არაერთხელ იმუქრებოდა, რომ რეგიონს ძალის გამოყენებით დაიბრუნებს და ბოლო წლებში თავდაცვის ხარჯები გააორმაგა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ელხან პოლუხოვმა განაცხადა, რომ მიუხედავად ახალი შეთანხმებისა ის ერთ რამეს იმედოვნებს – რუსეთი დაიცავს მანამდე აღებულ ვალდებულებას და სომხეთში დისლოცირებულ რუსულ ჯარებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ გამოიყენებს. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ასეთი ვალდებულება 2005-2007 წლებში აიღო, როდესაც საქართველოში, ახალქალაქსა და ბათუმში მდებარე ბაზებიდან, სამხედროები სომხეთში გადაჰყავდა.”ჩვენ იმედი გავქვს, რომ მოსკოვი დაიცავს ამ ვალდებულებებს” – უთხრა მან AFP-ს. თურქეთის საზღვართან არსებულ სამხედრო ბაზაზე, ქალაქ გიუმრიში, დისლოცირებულია ქვეითი, საარტილერიო შენაერთები, სარაკეტო თავდაცვითი დანადგარები S-300 და საბრძოლო რაკეტები MiG-29. მედვედევი სომხეთს ორდღიანი ორმხრივი ვიზიტით ეწვია და დარჩა შაბათ-კვირასაც, რათა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის, მოსკოვის თაოსნობით მოქმედი რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერებთან არაფორმალურ სამიტს დასწრებოდა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts