Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ძალთა თანაფარდობის შეცვლა კავკასიაში თუ ბალანსის შენარჩუნება?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/hurriyet.jpg

 

ჯემ ოგუზი

 

როგორც იუწყებიან, გასულ კვირაში, პრეზიდენტ დიმიტრი მედვდევის ვიზიტის დროს ერევანში, რუსეთმა და სომხეთმა სამხედრო სფეროში მთელ რიგ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი, რომელთა ნაწილიც არ გამოქვეყნებულა.

 

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ხელშეკრულებაა, რომელიც რუსულ სამხედრო ბაზებს სომხურ ქალაქ გიუმრიში იჯარის ვადას 25–დან 49 წლამდე უხანგრძლივებს. ბაზაზე, რომელიც ოფიციალურად 1997 წლიდან მოქმედებს, ახლა 5 000 რუსი ჯარისკაცია, ასევე გამანადგურებლები მიგ–29 და საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები S-300. 

 

მედვედევი ამტკიცებს, რომ ამ ბაზის მიზანი – „სამხრეთ კავკასიასა და ზოგადად ამიერკავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა“. მაგრამ, ბევრ ანალიტიკოსს, განსაკუთრებით თურქეთსა და აზერბაიჯანში მიაჩნია, რომ ეს შეთანხმება შეიძლება შეფასდეს, როგორც ანკარას და ბაქოს ირიბი გაფრთხილება. ამ მოსაზრების მომხრეთათვის, ხელშეკრულება რეგიონში ახალი ალიანსების წარმოქმნას ადასტურებს. 

 

ფაქტობრივად, ამ პოზიციის სასარგებლოდ მეტყველებს ასევე ის განცხადებებიც, რომლებიც სომხეთის ხელისუფლებამ ვიზიტის შედეგების შესახებ გააკეთა. კერძოდ, პრეზიდენტმა სერჟ სარქსისიანმა აღნიშნა, რომ ბაზა გააფართოვებს საკუთარი გეოგრაფიული და სტრატეგიული პასუხისმგებლობის არეალს.

 

ბევრის აზრით, ეს იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანში სულ უფრო ხშირად გაისმის სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალით დაბრუნების შესაძლებლობა, რუსეთ–სომხეთის ცოტახნისწინანადელი ალიანსის აღორძინებაზე მიუთითებს.       

 

თუმცა, ანკარაში, თურქეთის მთავრობასთან დაახლოებული წრეეები ამ პესიმიზმს არ იზიარებენ. მათთვის ხელშეკრულება რუსეთის მორიგი მცდელობაა შეინარჩუნოს ბალანსი სომხეთს და აზერბაიჯანს შორის. თურქი მაღალჩინოსანი, რომელიც ამ მოსაზრებას იზიარებს, ვარაუდობს, რომ შეთანხმების მიზანი – სომხეთის მთავრობის დამშვიდებაა იმ ფონზე, როდესაც გავრცელდა ხმები აზერბაიჯანისთვის მაღალტექნოლოგიური შეიარაღების მიყიდვასა და რუსეთის სურვილზე მოაგვაროს ყარაბახის პრობლემა.  

 

მეორე მაღალჩინოსანმა მირჩია, განსაკუთრებული ყურადღება მიმეპყრო ვიზიტის ეკონომიკურ მხარეზე. როგორც იუწყებიან, ერევანმა რუსეთთან გააფორმა კონტრაქტი სომხეთში საბჭოთა პერიოდში აშენებული ატომური ელექტროსადგურისთვის ორი რეაქტორის მიწოდებაზე. მეტიც, ამბობენ, რომ მხარეები  შეიარაღების მიწოდებაზეც საუბრობდნენ. „რუსები ძალიან კარგი ბიზნესმენები გახდენენ. მათ ისწავლეს ვაჭრობა და ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ გარკვეულ მსხვერპლზე წასვლაც“, – აღნიშნა ირონიული ღიმილით ჩემმა თანამოსაუბრემ.        

 

მაგრამ მიუხედავად ამისა, თურქეთის საგარეოპოლიტიკური ისტებლიშმენტი სერიოზულად წუხს იმაზე, რომ სომხეთი ამ ხელშეკრულებით გადაწყვეტს, რომ აზერბაიჯანთნ მოლაპარაკებებში შეუძლია კვლავ არაკონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს. მაგალითად, ჩემი წყარო სამართლიანობის და განვითარების პარტიიდან, რომელიც თურქეთის პრემიერ–მინისტრ ერდოღანთან დაახლოებულია, ამტკიცებს, რომ ერდოღანი მართლაც ელის პრეზიდენტ მედვედევისგან და პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინისგან ძალისხმევას ყარაბახის პრობლემის მოგვარების საკითხში. მისი თქმით, თითქმის ყველა მოლაპარაკებებზე, სადაც რუსებთან ყარაბახის საკითხი განიხილებოდა, ამ მოლოდინზე ღიად საუბრობდნენ. პარტიის წარმომადგენელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის აქტიური მონაწილეობის გარეშე ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია, და რომ რუსები ადრე მათ დახმარებას დაპირდნენ.            

 

ამ ფონზე, ვფიქრობ, დროულია ჩვენი რუსი მეგობრებისთვის იმ სიტყვების შეხსენება, რომელიც შარშან ერდოღანმა თითქოს რუსეთის ორ ლიდერს უთხრა: „ჩვენ, როგორც თურქეთს, არ გვსურს, რომ გარე ძალები ერეოდნენ პრობლემაში, რომელსაც რეგიონის ქვეყნები დამოუკიდებლად უნდა წყვეტდნენ“.

 

რას ფიქრობთ? იზიარებენ კი რუსები ამ პოზიციას? თუ, მათი აზრით, მოკლევადიანი სარგებელი გრძელვადიან ურთიერთსარგებელზე მნიშვნელოვანია?    

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...