Jump to content
Planeta.Ge

მერვე კლასის სახელმღვანელოების შედევრები


Recommended Posts

ქიმია მერვე კლასი:

 

“ერთხელ ვერცხლისფრად მბრწყინავ კალციუმს ნავთში უქმად ყოფნა მოსწყინდა, ჭიქიდან ამოხტა, სხეული ფილტრის ქაღალდით გაიმშრალა და ჰაერზე გასეირნება გადაწყვიტა. მალე კალციუმის სხეული თეთრი ფხვნილით დაიფარა და გახურდა, სული რომ არ შეხუთოდა, მეტალმა გზაზე მდინარის ცივ წყალში გაგრილება გადაწყვიტა.”

 

"სამყაროს გაჩენისთანავე მზეზე დავბადებულვარ (საუბარია წყალბადზე). ჩემი მშობლები ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული პროტონი და ნეიტრონია... ჩემს გულში საპატიმროს მსგავსი ბირთვია. მასში დადებითად დამუხტული მარტოხელა პროტონია გამომწყვდეული."

 

”ვაზის გამოსახულება ამშვენებს მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარს. გაიხსენეთ კინოფილმი ,,ჯარისკაცის მამაში” როგორ ზრუნავს ქართველი გლეხი უცხო მიწაზე გაზრდილი ვაზის გადასარჩენად. რაზე მიგანიშნებთ მოყვანილი ფაქტები? იმსჯელეთ ქართულ ხელოვნებაში ყურძნისა და ღვინის როლის შესახებ“

 

მე–7 კლასის: "ქიმიური ელემენტების სასახლეს წყალბადის ატომების მცველები იცავდნენ. ერთ დღეს სასახლიდან ალუმინის, კალციუმის, ჟანგბადისა და სილიცუმის ატომები გაიპარნენ. მცველები გაპარულებს დაედევნენ და ალყაში მოაქციეს...”

 

-

 

მოიძია დავით ზურაბიშვილმა...ამის დამწერს ეხლა ბავშვების ბედი უნდა ეხებოდეს?

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიძია დავით ზურაბიშვილმა..

მაგასაც მოსცლია რა :) ვის რაში აინტერესებს კალციუმი და წყალბადი? მითუმეტეს ბავშვს რატომ უნდა აინტერესებდეს? კომუნისტების პერიოდში იმენა ეგ არ მევასებოდა, რომ სკოლებში ათას სისულელეს ასწავლიდნენ, ერთადერთი რაც გამოსწორდა, ეგაა, და იმენა მაგაზე ატრაკებენ რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ერთადერთი რაც გამოსწორდა, ეგაა, და იმენა მაგაზე ატრაკებენ რა

რა გამოსწორდა? ეს ციტატები გამოსწორებაა??????? :018: :018: :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მდაა... მერვე კლასში სექსზე ბავშვის ჩასახვის საუკეთესო ხერხებზე და მენსტრუაციებზე იმდენი გვქონდა ნალაპარაკები რომ უკვე მობეზრებული გვქონდა ხოდა წყალბადის სასახლეზე რომ რაღაცეები წაეკითხათ მაგარი პრიკოლი იქნებოდა :givi: ეგეთ წიგნს უნდა დასცინო და ახლობლებს აჩვენო მაგით სერიოზულად როგორ ისწავლი? რათქმაუნდა შეიძლება სწავლა პირველიდან მესამე კლასამდე თუ ხარ მაგრამ მეოთხედან უკვე ძალიან ბავშურია ეგეთი რამ... მოკლედ 5-6 წლიანი ცდომილება აქვს ავტორს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გამოსწორდა? ეს ციტატები გამოსწორებაა???????

გამოსწორდა იმ პონტში რომ არასეროუზულად ასწავლიან და სწორიცაა. რატომ უნდა იცოდეს მერვეკლასელმა ბავშვბა წყალბადის ატომი? ბორმა არ იცოდა წესიერად, რა იყო ატომი და მერვეკლასელს უნდა ასწავლონ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

გამოსწორდა იმ პონტში რომ არასეროუზულად ასწავლიან და სწორიცაა. რატომ უნდა იცოდეს მერვეკლასელმა ბავშვბა წყალბადის ატომი? ბორმა არ იცოდა წესიერად, რა იყო ატომი და მერვეკლასელს უნდა ასწავლონ?

ელემენტარულ დონეზე უნდა იცოდეს, ამას ქვია ზოგადი განათლება...მაგრამ ნებისმიერ შეთხვევაში, ან უნდა ასწავლონ, ან არა... ეს ლექსები რა არის? სასაცილოდ უნდა გადააქციონ ქიმია, ფიზიკა და ა.შ. ამით ვინ რას ისწავლის საერთოდ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ერთხელ ვერცხლისფრად მბრწყინავ კალციუმს ნავთში უქმად ყოფნა მოსწყინდა, ჭიქიდან ამოხტა, სხეული ფილტრის ქაღალდით გაიმშრალა და ჰაერზე გასეირნება გადაწყვიტა. მალე კალციუმის სხეული თეთრი ფხვნილით დაიფარა და გახურდა, სული რომ არ შეხუთოდა, მეტალმა გზაზე მდინარის ცივ წყალში გაგრილება გადაწყვიტა.”

 

ნავთში კალციუმი არის? ხაჭო მაინც დაეწერა იმ ოჯახაშენებულს, ან ფილტრის ქაღალდის გარდა სხვა ჩვეულებრივი ქაღალდით ვერა? ან თეთრი ფხვნილით რატომ დაიფარა? ან თუ დაიფარა და დაჟანგდა კიდევ წყალში ხტებოდა? ვაი, ვაი, რა ფანტასტიურია :givi:

და ამ წიგნმა კონკურსში გაიმარჯვა....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასაცილოდ უნდა გადააქციონ ქიმია, ფიზიკა და ა.შ.

და რა, არაა სასაცილო? ვის რათ უნდა ქიმია და ფიზიკა? ერთი ქართველი ქიმიკოსი დამისახელე აბა? ან ფიზიკოსი. არ მითხრა ახლა დვალიო. ეგეთები ქუჩაში ყრიან აგერ ჩემთან პავლოვზე :) და ბავშვის გამოშტერება მაგიტი სისულელეა, არანაირი ზოგადი განათლება არაა ეგ, წყალბადის ატომების ცოდნა. ეგაა ტვინის უაზრო გადაჭედვა. ვისაც ნიჭი აღმოაჩნდება, ისე მაგ კომიკური წიგნიდანაც გაიგებს და ლანდაუს ტომებიდანაც. რავი, ასე მგონია მე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

და რა, არაა სასაცილო? ვის რათ უნდა ქიმია და ფიზიკა? ერთი ქართველი ქიმიკოსი დამისახელე აბა? ა

[არ არის აუცილებელი ყველა დიდი მეცნიერი იყოს...ლაბორატორიებს ხო სჭირდებათ ქიმიკოსები? (კრიმინალურს, სამედიცინოს, ბიოლოგიურს)

 

ასევე ფიზიკოსებიც...რას ამტკიცებ რომ ფუნდამენტური მეცნიერებები არ უნდა ვისწავლოთ თუ შაყირობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ამტკიცებ რომ ფუნდამენტური მეცნიერებები არ უნდა ვისწავლოთ თუ შაყირობ?

უნდა ვისწავლოთ, მაგრამ არა ისე, რომ მერვეკლასელს დაუწყო წყალბადის ატომის სწავლება. არაა საჭირო, რომ 15 წლის ბავშვმა იცოდეს ეგენი. ვისაც დააინტერესებს, ის ისედაც ისწავლის, და მერე ჩააბაროს ფიზიკურზე ან სადმე, თუ მოუნდება სწავლა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

უნდა ვისწავლოთ, მაგრამ არა ისე, რომ მერვეკლასელს დაუწყო წყალბადის ატომის სწავლება. არაა საჭირო, რომ 15 წლის ბავშვმა იცოდეს ეგენი. ვისაც დააინტერესებს, ის ისედაც ისწავლის, და მერე ჩააბაროს ფიზიკურზე ან სადმე, თუ მოუნდება სწავლა

ეტყობა ძალიან ცუდი მასწავლებელი გყავდა...თორემ ისეც შეიძლება მიწოდება ინფორმაციის, რომ კარგადაც გაიგო და დაგაინტერესოს კიდეც...მაგრამ არა ლექსებით რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

გაგჩენია როდესმე კითხვა თუ რატომ მომრავლდა თანამედროვე სასწავლო წიგნებსი სურათები და დიაგრამები?

რატომ შეიცვალა სტილი?

 

 

ვინაიდან აქაურმა "ფსიხოლოგებმა" თავისი სიტყვა უკვე თქვეს,მასინ მეც გაგაცნობთ ერთ არც თუ ისე შორეულ წარსულში წაკითხულს სტატიას.

მოკლდ გართობამ დრევანდელი ცხოვრების სტილი დაიპყრო, ამის ნათელი მაგალითია ტელევიზოტი თავისი გადაცემებით(ძირითადად თოქ-შოუები,სპორტი და სხვა გასართობ-თავშესაქცევი), სხვდასხვა სათამაშო "მოწყობილობები"

და ამ ყველაფრის ბავსვეისთვის საკმაოდ დიდი "დოზით" მიცემამ გამოიწვია ის რომ ბავშვებს უჭირთ "მშრალ" სასწავლო მასალასთან მუშაობა ანუ სწავლა, რადგამ ისინი მიჩვეულია არიან ფერად-ფერად, მოძრავ სურათებს და ა.შ.

ამიტომ "აჭრელდა" ბავშვების სასწავლო წიგნების, ამიტომ იცვლება მშრალი ტექსტებიდან იუმორით(მაგრამ შინაარსობრივად იგივე) გადაწერა,რადგან ბავშვებს "შოკის" გრძნობა რომ არ დაემართონ.

 

 

თუ რამდენად კარგად მოხდა სასწავლო მასალის "დასველება", ამაზე აშკარად სეიძლება დავა, მაგრამ ვის აინტერესებს ეგ ;)

 

 

 

 

ნავთში კალციუმი არის? ხაჭო მაინც დაეწერა იმ ოჯახაშენებულს, ან ფილტრის ქაღალდის გარდა სხვა ჩვეულებრივი ქაღალდით ვერა? ან თეთრი ფხვნილით რატომ დაიფარა? ან თუ დაიფარა და დაჟანგდა კიდევ წყალში ხტებოდა? ვაი, ვაი, რა ფანტასტიურია :givi:

რა დაგიშავა შენნმა ქიმიის მასწავლებელმა ასეთი? :D

თუ შენც "მასეთი" წიგნებით გასწავლეს ქიმია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

თუ რამდენად კარგად მოხდა სასწავლო მასალის "დასველება", ამაზე აშკარად სეიძლება დავა, მაგრამ ვის აინტერესებს ეგ

ეგაა მთავარი...თორემ

გაგჩენია როდესმე კითხვა თუ რატომ მომრავლდა თანამედროვე სასწავლო წიგნებსი სურათები და დიაგრამები?

ამაზე ვინ დაობს? რაზე მეკამათებით საერთოდ? მოგოწონთ რაც წაიკითხეთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...