Jump to content
Planeta.Ge

მხარს დაუჭერთ ლიმიტირებულ ფასებს?


Recommended Posts

Siknadmo

თითქმის ყველა აფთიაქში ერთი და იგივე ფასია, ხოლო ეს გამონაკლისი რაზეც საუბრობ ძნელი მისადგომია იმ ადამიანებისთვის ვისაც ავტომობილი არ ჰყავს, გარდა ამისა ანალგინი რომ დაგჭირდეს იმ სიშორეზე ნაღდად არ წახვალ

ანალგინი რომ დაგჭირდეს (წამალზე ვამბობ, მოდერატორ ანალგინზე კი არა :givi: ) არც ფასებში სხვაობა არაა მნიშვნელოვანი და იყიდი თუნდაც იმ ავერსში, მაგრამ ვთქვათ 50 ლარი ან მეტი რომ გაქვს გადასახდელი წამლებში, ტაქსით მიხვალ უახლოესი გაჩერებიდან იმ აფთიაქამდე ბოლო-ბოლო და მაინც მოგებაში დარჩები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 38
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Siknadmo

 

ანალგინი რომ დაგჭირდეს (წამალზე ვამბობ, მოდერატორ ანალგინზე კი არა :givi: ) არც ფასებში სხვაობა არაა მნიშვნელოვანი და იყიდი თუნდაც იმ ავერსში, მაგრამ ვთქვათ 50 ლარი ან მეტი რომ გაქვს გადასახდელი წამლებში, ტაქსით მიხვალ უახლოესი გაჩერებიდან იმ აფთიაქამდე ბოლო-ბოლო და მაინც მოგებაში დარჩები.

მე დიღომში ვცხოვრობ, ზოგი გლდანში და ას. შ. ბევრმა არც იცის, გარდა ამისა 50 ლარის წამალი შესაძლოა 10 კაციდან ერთს დასჭირდეს მხოლოდ,

ის დაბალფასიანი აფთიაქები დიდ ზიანს არ აყენებს მონოპოლიებს თორემ ისინი აღარ იფუნქციონირებდნენ,

რატომ არაა იაფი აფთიაქი ვთქვათ ყველა უბანში? ერთ აფთიაქთან მაინც დადონ ხელშეკრულება ან იქირავონ სადმე ფართი, რა ძნელია?

ვერ გახსნიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე დიღომში ვცხოვრობ,

მეც არა ვთქვი რამ გაამწარა და დააკომპლექსა ეს მასტი-თქო :))

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

50 ლარის წამალი შესაძლოა 10 კაციდან ერთს დასჭირდეს მხოლოდ

ამაზე მარტივად შემიძლია გიპასუხო. ის დიდი სააფთიაქო ქსელები ზუსტად ძვირ წამლებზე აკეთებენ ფულს. ანალგინზე და სტრეპტოციდზე ბევრს ვერაფერს იშოვი.

 

რატომ არაა იაფი აფთიაქი ვთქვათ ყველა უბანში? ერთ აფთიაქთან მაინც დადონ ხელშეკრულება ან იქირავონ სადმე ფართი, რა ძნელია?

ვერ გახსნიან

გაიხსნა უკვე. გლდანში გაიხსნა და თან ძალიან ადვილად მისადგომ ადგილას. შენ პირიქით არ გიფიქრია? რომ იქ სადაც შედარებით ძნელი მისადგომია, ფართი იაფია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ამაზე მარტივად შემიძლია გიპასუხო. ის დიდი სააფთიაქო ქსელები ზუსტად ძვირ წამლებზე აკეთებენ ფულს. ანალგინზე და სტრეპტოციდზე ბევრს ვერაფერს იშოვი.

 

 

გაიხსნა უკვე. გლდანში გაიხსნა და თან ძალიან ადვილად მისადგომ ადგილას. შენ პირიქით არ გიფიქრია? რომ იქ სადაც შედარებით ძნელი მისადგომია, ფართი იაფია?

სწორად ამიტომაც უნდა ამოქმედდეს ანტიმონოპოლიური სამსახური,

რეალურად რა სურათი გვაქვს, წლების განმავლობაში მაღალ ფასებში მიეწოდებათ მომხმარებელს ფასები, არ გინდა ნუ იყიდის პრინციპი არ მოქმედებს, იძულებული ხარ იყიდო,

რა ხდება, ჩემს აზრს მოგახსენებ,

 

ბაზარზე არის ორი სერიოზული მოთამაშე,რომელიც ადგენს ფასებს, როგორ ახერხებენ?

 

1. ან თავად შემოაქვთ წამლები და მონოპლია აქვთ შემოტანაზე (შესაბამისად სხვა აფთიაქებიც მათგან ყიდულობენ წამლებს უკვე მაღალ ფასებში )

2. ანდა არაა მონოპოლია იმპორტზე, სამაგიეროდ მთელი სააფთიაქო ქსელი შეთანხმებულია რომ ფასები უნდა იყოს გარკვეულ ზღვარში მოქცეული

 

სხვა ვარიანტს მე ვერ ვხედავ,

ორივე შემთხვევაში რაც მიწერია-ესაა მონოპოლიური სამსახურის რეგულირების საქმე,

რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყნებში მოქმედებს,

 

რაც შეეხება იაფი აფთიაქის გამოჩენას, ეს რა თქმა უნდა კარგი ტენდენციაა, ჯეჯრეობით ის აფთიაქი კონკურენციას ვერ უწევს ავერსს და პსპ-ს, მე ძირითადად ამ ორი აფთიქის მომხმარებელი ვარ,

სოც. კვლევა რომ ჩატარდეს ამ მიმართულებით მე ეჭვი მეპარება რომ იმ ახალ ფირმას სერიოზული გაველენა მოეხდინოს ბაზარზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ლეიბორისტები სირები რახან არიან, ეს იმას არ ნიშნავს რომ ფასების ზრდა არ უკავშირდება ხელისუფლების არასწორ, არაკანონიერ და მონოპოლიურ საქმიანობას,

შენ ეხლა გეცინება იმიტომ, რომ შენს ბიუჯეტზე პურის ფასების მატება არ აისახება,

 

საქმე იმაშია რომ როცა მოქალაქეს მაღალი ხელფასი აქვს ის მართლა არ შეწუხდება ასეთი უმნიშვნელო ფასების ზრდით მაგრამ როცა საქართველოში ხალხი უკიდურეს ზღვრამდეა მისული აქ უკვე თვითეული გაძვირება მწვავედ აისახება თვითეულის პირად ცხოვრებაზე...

 

საქართველოს მთავრობის დანაშაული ის კი არ არის რომ პურზე ფასები იზრდება არამედ ის რომ ამის პარალელურად მოსახლეობისთის შემოსავლების რეალური ზრდის გარემო და საშუალება არ შექმნა ქვეყანაში! ოლვეის ულტრასა და ათასი რჯულის შადრევნების ასაშენებლად მილიონებს ხარჯავს როცა ამ დროს ხალხი უკუდურეს გაჭირვებაშია! :what:

 

რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა: не бойся больших расходов, бойся маленьких доходов! :yes:

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოსთვის ხორბლის მომარაგების 3-დან 2 წყარო უკვე დაიშრიტა. რუსეთის შემდეგ, ექსპორტზე შეზღუდვა უკრაინამაც დააწესა. ჩვენ, ძირითადად, სწორედ ამ ორ ქვეყნაში მოწეულ ხორბალს მოვიხმარდით. ამის შემდეგ, ქართველ იმპორტიორები, იძულებით, ევროპულ ნედლეულზე გადაერთვებიან.

 

რუსეთის შემდეგ ხორბალზე შეზღუდვებს უკრაინაც აწესებს. უკრაინის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ 2010 წლის ბოლომდე შეზღუდოს ხორბლის ექსპორტი, რათა მოახერხოს ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა. უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის, ნიკოლაი პრისიაჟნუკის თქმით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი განიხილავს საკითხს კვოტების მოცულობასთან დაკავშირებით, რომელიც ხორბლის მწარმოებლებთან იქნება შეთანხმებული.

 

აგროპოლიტიკის სამინისტრო ეთანხმება მოსაზრებას, რომ წლის ბოლომდე მხოლოდ 2,5 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი მოხდეს. აღნიშნულ მოცულობაში გათვალისწინებული არ არის 1 მლნ ტონა ხორბალი, რომელიც პორტებში იმყოფება. შეზღუდვა არ შეეხება სიმინდს.

 

საქართველოსთვის ეს შეზღუდვა საკმაოდ რთული გადასატანი იქნება. საქმე ისაა, რომ ჩვენ ქვეყანაში ხორბალი, ძირითადად, სწორედ რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდიოდა. მარცვლეულის იმპორტი ხორციელდებოდა ყაზახეთიდანაც. ამ 3 წყაროდან 2 უკვე დაიშრიტა. რას მოიმოქმედებნ ქართველი იმპორტიორები?

 

ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიის, “ბუნგეკავკასიის”წარმომადგენელმა საქართველოში, კოკი ოსიპოვის ინფორმაციით, ხორბლის 70-80 პროცენტი რუსეთიდან შემოდის.

 

“ამის შემდეგ კი, რუსულ ხორბალს ალტერნატიული წყაროებიდან მიღებული ხორბალი შეცვლის. სექტემბრის ბოლოს ხორბალს გერმანიიდან შემოვიტანთ”, - აღნიშნავს ოსიპოვი.

 

რასაკვირველია, რუსულთან შედარებით, გერმანული ხორბლის ფასი უფრო ძვირი იქნება. ოსიპოვის თქმით, თუ 1 ტონა რუსული ხორბალი 330 დოლარი ღირს, გერმანული მინიმუმ 345 დოლარი ეღირება.

 

პური რომ გაძვირდება, ამას ყველა შეეგუა. წისქვილკომბინატებში აცხადებენ, რომ ქარხნები მათგან ერთდროულად 2 კვირის მარაგს ყიდულობენ და, შესაბამისად, ფქვილზე ფასის ზრდა პურის ფასზეც 2 კვირის შემდეგ უნდა აისახოს.

 

პურის გაძვირების შესახებ საუბრობენ “ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაშიც” და აცხადებენ, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ფქვილის ფასი 34 ლარიდან 39 ლარამდე გაიზარდა. ასოციაციის ინფორმაციით, წისქვილკომბინატი “კარმენი” ფქვილს 37 ლარად ყიდის, რუსთავში მდებარე “პროგრესი” - 39 ლარად, ხოლო თბილისის ტერიტორიაზე განთავსებულ წისქვილ-კომბინატებში ერთი ტომარა ფქვილის ფასი - 39-40 ლარია.

 

ის, რაც საქართველოში აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში მოხდება, ჩვენს მეზობლად უკვე მოხდა. აზერბაიჯანის ზოგიერთ რაიონში პური ერთბაშად 25-დან 37 ცენტამდე გაძვირდა, ზოგან კი ფასები 20%-ით ერთ დღე-ღამეში ავარდა. არ გამორიცხავენ, რომ მისმა ღირებულებამ 50 ცენტსაც მიაღწიოს.

 

აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები არ მალავენ, რომ იმპორტირებული მარცვლეულის გაძვირების გათვალისწინებით, შემოდგომაზე ქვეყანაში ფასების ზრდა გარდაუვალია. გამყიდველების თქმით, პურის გაძვირება ფქვილის ფასების ზრდამ გამოიწვია: 1 ტომარა 20-დოლარიანი ფქვილი ახლა უკვე 23 დოლარზე მეტი ღირს. პურის გაძვირებას ექსპერტები და მოსახლეობა უახლოეს პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ელიან.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი პურის გაძვირებას მსოფლიოს ბაზარზე ხორბლის დეფიციტს უკავშირებს.

 

მსოლიო ბაზარზე შექმნილია ხორბლის დეფიციტი და ფასმაც მოიმატა, რამაც ასახვა ქართულ ბაზარზეც ჰპოვა. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - განაცხადა კვეზერელმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.

 

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ხორბლის მარაგი და მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

 

პურზე ფასები 10 თეთრით გაიზარდა. ამასთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ადრე ვარაუდობდა, რომ პური სექტემბრიდან გაძვირდებოდა.

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

პურზე ფასები 10 თეთრით გაიზარდა

მე მეშინია მეტითაც გაიზრდება...აი სად დაგვერხევა მაშინ... :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...