planetanews Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?Image=ff605714-5f77-42c4-b25f-9fab55d71531.jpg&size=350კენი ჰვანი ლივერპულის ყიდვას აღარ აპირებს. ჰონკონგში ბაზირებულმა ჩინელმა ბიზნესმენმა კენი ჰვანმა ქვა მიაგორა ლივერპულის ამერიკელ მფლობელებს – ტომ ჰიკსსა და ჯორჯ ჯილეტს და უარი უთხრა კლუბის შეძენაზე. ლივერპული კარგა ხანია ყელამდე ვალებშია. ჰიკსმა და ჯილეტმა ინგლისური სუპერკლუბი სამი წლის წინ შეიძინეს და მასში ვალად აღებული ფული ჩადეს, თუმც ამით კლუბის ვალები მხოლოდ გაზარდეს და ბოლო ორი წელია მის გაყიდვას ცდილობენ. ჩინელმა სამრეწველო მაგნატმა კენი ჰვანმა რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ ის იყიდდა კლუბს და გარიგება ფაქტობრივად შემდგარი იყო. დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰვანმა “შეწყვიტა ყიდვის პროცესი”. ლივერის არშემდგარ ახალ პატრონს თავისი მიზეზები აქვს, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური მაინც. მისი თქმით, ლივერპული ვერ დამკვიდრდებოდა აზიურ ბაზარზე, როგორც სავაჭრო ბრენდი და პატრონს ვერ მისცემდა მისი ვალებიდან ამოყვანის საშუალებას. “ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გულდასმით ვსწავლობდით ლივერპულის გულშემატკივართა მოთხოვნებს და ფსიქოლოგიას. ეს დიადი კლუბია, რომელსაც მარტო ინგლისში ასი ათასზე მეტი აქტიური გულშემატკივარი და დაახლოებით მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მაგრამ გამოკვლევათა შედეგებმა იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ის ვერ გაუწევდა კონკურენციას სხვა დიად ევროპულ კლუბებს აზიურ სამომხმარებლო ბაზარზე – ამბობს ჰვანი – თქვენ კარგად იცით, რომ კლუბში ამბიციური გეგმებით მოვდიოდი და მქონდა მისი ვალებიდან ამოყვანის გეგმა. აგრეთვე იგეგმებოდა სტადიონის კაპიტალური განახლება, მაგრამ ახლა მე ვწყვეტ მოლაპარაკებას, კლუბს კი ვუსურვებ, უახლოეს წლებში მიეღწიოს სასურველი მიზნებისთვის”. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts