planetanews Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 http://pt.uefa.com/MultimediaFiles/Photo/footballeurope/FootballEurope/92/21/60/922160_w2.jpg ლივერპული კვლავ ცდილობს გადმოიბიროს 24 წლის შვედი ნახევარმცველი ოლა ტოივონენი ლივერპული £5მლნ. ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას ფეხბურთელის გადმობირებაზე, მაგრამ ჰოლანდიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ £9მლნ. ითხოვენ, ლივერპული კი ამ თანხის გადახდაზე უარს აცხადებს. ლივერპულს აგრეთვე კონკურენტი გამოუჩნდა ტოტენჰემის სახით, მაგრამ ეს უკანასკნელი არც ოფიციალურ შეთავაზებას აკეთებს და არც ტრანსფერზე საუბრობს უბრალოდ ინტერესს გამოთქვამს. ფეხბურთელის ტრანსფერზე მისმა პირველმა მწვრთნელმა რომელთანაც კარიერა დაიწყო პატრიკ ვარნერმა და ლივერპულის თავკაცმა როი ჰოჯსონმა კომენტარები გააკეთეს. პატრიკ ვარნერი: “ოლა საკმაოდ ძლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელია, მას შესწევს გუნდში უნივერსალური როლი იკისროს და მისი ინდივიდუალური ოსტატობით გუნდს წარმატება მოუტანოს. ოლამ ჩვენთან 1 სეზონი ჩაატარა და ამ დროის განმავლობაში ხშირად დაგვამახსოვრა თავი. მას აქვს უნიკალური მონაცემები, რომელსაც იგი ბრწყინვალედ იყენებს. მისი სიმაღლე მას თავდასხმაში სათამაშოდ ეხმარება მისი, მსუბუქი წონა კი მას ხელს უწყობს გარემარბათაც ითამაშოს. ის საკმაოდ ჭკვიანი და საზრიანი ბიჭია რაც იმედი მაქვს დაეხმარება იმაში თავისი კარიერა წარმატებით გააგრძელოს, მე ვფიქრობ, რომ თუ მან კარიერა სხვაგან გააგრძელა, ჯობია გააგრძელოს ინგლისის ლივერპულში”. როი ჰოჯსონი: “ოლა ტოივონენი ჩვენთვის საკმაოდ კარგი შენაძენი იქნება, ის მე მაგონებს ფერნანდო ტორესს, რომელსაც ვფიქრობ რომ ოლა მოედანზე დიდ დახმარებას გაუწევს, ვფიქრობ ეს ის ფეხბურთელია რომელიც ლივერპულს ჭირდება და ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ფეხბურთელმა კარიერა ლივერპულში გააგრძელოს”. თავად ფეხბურთელს კი მის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ არის ერთი ჩვენთვის სამწუხარო ფაქტი, ფეხბურთელი უკვე გამოჩნდა ევროპის ლიგაზე სიბირის წინააღმდეგ, რაც მას უფლებას არ აძლევს ევროპის ლიგაზე ლივერპულის სახელით ითამაშოს. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts