planetanews Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/euobserver.jpg ენდრიუ რატმანი ბრიუსელი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოხშაბათს (11 აგვისტოს) თავის კოლეგა კეტრინ ეშტონთან სატელეფონო საუბრისას, საჭიროდ არ ჩათვალა აღენიშნა, რომ მოსკოვი საქართველოსთან მიმართებაში უსაფრთხოების საკითხზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას გეგმავდა. ოთხშაბათს, შუადღისას ცნობილ სატელეფონო საუბარში მათ რუსეთის ხანძარზე ისაუბრეს: ქალბატონმა ეშტონმა მსხვერპლის გამო წუხილი გამოთქვა, ბატონმა ლავროვმა კი ევროკავშირს წევრი ქვეყნების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მაგრამ ბლოკი გაოცებული დარჩა, როდესაც ამ საუბრიდან სულ ცოტა ხანში რუსი გენერლის ალექსანდრე ზელინის განცხადების შესახებ შეიტყო, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა „იტარ–ტასმა“, „ინტერფაქსმა“ და „რია–ნოვოსტიმ“ გაავრცელა, რომ მოსკოვმა საქართველოს სადაო რეგიონში, აფხაზეთში, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა S-300 განათავსა. „მას [ლავროვს] არაფერი უთქვამს ამ თემაზე. ჩვენ ეს ინფორმაცია დაახლოებით ერთ საათში, ან ოდნავ მოგვიანებით შევიტყვეთ“, – უთხრა ევროკავშირის ერთ–ერთმა თანამშრომელმა EUobserver–ს. ოთხშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთს S-300–ის სისტემა აფხაზეთში ორი წელია აქვს, მაგრამ ვერ დაადასტურებს ცნობას მათი განახლების შესახებ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ვებ–გვერდს განუცხადა, რომ მასაც არ შეუძლია რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება, რადგან მის ოფიცრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე არ უშვებენ. „ამ წუთისთვის სიტუაცია მშვიდი, მაგრამ არაპროგნოზირებადია. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები შემდგომში სიტუაციის დაძაბვას უწყობს ხელს“, – თქვა მისიის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა. „სამხედრო ექსპერტებმა მითხრეს, რომ ეს უბრალოდ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებია და არა სტრატეგიული რაკეტები, რაც იმას გულისხმობს, რომ მათი გამოყენება მხოლოდ სამიზნე თვითმფრინავებისთვის შეიძლება“. ადგილზე სიმშვიდის მიუხედავად, ევროკავშირის დიპლომატები იმას განიხილავენ, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ საკითხზე ოფიციალური განცხადების გაკეთება. „ეს მართლაც სერიოზული საკითხია და იმ ფაქტის მორიგი დემონსტრირებაა, რომ რუსული მხარის ქმედებები ექვსპუნქტიან შეთანხმებასთან შეუსაბამოა“, – განაცხადა საქართველოში მოქმედმა ერთ–ერთმა დიპლომატმა, იგულისხმა რა ეროკავშირის შუამავლობით 2008 წელს გაფორმებული რუსეთ–საქართველოს სამშვიდობო შეთანხმება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთმა საკუთარი ჯარი ომამდელ პოზიციებზე უნდა გაიყვანოს. საქართველოს მთავრობა ასეთი თავშეკავებული არ გახლდათ. „აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს უკიდურესად სახიფათო, პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხუთშაბათის განცხადებაში. S-300–ის ამბავი გერმანია–რუსეთის ინიციატივის ფონზე ხდება, რომლის თანამხად მხარეები ევროკავშირი–რუსეთის ახალი, უმაღლესი დონის უსაფრთხოების კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელის მიზანიც პოსტ–საბჭოთა სივრცეში გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტაა. „ეს იმის ნიშანია, რომ მიუხედავად ევროკავშირი–რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებისა 2008 წლის ომის შემდეგ, სიტყვებს და საქმეს შორის სერიოზული სხვაობაა. ამ (ახალი) კომისიის შესახებ განცხადებით – ჯერ–ჯერობით არაფერი გამოდის“, – განაცხადა თბილისში არსებული საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანალიტიკოსმა, ლოურენს შიტსმა. „ერთი საქმეა, თქვა ისეთი რამ, რისი მოსმენაც იცი რომ შენს კოლეგას სურს და აბსოლუტურად სხვა რამ არის რუსეთისთვის საკუთარ გეოპოლიტიკურ პროგრამაზე უარის თქმა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონი) მნიშვნელოვანი სამხედრო წარმომადგენლობა კი ამ პროგრამის ნაწილია“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts