newstudio Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, არ დაუშვას გეიაღლუმის ჩატარება. ამასთან დაკავშირებით დღეს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ."ვთხოვთ ხელისუფალთ, არ დაუშვან სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობა. ვრცელდება ხმები იმის შესახებ, თითქოს თბილისში ან ბათუმში განზრახულია ე.წ. გეი-აღლუმის ჩატარება. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ლოცვა-კურთხევით ვაცხადებთ შემდეგს:2000 წლოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ჩვენს ქვეყანაში, 100 000 მოწამის სისხლით მორწყულ ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში, წარმოუდგენელია და სრულიად დაუშვებელი ხალხისთვის მისაღებ ფორმად ჰომოსექსუალიზმის წარმოჩენა, რასაც მათი საჯარო მსვლელობის მოწყობა ნიშნავს.გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები არის უმძიმესი ცოდვა, რომლის ჩამდენნიც ამისგან სინანულით, აღსარებითა და ზიარებით უნდა გათავისუფლდნენ, რათა "ცოცხლივ ჯოჯოხეთად შთამხდელ რისხვას" გადაურჩნენ (რუსი-ურბნისის კრება). საერთოდ ცოდვა და მისი თითქმის ყველა გამოვლინება კაცობრიობის განვითარების მთელ მანძილზე არსებობდა, მაგრამ არც ერთ დროს იგი ნებადართულ მოვლენად არ მიიჩნეოდა. დღეს პირდაპირ თუ ირიბად ამის საწინააღმდეგო მდგომარეობა იქმნება.ჩვენ, ასევე, ვალდებულნი ვართ, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ, როგორც ადამიანის მორალურ-ზნეობრივი დაცემის ხელშემწყობნი, ისე განსაკუთრებით მამათმავლობის, ლესბოსელობის და სხვა ავხორცული გამოვლინებების ლეგალიზების უფლების მქონენი, რომ თავის თავზე ღვთის დიდ სასჯელს მოიწევენ და ეს სასჯელი ერზეც გადავა.შევნიშნავთ იმასაც, რომ მიუხედავად ათეისტური რეჟიმის მავნე ზეგავლენისა, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ზნეობრივი ღირებულებების მტკიცე დამცველია (არა აქვს მნიშვნელობა რა აღმსარებლობისაა იგი) და ამდენად ჰომოსექსუალთა აღლუმი, ბუნებრივია, მათში მძაფრ რეაქციას გამოიწვევს, რაც შეიძლება მკვეთრ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.ვთხოვთ ხელისუფალთ, არ დაუშვან სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობა, რომ იგი არ იქცეს საშინელი ცოდვის და საზოგადოებრივი აღშფოთებისა და არეულობის მიზეზად.დავდგეთ სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე, რათა ღმერთმა დალოცოს, დაამშვიდოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო", _ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/142796-saqarthvelos-sapatriarqo-khelisuflebas-thkhovnith-mimarthavs-ar-daushvas-geiaghlumis-chatareba.html პ.ს მართლა აპირებენ ჩაატარონ ამ დაუნებმა პარადი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 აზრზე არ ვარ საიდან მოიტანეს ეს გეი პარადი... მაგას ატარებენ აგერ უკვე 5 წელია, ველოდებით, ველოდებით, ველოდებით და ტყუილად...... უსაქმურების მიერ ატეხილი ერთი ამბავია..... ან თუ ჩაატარებენ, ჩაატარონ რა...... გვეცოდინება ვინ არის გეი და ვინ არა და თავდაჯერებულად გავთხოვდებით :018: :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 აზრზე არ ვარ საიდან მოიტანეს ეს გეი პარადი... მაგას ატარებენ აგერ უკვე 5 წელია, ველოდებით, ველოდებით, ველოდებით და ტყუილად...... უსაქმურების მიერ ატეხილი ერთი ამბავია..... ან თუ ჩაატარებენ, ჩაატარონ რა...... გვეცოდინება ვინ არის გეი და ვინ არა და თავდაჯერებულად გავთხოვდებით :018: :018: გასათხოვარი ბრძანდებით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 საპატრიარქო გეი აღლუმის წინააღმდეგ საპატრიარქო აბა რას იტყოდა და მეც წინააღმდეგი ვარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 ფორუმ ჯიზე არ შემიხედავს, რა ხდება იქ გამოცოცხლდენ ლეო-ლეო ოხ შე ლეოეეეებიიი???? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 Siknadmo ეგ არ ვიცი,მაგრამ საიდან მოვიტანეთ ვობშემ(აქ ერთმა იუზერმა თქვა ),რომ უნდა ჩატარდეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 Siknadmoგამოცოცხლდენ ლეო-ლეო ოხ შე ლეოეეეებიიი????კორექტულად lasha1997ეგ არ ვიცი,მაგრამ საიდან მოვიტანეთ ვობშემ(აქ ერთმა იუზერმა თქვა ),რომ უნდა ჩატარდეს?სავარაუდოდ საპატრიარქოს მიაწოდებნდნენ ინფორმაციას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 Siknadmo ეგ არ ვიცი,მაგრამ საიდან მოვიტანეთ ვობშემ(აქ ერთმა იუზერმა თქვა ),რომ უნდა ჩატარდეს? ასეთი ჭორები ტყუილა არ ვრცელდება, ასეთი მექანიზმია რა, ხშირად რომ რეაგირებ ისეთ რაღაცაზე რაც არააემოციებისგან იცლება, მერე ბაც, ერთ მშვენიერ დღესაც და ჩააატარებენ ჯერ ნიადაგის მოსინჯვა მიდის, შეიძლება ჩაატარონ კიდევაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FBI Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 აუცილებლად უნდა მოყვეს რეაგირება მაგას ცემაც რომ იყოს მაინც კარგია, პროტესტი მინ უნდა იყოს ხალხისგან!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 (edited) გეი პარადი კუკლაა და ველოდოთ საპატრიარქოზე ახალ შეტევას. Edited August 20, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 (edited) სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობაეს ტერმინი არ მომწონს, სოდომიტი ჯობია უფრო ცივილურია, ნაკლებად პომპეზური და ტევადი გამონათქვამი მერე 100 000 მოწამეს შეეშვან რა, არ ყოფილა ამდენი კაცო, საიდან მოიტანეს ეს ციფრი ტექსტის პათოსს და შინაარს ვეთანხმები მაგრამ ძალიან მაღალფარდოვნად წერია, მარტივი, ნაკლებად გადატვირტულად წერა საჭირო,სადად Edited August 20, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 (edited) ამათ რამდენი აუდგებათ (ტაკო) იმდენი აღლუმი უნდა ატარონ?ეგრე სადაა Edited August 20, 2010 by Ostap Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 (edited) ფორუმ საზოგადოების უდიდესი ნაწილი სეირს ელის ხალხი კი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს,ზოგი ლუდს სვავ, ზოგს პურის გაძვირებამ დიდი საზრუნავი გაუჩინა, ზოგს ხელფასს უგვიანებენ ზოგი კიდევ პირიქით, ხელფასსს უგვიანებს სხვებს :nekro: Edited August 20, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 FBIაუცილებლად უნდა მოყვეს რეაგირება მაგას ცემაც რომ იყოს მაინც კარგია, პროტესტი მინ უნდა იყოს ხალხისგან!!!თუ ჩაატარეს, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 http://s17.rimg.info/4891242e7895b3f8beedd2ecf16653fe.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.