planetanews Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 http://image.geotorrents.com/images/jqzx43desx5ehfs08dk6.jpg ჯო კოულმა აღიარა, რომ 15 წელია თერთმეტმეტრიანი არ გაუტანია. კიდევ ერთხელ გაფუჭებული პენალტის გამო კი ლივერპულმა მხოლოდ 1-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა ტრაბზონსპორი. ”ეს ნამდვილად ცუდი პენალტი იყო. ბოლო თერთმეტმეტრიანი 15 წლის წინ გავიტანე და ალბათ შემდეგი გატანილი პენალტისთვისაც 15 წელი მომიწევს ლოდინი.””ამ ეტაპზე, რაც მთავარია, გუნდმა მოიგო. ასე რომ ყველფერი რიგზეა.”კოულმა სადებიუტო შეხვედრა ლივერპულში არცთუ ისე წარმატებულად დაიწყო. პრემიერ-ლიგის პირველივე ტურში არსენალის წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო და მოედანს მიღმა აღმოჩნდა. ახლა კი – მეორე მატჩშიც ვერ დაიკვეხნის წარმატებით გაცუდებული თეტთმეტმეტრიანის გამო. ”რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლივერპულმა გამარჯვება მოიპოვა. ეს ძალიან გვახარებს და გუნდის თითოეული ფეხბურთელი ბედნიერია მიღწეული შედეგის გამო.” ”გოლების შექმნა, საგოლე პასების გადაცემა ჩემი საქმეა. და ბედნიერი ვარ როცა დაკისრებულ მოვალეობას კარგად ვასრულებ. უკანასკნელ შეხვედრებში 2-ჯერ მოვახერხე მნიშვნელოვანი პასების გაკეთება და ეს ძალიან მახარებს. ასეთი თამაში წინსვლაში შემიწყობს ხელს. ამ ეტაპზე ჩემი მიზანიც ესაა. რაც შეიძლება მეტად გამოვასწორო ჩემი თამაში და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.””მთავარი ხომ გუნდის წარმატებაა და არა ცალკეული ფეხბურთელის. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ეს შესანიშნავი შედეგია.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts