Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

20 აგვისტოს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სამინისტროში პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას ნადირობის წესებს გააცნობს.

მის: გულუას ქ.#6

 

20 აგვისტოს, 11:00 საათზე, მარნეულში, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, საავადმყოფოსMმშენებლობა დაიწყება.

 

20 აგვისტოს, 12:00 საათზე, “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს” ორგანიზებითა და საქართველოს პრემიერ მინისტრის ეგიდით, მთავრობის კანცელარიის შენობის წინ სტარტს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ხელოვნების ფესტივალი “მზერა” აიღებს.

მის: ინგოროყვას ქ.#7, სახელმწიფო კანცელარია.

 

20 აგვისტოს, 13:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

 

20 აგვისტოს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “ეროვნული ბიბლიოთეკის პრობლემა”.

 

20 აგვისტოს, 13:00 საათზე, კუს ტბაზე ესპანური დისკოთეკის გახსნის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

საკონტაქტო პირი: ანი – 877 44 63 36

 

20 აგვისტოს, 13:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო “ძველი მეტეხის” საკონფერენციო დარბაზში “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას” ბრიფინგი გაიმართება.

თემა: “მიმართვა ხელისუფლებასა და საზოგადოებისადმი – შეწყდეს ბიზნესმენების უკანონო დაპატიმრებები და დევნა ანზორ ქოქოლაძის, გელა ბარკალაიას, ვანო ჩხარტიშვილის და სხვათა მაგალითზე, ასევე წვრილი ბიზნესმენების (გარემოვაჭრეების) შევიწროება!”

მის: მეტეხის აღმართი #3

 

20 აგვისტოს, 13:20 საათზე, ოზურგეთის “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის” განახლებული შენობის გახსნის ცარემონია გაიმართება, რომელსაც იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა დაესწრება.

მის: ოზურგეთი, მ. კოსტავას 123.

 

20 აგვისტოს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ფოთში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვას დაესწრება.

მის: სავაჭრო პალატის ოფისი

 

20 აგვისტოს, 14:00 საათზე, “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ოფისში მოძრაობა “7 ნოემბერი”, მოძრაობა “რატომ?” და მოძრაობა “არა” 19 აგვისტოს პარლამენტთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

 

20 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბათუმში, “თიბისი” ბანკის გალერეაში ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონია და იაპონური თეატრის “ნო”-ს წარდგენა გაიმართება

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...