Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ნატო და რუსეთი ურთიერთობებს აუმჯობესებენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg

 

სლობოდან ლეკიჩი

 

ბრიუსელი – ათწლიანი დაძაბულობის შემდეგ, ნატომ და რუსეთმა კვლავ დაიწყეს თანამშრომლობა. ისინი მთელი რიგი საერთო ინიციატივების რეალიზაციაზე მუშაობენ, რაც მოიცავს მაგალითად, ავღანეთში ჯარისთვის პროდუქტის მიწოდებას, ასევე საჰაერო პირატობასთან ბრძოლას.

 

თუმცა არსებობს გარკვეული ეჭვები იმის თაობაზე, რომ საერთო და უშუალო საფრთხეებისადმი მიმართული ახალი თანამშრომლობა ცივი ომის პერიოდის მეტოქეებს უფრო პრინციპულ უთანხმოებათა გადაწყვეტაში დაეხმარება, მათ შორისაა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოვება და საქართველოს დამოკიდებულება მისი სეპარატისტული რეგიონების მიმართ, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობენ.    

 

რუსეთმა, რომელსაც მეზობელ ქვეყნებში ბრძოლის ჟინის ჩახშობა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის აღკვეთა სურს, გახსნა ახალი სახმელეთო მარშუტი ავღანეთში 140–ათასიანი ნატოს კონტიგენტის დამატებით მომარაგებისთვის და ავღანეთის ახალბედა სამხედრო–საჰაერო ძალებისთვის ვერტმფრენების გადაცემის და ავღანეთის ნარკო–კონტროლის თანამშრომლების სწავლების შესაძლებლობას განიხილავს.   

 

ახლახანს რუსეთმა და ნატომ აამოქმედეს საჰაერო მონიტორინგის სისტემა (რომელსაც ერთობლივად იყენებენ) ტერორისტული საფრთხის შემთხვევისთვის, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დიდ ნაწილს მოიცავს. დაგეგმვის პროცესშია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთობლივი სისტემის შემუშავების პროექტი, რომლის მიზანიც, პროგრამაში მონაწილე ყველა სახელმწიფოს დაცვაა. ევროპაში ნატოს ერთიანი შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ჯეიმს სტევრიდისმა The Associated Press –ს უამბო, რომ შემოდგომაზე რუსეთში ვიზიტს გეგმავს და სხვა საკითხებთან ერთად, აპირებს ანტისარაკეტო თავდაცვის, ავღანეთის, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, ტერორიზმთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საკითხების განხილვას.

 

„მე ძალიან ვარ დაინტერესებული რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებით“, – თქვა მან.

 

მაგრამ ზოგიერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ ამ ინიციატივების მნიშვნელობა შეიძლება ჰიპერბოლიზირებულია და იმის ნიშანია, რომ ერთობა თავად ნატოს ფარგლებში საგრძნობლად შეილახა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ვარშავას ხელშეკრულების ორგანიზაცია დაიშალა, რომელიც ნატოს ერთადერთი რეალური სამხედრო მეტოქე იყო.

 

„თავად ნატოს შიგნით უამრავი განხეთქილებაა, ალიანსის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი კი წევრ ქვეყნებზეა გადაცემული. ასე, რომ არ ვარ დარწმუნებული, მიიღებს კი რუსეთი რაიმე ღირებულს ალიანსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით“, – განაცხადა ჯორჯ ფრიდმანმა, კერძო სადაზვერვო–ანალიტიკური კომპანია Stratford–ის ხელმძღვანელმა. 

 

იმავდროულად, სხვა დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ კავშირების შემდგომი განმტკიცების მიუხედავად, რუსეთი–ნატოს ურთიერთობების განვითარება ჯერ კიდევ ფერხდება უნდობლობის ელემენტის გამო.

 

მაგალითად, ნატო განაგრძობს რუსეთის უშუალო მეზობლების, ბალტიის ქვეყნების დაცვის სარეზერვო გეგმების განახლებას. ამასთანავე, ნატოს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული ზომა, პირველ  რიგში მიზნად ისახავს, ალიანსის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნების მთავრობების დარწმუნებას იმაში, რომ ნატო ინარჩუნებს ყველა წევრი–ქვეყნის ტერიტორიული დაცვის ვალდებულებას, რაც 60 წლის წინ ალიანსის შექმნის მომენტიდან მისი მთავარი ფუნქცია იყო.            

 

ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატო–რუსეთის ურთიერთობები მცირე ხნით დათბა, მაგრამ მას შემდეგ გაცივდა, რაც 1999 წელს ალიანსმა სერბეთის და კოსოვოს დაბომბვა განახორციელა და რასაც მოსკოვის მხრიდან მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა.

 

2000 წლის შემდეგ ურთიერთობები კვლავ გაუმჯობესდა, მაგრამ ორი წლის წინ, რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, მათი ტემპერატურა კვლავ მკვეთრად დაეცა – ამჯერად ნულზე დაბლა. ბუშის ადმინისტრაციის ზეწოლის ქვეშ მყოფმა ალიანსმა მოსკოვთან ყველა კავშირი გაყინა.

 

კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც საქართველოს არმია მის სეპარატისტულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენას შეეცადა. რუსეთმა ეს აღკვეთა და დღეს როგორც იქ, ასევე მეორე სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, მისი სამხედრო ნაწილებია განთავსებული. მოსკოვმა ორივეს დამოუკიდებლობა აღიარა, რასაც ამჯერად უკვე დასავლეთის მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა.      

 

ახლახანს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკულ–რუსული ურთიერთობების „გადატვირთვის“ შესახებ განაცხადა, რაც ნატოს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი გახდა.

 

აპრილში, ობამამ და პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ივნისში კი რუსეთი ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების მხარდაჭერას დათანხმდა, რაც თეირანს ბირთვული პროგრამის რელიზაციის გამო დაუწესეს. ნატომ ამ მაგალითს დაუყოვნებლივ მიბაძა.

 

მოსკოვში ვიზიტის დროს, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც განვითარდება და მას ერთობლივი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნა მოჰყვება 2020 წლისთვის, „რომელიც ჩვენ არამხოლოდ ბირთვული იარაღის გავრცელებისგან დაგვიცავს, არამედ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებსაც განამტკიცებს“. 

 

თუმცა, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის აღნიშნული სისტემა ჯერ კიდევ ალიანსის წევრებმა უნდა მოიწონონ. 28 წევრი ქვეყნიდან ზოგიერთს ამ სისტემის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს და მიზეზად მოჰყავს ეკონომიკური კრიზისის დროს თავდაცვის ბიუჯეტების შემცირება.   

 

ჟურნალ Global Affairs–ის „რუსეთის“ განყოფილების რედაქტორის თეოდორე ლუკიანოვის თქმით, ის ფაქტი, რომ ურთიერთობები ისე სწრაფად არ ვითარდება, როგორც ეს შესაძლებელია, დიდწილად ნდობის დეფიციტით აიხსნება.

 

„ურთიერთობა ნატოს და რუსეთს შორის ახლა უკეთესია, ვიდრე ორი წლის წინ იყო. მაგრამ სერიოზული გარღვევისთვის, მხარეებმა დღევანდელი მიდგომები უნდა შეცვალონ“, – თქვა მან.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...