asds Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 (edited) სამხრეთ კავკასია – ახლო აღმოსავლეთი (როდის მოხდება აფეთქება?) http://wp.me/pySj7-9J მოგეხსენებათ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერაყიდან აშშ-ის ოკუპაციური ჯარების ბოლო საბრძოლო დანაყოფი გავიდა. ძნელი სათქმელია რამდენად შეეფერება აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს და რამდენად შეიძლება საქმე დეზინფორმაციის გავრცეებასთან გვქონდეს, თუმცა ვფიქრობ სრულიად რეალურია, რომ უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთი და შესაძლოა სამხრეთ კავკასია, მნიშვნელოვანი ძვრების არეალი გახდეს.. ვგულისხობ იმას, რომ 18 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა ავღანეთის, ტაჯიკეთისა და პაკისტანის ლიდერებთან. ზუსტად რა თემაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები არავინ იცის, თუმცა თავად ფაქტია მნიშვნელოვანი, მით უფრო რომ ჩემი ვარაუდით იმ შემთხვევაში თუ ავღანეთში დისლოცირებული აშშ-ისა და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო შენაერთები ირანის ტერიტორიაზე შეიჭრებიან, ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედი ე.წ. ექსტრემისტული შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლა, შესაბამისი ისტორიული და სამხედრო გამოცდილების მქონე რუსეთის არმიას დაეკისრება.. სწორედ ავღანეთის, პაკისტანისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობების ისტორიული გამოცდილება ხდის ზემოთ ხსენებულ მოლაპარაკებებს საყურადღებოს, რადგან ინფორმირებულ საზოგადოებას მოეხსენება, რომ საბჭოთა საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ავღანეთში მოქმედი პარტიზანული რაზმები სწორედ პაკისტანის ტერიტორიიდან მარაგდებოდა იარაღითა და ცოცხალი ძალით და სწორედ პაკისტანში ჩაეყარა საფუძველი მოძრაობა თალიბანს.. აქვე აღსანიშნავია, რომ 6-11 აგვისტოს, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის ფედერაციის, აშშ-ისა და კანადის სამხედრო საჰაერო ძალების ერთობლივი სწავლებები ჩატარდა (http://rian.ru/defense_safety/20100812/264268320.html), რაც შესაძლოა აღნიშნული ქვეყნების სამხედრო საჰაერო ძალებს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლასა და ახლო მომავალში ავღანეთისა და პაკისტანის “მეამბოხე” რეგიონებში მოსალოდნელ ერთობლივ მოქმედებებს უკავშირდებოდეს.. ნიშანდობლივია ის ინფორმაციები, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება.. კონკრეტულად კი ორი დაპირისპირებული ქვეყნის პრეზიდენტისა და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკების ერთობ აგრესიული განცხადებები ერთმანეთის მიმართ, განსაკუთრებით საყურადღებოა აზერბაიჯანის პრეზიდენტის საომარი რიტორიკა (http://www.regnum.ru/news/polit/1313773.html).. ვგონებ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სომხეთში იმყოფება ვიზიტით (http://www.rian.ru/politics/20100819/266944558.html), სადაც სომხეთის ხელმძღვანელობასთან ერთად მოლააპარაკებებს ОДКБ-ეს წევრი ქვეყნების ლიდერებთანაც გამართავს.. მე პირადად არ გამოვრიცხავ, რომ მედვედევმა სომეხ კოლეგას აზერბაიჯანთან საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში, მთიანი ყარაბახის სომხეთის კონტროლ ქვეშ დარჩენის გარანტიები მისცეს, სანაცვლოდ კი ერევანი საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე და სომხეთის ტერიტორიის რუსეთის არმიის მიერ გამოყენებაზე დაითანხმოს.. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ცხადია, რომ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული დაძაბული ვითარება მუდმივად გაყინულ მდგომარეობაში ვერ იქნება და არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ისა და ნატო-ს კოალიციური ჯარების მიერ ირანზე თავდასხმის პარალელურად, რაც სრულიად შესაძლებელია რომ მიმდინარე ან მომდევნო 2011 წელს განხორციელდეს, საომარი მოქმედებები სამხრეთ კავკასიაშიც განახლდეს. მით უმეტეს, რომ ირანზე კოალიციური ძალების თავდასხმა პრაქტიკულად გარანტირებულად გადაფარვს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ნებისმიერ მოვლენას, მათ შორის დაპირისპირებულ ქვენებს შორის სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტს, რაც ვაშინგტონს, მოსკოვსა და ბრიუსელს სამხრეთ კავკასიის ახალი პოლიტიკური რუქის ფორმირების იდეალურ შესაძლებლობას მისცემს.. ახალი პოლიტიკური რუქის, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანმა შესაძლოა დაიბრუნოს სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, გარდა მთიანი ყარაბახისა, აგრეთვე მოახდინოს მარნეულის რაიონის ოკუპირება, სომხეთმა მოახდინოს სამცხე ჯავახეთის და აჭარის ნაწილის ოკუპირება, რუსეთმა მოახდინოს სამეგრელოს, ახმეტისა და ყაზბეგის რაიონების ოკუპირება, საქართველომ კი დროებოთ დაკარგოს სახელმწიფოებრიობა, გადავიდეს ევროკავშირის ან გაეროს მმართველობის ქვეშ და მხოლოდ 10-15 წლის შემდეგ აღიდგინოს სუვერენიტეტი და სახემწიფოებრიობა, განახევრებულ მდგომრეობაში.. ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.. მივესალმები თქვენს კომენტარებს.. Edited August 19, 2010 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 asdsროგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ცხადია, რომ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული დაძაბული ვითარება მუდმივად გაყინულ მდგომარეობაში ვერ იქნება და არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ისა და ნატო-ს კოალიციური ჯარების მიერ ირანზე თავდასხმის პარალელურად, რაც სრულიად შესაძლებელია რომ მიმდინარე ან მომდევნო 2011 წელს განხორციელდეს, საომარი მოქმედებები სამხრეთ კავკასიაშიც განახლდეს. მით უმეტეს, რომ ირანზე კოალიციური ძალების თავდასხმა პრაქტიკულად გარანტირებულად გადაფარვს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ნებისმიერ მოვლენას, მათ შორის დაპირისპირებულ ქვენებს შორის სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტს, რაც ვაშინგტონს, მოსკოვსა და ბრიუსელს სამხრეთ კავკასიის ახალი პოლიტიკური რუქის ფორმირების იდეალურ შესაძლებლობას მისცემს.. ახალი პოლიტიკური რუქის, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანმა შესაძლოა დაიბრუნოს სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, გარდა მთიანი ყარაბახისა, აგრეთვე მოახდინოს მარნეულის რაიონის ოკუპირება, სომხეთმა მოახდინოს სამცხე ჯავახეთის და აჭარის ნაწილის ოკუპირება, რუსეთმა მოახდინოს სამეგრელოს, ახმეტისა და ყაზბეგის რაიონების ოკუპირება, საქართველომ კი დროებოთ დაკარგოს სახელმწიფოებრიობა, გადავიდეს ევროკავშირის ან გაეროს მმართველობის ქვეშ და მხოლოდ 10-15 წლის შემდეგ აღიდგინოს სუვერენიტეტი და სახემწიფოებრიობა, განახევრებულ მდგომრეობაში..ჩვენ ვითომც არ ვარსებობთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 ბარემ დაგვირიგე თოკები და ჩამოვიხრჩობთ თავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 Marta1ბარემ დაგვირიგე თოკები და ჩამოვიხრჩობთ თავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.