Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ჰოჯსონი: ”პრემიერ-ლიგა რა თქმა უნდა პრიორიტეტია”


Recommended Posts

http://image.geotorrents.com/images/mtj0kw1tekwck2rxhpu8.jpg

 

როი ჰოჯსონმა მორიგ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა გუნდის მდგომარეობასა და ცალკეული ფეხბურთელების მომზადების დონეზე, ასევე აღნიშნა, რომ პრიორიტეტული ტურნირი რა თქმა უნდა პრემიერ-ლიგაა.

 

40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბილ შენკლიმ ადგილობრივი ჩემპიონატი მოიხსენია როგორც ლივერპულის ”პური და კარაქი”, მაგრამ ეს დღესაც ასეთივე სიმართლედ რჩება. თუნდაც როი ჰოჯსონს ჰკითხოთ.

 

დღეს ოდნავ განსხვავებული ვითარებაა. ახლა ორი თასისთვის იბრძვის ლივერპული, და ამის საბუთი დღეს გასამართი მატჩია – ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრა თურქეთის თასის მფლობელ ტრაბზონსპორთან.

 

რა თქმა უნდა 62 წლის მწვრთნელს დიდი გამოცდილება აქვს, ”ფულჰემი” სწორედ მისი ხელმძღვანელობით ასპარეზობდა ევროპის ლიგაზე მაისში. აქედან გამომდინარე, როის კარგად ესმის რომ სხვა ჩემპიონატისთვის ბრძოლამ შესაძლოა გუნდის საშინაო თამაშებისთვის ძალისხმევა შეამციროს.

 

”წითლების” თავკაცის აზრით, ლივერპული შეძლებს ”მანჩესტერ სიტისთან” და ტრაბზონსპორთან გასამართ მატჩებში სათანადო ძალისხმევა გამოიჩინოს და კონტინენტური მასშტაბით წარმატებას მიაღწიოს.

 

http://image.geotorrents.com/images/bxxnuc92x6zpm5djpito.jpg

 

სტივენ ჯერარდი დღეს იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომლებიც დღევანდელ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, დანიელ აგერთან და ხავიერ მასკერანოსთან ერთად.

 

ლივერპულის მენეჯერმა ინტერვიუში განაცხადა: ”ერთი თვალი ყოველთვის პრემიერ-ლიგის შეხვედრებზე უნდა გვეჭიროს, და ყოველ დაკარგულ ქულას თვალი უნდა მივადევნოთ. ლივერპულს ყავს ფეხბურთელები, რომლებსაც 90 წუთის მანძილზე შეუჩერებლად შეუძლიათ საუკეთესო შედეგებისთვის ბრძოლა. რა თქმა უნდა ვერავინ იტყვის რომ ქულებს არ დავკარგავთ, ეს გარდაუვალია. მაგრამ რაც მთავარია, გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მაქსიმალური ქულებისთვის უკან არ დაიხევენ.”

 

ლივერპული დღესდღეობით, ივევე როგორც სხვა ნებისმიერი კლუბი, უამრავი თამაშის ქარ-ცეცხლშია გახვეული. და მთავარი საზრუნავი ფეხბურთელების სწორი გამოყენებაა, რათა მაქსიმალურად გამოყენებულ იქნას გუნდის ყველა დადებითი ასპექტი, თუ თითოეული ფეხბურთელის ინდივიდუალური მომზადება.

 

”მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფორმაში ჩადგომა განსაკუთრებით ძნელია, ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალური ვარჯიში და ძალების აღდგენა ესაჭიროება, ეს კი დამატებით სირთულეებს ქმნის. მაგრამ როცა გქვია ლივერპული, აქ ყველაფერი ნათქვამია, ჩვენგან ყველა მაქსიმალურს ითხოვს და უბრალოდ ვალდებულები ვართ ეს გავაკეთოთ.

 

http://image.geotorrents.com/images/jh6jmmc3329pq6yiuu1f.jpg

 

როიმ ფერნანდო ტორესის შესახებაც ისაუბრა: ” ფერნანდო დაიწყებს თუ არა სტაბილურად თამაშს, ამას უახლოეს დღეებში ვნახავთ. ამჟამად იგი ვარჯოშობს და ყველანაირად ცდილობს ფორმაში ჩადგომას. მას ვკითხე კიდეც ამის თაობაზე და მიპასუხა, რომ თავისი ვარჯიშით კმაყოფილია და მალე სრულ მზადყოფნაში იქნება.”

 

”ითამაშებს თუ არა ტორესი ტრაბზონსპორთან ან ”მანჩესტერ სიტისთან” ?? ეს მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ”

 

”ბევრი არ უნდა მოვითხოვოთ შემდეგი ფეხბურთელებისგან: პეპ რეინა, ფერნანდო ტორესი. დირკ კუიტი და რაიან ბაბელი – ისინი 3-4 კვირით დანარჩენებზე უკან დგანან, მაგრამ დიდ ძალისხმევას და მონდომებას იჩენენ და დარწმუნებული ვარ სულ მალე სათანადო კონდიციებს დაუბრუნებიან.”

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...