planetanews Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 რუსული და უკრაინული ხორბლის ჩანაცვლების გზები ქართულმა ხორბლის იმპორტიორმა კომპანიებმა უკვე იპოვნეს. თუმცა სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ხორბალი ერთ ტონაზე ფასს 30 აშშ დოლარით გაზრდის. საქართველოში ერთი ტომარა პურის ფქვილის ფასი დღეს დაახლოებით 40 ლარია, როცა ორი კვირის წინ მისი ღირებულება საშუალოდ 34 ლარი იყო. რომ სოფლის მეურნეობის სამინსიტრო კი აცხადებდა, რომ მარაგი, რომელიც საქართველოს აქვს, საკმარისი იქნებოდა სექტემბრის შუა რიცხვებამდე, შესაბამისად, ხორბალზე ფასის ზრდა, ამავე წყაროზე დაყრდნობით, სწორედ სექტემბრიდან იქნებოდა მოსალოდნელი. ერთ ტომარა ხორბალზე 6 ლარის მატება პურის ფასზე უკვე აისახა. ფასმა 10 თეთრით მოიმატა. ლაშა ნაროუშვილი, პურის მეათე ქარხნის დირექტორი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ქარხანამ პურზე ფასი შეცვალა. მე-10 ქარხანა დღეში დაახლოებით 15 ათას პურს ყიდის. მათი, ისევე, როგორც სხვა ქარხნების მიერ წარმოებული პური დღეს მაღაზიაში ათი თეთრით ძვირი ღირს. ანუ, 60 თეთრის ნაცვლად, 70. ხორბალზე ფასი მთელ მსოფლიოში გაიზარდა და ბოლო წლების მანძილზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ფასის მზარდი მატება მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე აგვისტოს პირველ კვირაში იყო განსაკუთრებით შესამჩნევი. დღევანდელი მდგომარეობით, ფასები დასტაბილურებას იწყებს. რუსეთის მიერ ექსპორტის აკრძალვასთან ერთად, საქართველოში ხორბლის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, წელს ნაკლები მოვიდა. მეხორბლეთა ასოციაცია ჯერ კიდევ ივლისში აცხადებდა, რომ ხორბლის მოსავალი ბოლო წლების განმავლობაში რეკორდულად მცირე იყო. თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი აცხადებდა, რომ მცირემოსავლიანობის გამო, საქართველო ხორბლის იმპორტს გაზრდიდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 63 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ხორბლის იმპორტი განახორციელა. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ხორბალი ქვეყანაში იმპორტირებულ საქონელთა ხუთეულში შევიდა. საქართველოში მოყვანილი ხორბალი მოთხოვნის დაახლოებით 10-%-ს აკმაყოფილებს. მოთხოვნის დანარჩენ ნაწილს კი იმპორტირებული ხორბალი ავსებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველო 700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან, 2009 წლის მაჩვენებლებით, 54 ათასი ტონა ადგილობრივ წარმოებაზე მოდიოდა, იმპორტირებულზე კი– 624 ათასი ტონა. რუსეთი, რომელიც ხორბლის ექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაა და მოსავლის მეოთხედს ექსპორტზე აგზავნიდა, დღეს, გვალვისა და ხანძრის შედეგად მოსავლის 33%–ის განადგურების გამო, მის ექსპორტს კრძალავს. არ არის ცნობილი, თუ ეს აკრძალვა როდის გაუქმდება. პრეზიდენტი მედვედევი ამბობს, რომ აკრძალვა წლის ბოლომდე იმოქმედებს, პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი კი აცხადებს, რომ შესაძლოა ხორბლის ექსპორტის აკრძალვა 2011 წელსაც გავრცელდეს. საქართველოში ხორბლის ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. შემდეგ მოდის უკრაინა და ყაზახეთი. რუსეთის მიერ ექსპორტის აკრძალვა ქართველ იმპორტიორებს ახალი ბაზრის ძიებისკენ უბიძგებს, მით უფრო, რომ უკრაინამ კვოტირება განახორციელა და ხორბლის ექსპორტი შეზღუდა. ხორბლის ექსპორტის აკრძალვამდე მოქმედი სამი იმპორტიორი ქვეყნიდან, ერთადერთი ქვეყანა ყაზახეთია, საიდანაც საქართველოში 2010 წელს ხორბალს შემოიტანენ. ქვეყანაში მოქმედი ხორბლის იმპორტიორი კომპანიები აცხადებენ, რომ ხორბლის იმპორტს ამერიკიდან, ევროპიდან და ყაზაზეთიდან განახორციელებენ. თუმცა ფასში სხვაობა იქნება. ქეთევან კუბლაშვილი, ხორბლის იმპორტიორი კომპანია “აგრიკომის” დირექტორი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ხორბლის ფასი ერთ ტონაზე 30 აშშ დოლარით მოიმატებს. “ისეთი დრამატული ნახტომები ფასზე, როგორებიც რამდენიმე ხნის წინათ იყო, აღარ იქნება, ჩვენ სექტემბრის შუა რიცხვებში შემოვიტანთ ხორბალს, სავარაუდოდ, ამერიკიდან, ეს იქნება 25 ათასტონიანი გემი, მოგვიანებით კიდევ შემოვიტანთ ამდენივეს”. კუბლაშვილი ასევე საუბრობს ყაზახურ ხორბალზე. ჩვენთან საუბრისას „აგრიკომის“ დირექტორი ამბობს, რომ ისევე, როგორც „აგრიკომი“, სხვა კომპანიებიც ქვეყანაში ხორბლის იმპორტს ყაზახეთიდანაც განახორციელებენ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts