planetanews Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უკვე მეორე დღეა ზარებს არ პასუხობენ. ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ვალდებულებასაც პრესასთან ურთიერთობა წარმოადგენს, თავის ფუნქციას არ ასრულებს. სამმართველოს უფროსი ზურაბ გვენეტაძეა. შსს–ს ვებ–გვერდზე ორი სატელეფონო ნომერია მითითებული, რომელზეც ნეტგაზეთის ზარებს არასდროს პასუხობენ. პრესცენტრს კიდევ ორი ქალაქის ნომერი აქვს. ზარი ჩვეულ რეჟიმში იქაც გადის, მაგრამ ხაზის მეორე ბოლოში დუმილია. ზურაბ გვენეტაძე არც მობილურ ტელეფონზე გიპასუხებთ. ყურმილს ვებ–გვერდზე მითითებულ შსს–ს ბევრ სხვა განყოფილებებაშიც არ იღებენ. დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირათა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებენ და ადგილზე არ იმყოფებიან. ყურმილს მხოლოდ სტაჟიორი ქალბატონი იღებს, რომელიც არც ერთ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არაა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts