Jump to content
Planeta.Ge

შეტაკება დევნილებსა და პატრულს შორის


Recommended Posts

babuagiorgi

აქეთ გორას წიხლსა ვკრავ, იქით გორას ძვრას ვუზამ... :))

 

შენი სიმღერაა ეს :givi:

 

ასე მაგარი თუ იყავი იოსელიანი და კიტოვანზე მიგეხედა, შენ ცხენს რომ გაასწარი ;)

 

 

შენ დაპოსტავ თუ არა მე არ მაინტერესებს, მოდერაციამ შეასრულოს თავისი მოვალეობა.

 

ვერ მოვითმინე. :givi: ამაზე უნდა გამმეცა პასუხი. ამის შემდგე რაც გინდა დაწერეთ. ხვალმდე.

 

მოდერაციამ აუცილებლად უნდა გაარჩიოს რომელი იყო აქ უზრდელობის ფაქტი და ბანის ღირსი.

 

რაც ეხება კიტოვანებს და იოსელიანებს. სანამ შევძელი პასუხი გავეცი და თან ისეთი შენ რომ გაიგო შიშისაგან ტრაკიდან წვენი გაგივა (ტრაწია ჰქვია ამას ქართულად). :givi:

 

ადიოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 177
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ეხლა შენ გეკუთვნის ბანი. მე დავწერე ის რომ ტრაკით აზროვნებთ მეთქი და აქ იმ შენ "ბებიაშენისამ" არის ამასთან შედარებით გაქანებული უზრდელობა.

Saturn

 

 

 

საქმეზე იბაზრეთ მეგობრებო,საქმეზე. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თან რას კიოდნენ?

საბრძოლო ყიჟინა უფრო იყო ვიდრე განწირული კივილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გ გასაგებია და არც ვამბობ რომ ვინმე უნდა დასაჯონ მანდ. მაგრამ იგივე კადრებში მოქმედი პირები ქართველი პოლიციელები რომ ყოფილიყვნენ, რა წივილ-კივილი ატყდებოდა ამ თემაში ხომ წარმოგიდგენია?

გვაქვს საფუძველი და არა იმიტომ რომ ვინტრიგანობთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საია პარლამენტის წინ მიმდინარე დევნილთა აქციაში პოლიციის ჩარევას გაუმართლებლად მიიჩნევს

პარასკევი, 20 აგვისტო 2010

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს გუშინ, 19 აგვისტოს, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი შეკრების მსვლელობაში ჩარევასთან დაკავშირებით და ამ ფაქტს შეკრების თავისუფლების დარღვევად აფასებს. „შეკრებებისა და მანიფესტაციის“ შესახებ საქართველოს კანონი შეკრებასა და მანიფესტაციას განმარტავს, როგორც მოქალაქეთა შეკრებას ან მასობრივ მსვლელობას „სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.“ ბუნებრივია, პროტესტის ნებისმიერი გამოხატულება თავისთავში მოიცავს ხელისუფლებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნას, რომლის თმენის ვალდებულებაც პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებიდან.

 

 

 

მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, 2010 წლის 19 აგვისტოს გამართული დევნილთა საპროტესტო აქციის დროს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც ადასტურებს ტელეკომპანიის ,,მაესტრო” და ინტერნეტ-ტელევიზიის itv.ge-ს მიერ გავრცელებული დევნილთა საპროტესტო აქციის კადრები.

 

კერძოდ, itv.ge-ს კადრებიდან ჩანს შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ,,კონსერვატიული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც რუპორით მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, არ გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული ქმედების ჩადენა დაუშვებელია. ვიდეომასალიდან ასევე ჩანს პოლიციელი, რომელიც ძალით ცდილობს ფეხით მოსიარულეთა სავალ ადგილას მყოფი აქციის ერთ-ერთი მონაწილის ავტამანქანაში ჩასმას. იმავე მასალიდან ასევე დასტურდება, რომ შეკრების მონაწილეები არ აფერხებდნენ ტრანსპორტის მოძრაობას და ისინი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მხოლოდ მას შემდეგ გადავიდნენ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა სრულიად გაუგებარი საფუძვლით ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება სცადეს. რუსთაველის გამზირზე გადასვლას და ლაშა ჩხარტიშვილის დაკავების მცდელობას თან მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა შეკრების მონაწილეებსა და პოლიციას შორის. ამის შემდეგ, ფიზიკური დაზიანება მიიღო ლაშა ჩხარტიშვილმა, შეუძლოდ გახდა შეკრების მონაწილე ერთ-ერთი ქალბატონი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სასამართლოს წარუდგინეს შეკრების ორი მონაწილე - მოძრაობა ,,არას” ლიდერი ლევან ჩიტაძე და ,,სახალხო პარტიის” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე.

 

სამწუხაროდ, ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც წესი, დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებას და დადგენილებით სამართალდამრღვევებად ცნო ლევან ჩიტაძე და ალექსანდრე შალამბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა). ლევან ჩიტაძეს და ალექსანდრე შალამბერიძეს 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.

 

ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, შეკრების ორგანიზატორებს ,,შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის მე-5 და მე-8 მუხლების შესაბამისად, საპროტესტო აქციის ჩატარების შესახებ მერიაში შეტანილი ჰქონდათ წინასწარი გაფრთხილება. ამგვარად, შეკრება კანონიერი იყო და არ არსებობდა მასში ჩარევის ან მისი შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.

 

სამწუხაროდ, ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა, როდესაც პოლიცია შეკრების მონაწილეთა მიმართ ძალადობის აქტებშია ჩართული. 2010 წლის 14 აგვისტოს ბუშის ქუჩაზე გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილეს ირაკლი კაკაბაძეს დაკავების შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ირაკლი კაკაბაძის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი გეგეჭკორი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ტელეკომპანია ,,მაესტროს” მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ გიორგი გეგეჭკორი უშუალოდ ხელმძღვანელობდა 2010 წლის 19 აგვისტოს პარლამენტის წინ გამართული დევნილთა აქციის მონაწილეთა დაკავებას.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების ეფექტური რეალიზება და ადეკვატური შეფასება მისცეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას გაუჭირდება სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულ დაუსჯელობის სინდრომთან ბრძოლა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეგ გასაგებია და არც ვამბობ რომ ვინმე უნდა დასაჯონ მანდ. მაგრამ იგივე კადრებში მოქმედი პირები ქართველი პოლიციელები რომ ყოფილიყვნენ, რა წივილ-კივილი ატყდებოდა ამ თემაში ხომ წარმოგიდგენია?

ქართველი პოლიციელების ტემპერამენტის ამბავი რომ ვიცით, იმ სავარაუდო დამნაშავისგან ომლეტს გააკეთებდნენ :givi:

 

ძუკუ

ხომ შესაძლებელი რომ გასაჩივრდეს პოლიციის ქმედება, მოიაროს ქართული სასამართლოები და მერე საჩივრით მიმართონ ევროსასამართლოს?

ნუთუ არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტები იმისთვის რომ მოძალადე სამართალდამცავები დაისაჯნონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ხომ შესაძლებელი რომ გასაჩივრდეს პოლიციის ქმედება, მოიაროს ქართული სასამართლოები და მერე საჩივრით მიმართონ ევროსასამართლოს?

ნუთუ არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტები იმისთვის რომ მოძალადე სამართალდამცავები დაისაჯნონ

თეორიულად ალბათ კი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საია პარლამენტის წინ მიმდინარე დევნილთა აქციაში პოლიციის ჩარევას გაუმართლებლად მიიჩნევს

ძუკუ

 

 

საია ანუ რესპუბლიკელები ხო? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხომ შესაძლებელი რომ გასაჩივრდეს პოლიციის ქმედება, მოიაროს ქართული სასამართლოები და მერე საჩივრით მიმართონ ევროსასამართლოს?

ნუთუ არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტები იმისთვის რომ მოძალადე სამართალდამცავები დაისაჯნონ

:givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

საია ანუ რესპუბლიკელები ხო?

ეს გავრცელებული სტერეოტიპია.საია-დან ბევრი რესპუბლიკელი გამოვიდა,მაგრამ ამავე დროს ოპოზიციის სხვა წარმომადგენელები,მასგალითად კობა,ოქრუაშვილი,ბესელია დღესაც გამგეობის წევრია.ხელისუფლებიდან ძმები კუბლაშვილები,საკონსტიტუციოს თავჯდომარე გიორგი პაპუაშვილი,ადეიშვილი,ბურჯანაძეც იყო წევრი,მაგრამ არა აქტიური.ყველას ვერ ვიხსენებ.საია განცხადებებს რესპებს ნამდვილად არ უთანხმებს.

ამის კარგი მაგალითი იყო როდესაც საიამ დარღვევის გამო ალასანიას მოხსნა მოითხოვა.

მე პირადად მგონია(რადგან ამის სრული მასალა არ არსებობს)რომ იმათ რაღაც მომენტში გზა გადაკეტილი ქონდათ და პოლიციამ ამით ისარგებლა.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...