Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - წიგნების მიტაცებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებები შეუფარდეს


Recommended Posts

თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 16-17 აგვისტოს დაკავებულთა– საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის უფროსის ზურაბ ეცადაშვილის, სს „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის არჩილ გელოვანისა და რობერტ მნაცაკანოვის საქმე. ბიბლიოთეკის წიგნების მიტაცებასა და რეალიზებაში ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიებები შეუფარდეს. მათ ბრალი მძიმე კატეგორიის ორგანიზებულ დანაშაულში ედებათ, რომელიც ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს– არჩილ გელოვანსა და ზურაბ ეცადაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო რობერტ მნაცაკანოვს 2000 ლარის ოდენობით გირაო განუსაზღვრა.

 

საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეცადაშვილისა და გელოვანისათვის აღმკვეთი ღონისძიებების სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ორგანიზებული დანაშაულის ხასიათის სიმძიმე, ასევე ბრალდებულთა მხრიდან პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და მათი მიმალვის საშიშროება. ასევე სასამართლომ გაითვალისწინა რობერტ მნაცაკანოვის მიერ დანაშაულის აღიარებისა და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის ფაქტი, რის გამოც მის მიმართ მეტი ლოიალობა გამოიჩინა და წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, მისთვის ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...