Jump to content
Planeta.Ge

დღეს გია ჭანტურიას 51 წელი შეუსრულდებოდა


Recommended Posts

დღეს გია ჭანტურიას 51 წელი შეუსრულდებოდა. გია იყო მეოცე საუკუნის ერთერთი უდიდესი ადამიანი მერაბთან და ზვიადთან ერთად, დიახ ზვიადთან ერთად, რადგან ზვიადი, მერაბი და გია ერთმა ძალამ იმსხვერპლა და ერთ იდეალებს შეეწირნენ, რა ვუყოთ თუკი ამ იდეალებისთვის ბრძოლაში ზვიადი და გია ჭანტურია ერთმანეთს სამტროდ მოეკიდნენ, ეს ხომ წმინდა ქართული ფენომენია, გავიხსენოთ ერთმანეთს მტრად მოკიდებული უდიდესი პატრიოტები შანშე ქსნის ერისთავი და გივი ამილახვარი, და სხვანი მრავალნი. ის რაც მოხდა ეროვნულ ძალებს შორის იყო ქართველი ერის ტრაგედია და იმედია აღარასდროს განმეორდება. რაც შეეხება მის ყოფილ მეუღლეს, კაგებეშნიკი და შეგზავნილი ცოლი ეტყობა ეროვნული მოძრაობის ლიდერთა წყევლა ყოფილა.

დღეს ეროვნულ ძალებს შორის შუღლის დანერგვა აწყობს მხოლოდ კრემლს და მათ ქართველ სატრაპებს.

 

P.S. დღევანდელ გარუსებულ ოპოზიციასა და ცანცარა და უპრინციპო ხელისუფლების ფონზე დღევანდელი ეროვნულ დემოკრატიული პარტია ღირსეულად განაგრძობს გია ჭანტურიას, ილიას, სპირიდონ კედიას, შალვა ამირეჯიბისა და სხვა ეროვნულ მოღვაწეთა და ეროვნულ დემოკრატთა გზას

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 8/19/2010 at 10:42 AM, ' date= said:

დღეს გია ჭანტურიას 51 წელი შეუსრულდებოდა

შევარდნაძის კრიმინალური რეჟიმის ერთ ერთი პირველი პოლიტიკური მკვლელობა!

 

გია ჭანტურია კრიმინალმა შევარდნაძემ და აშშ-ის სპეც სამსახურებმა მოკლეს!

 

ხსოვნა იყოს : )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

  Quote
მართლა ძალიან დააკლდა ქართულ პოლიტიკას ეგ კაცი...

 

ისევე როგორც ჟვანია

 

კი, ნამდვილად უმისამართო გახდა ყველა უსამართლობა და უნიათობა ამ ქვეყანაში... დალაგებული ღალატი მაინც იყო აქამდე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამდვილად კარგი ადამიანი იყო ნაძირალა შევარდნაძის დ აგირგაძის ჯალათების ერთ-ერთი მსხვერპლი რომელიც უამრავ კარგ და სასარგებლო საქმეს გააკეთებდა საქართველოსთვის
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შევარდნაძეს რომ შეეკრა იქ დამთავრდა მაგის პოლიტიკოსობა,

გახდა ობეკნოვენნი შნირ :givi:

კოსტავას გვერდით ნუ ახსენებტ მაგას და ნურც სხვას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

  On 8/19/2010 at 4:56 PM, Marta1 said:

გახდა ობეკნოვენნი შნირ

არავის შნირი არ ყოფილა შნირი რომ ყოფილიყო ცოცხალი იქნებოდა და არა მკვდარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

  On 8/19/2010 at 4:59 PM, FRIDRIX said:

არავის შნირი არ ყოფილა შნირი რომ ყოფილიყო ცოცხალი იქნებოდა და არა მკვდარი

ამბიციურ შნირებს ეგრე იშორებენ, შენ არ გემახსოვრება როგორ დაფრინავდნენ ეგ და მაგის ცოლი მოსკოვში

და ღებულობდნენ მონაწილეობას ხელისუფლების დამხობის გეგმის შედგენაში,

ერთი პერიოდი მხედრიონი და ედეპე მხარდამხარ იბრძოდნენ აჯანყებული დასავლეთის დაშოსმინებაში,

ნუ იცით ეგრე გმირების სახელების დარიგება, ყველას თავის სახელი უნდა ერქვას,

შნირი იყო და მოიშორეს თავის შეფებმა, აბა რა ეგონა სხვების გვამებზე გადავლით ხელისუფლებაში

მოუშვებდნენ რევანშისტები?

მაშინ იდიოტი ყოფილა,

იდიოტი შნირი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

  On 8/19/2010 at 5:06 PM, Marta1 said:

როგორ დაფრინავდნენ ეგ და მაგის ცოლი მოსკოვში

მაგის ცოლი კი

 

Marta1

  On 8/19/2010 at 5:06 PM, Marta1 said:

და ღებულობდნენ მონაწილეობას ხელისუფლების დამხობის გეგმის შედგენაში,

ამ გეგმას რუსეთის სპეცსამსახურები ადგენდა და შევარდნაძე გიორგაძის გარდა არც ერთმა ქართველმა არ იცოდა ამ გეგმის არსებობა

 

 

 

Marta1

  On 8/19/2010 at 5:06 PM, Marta1 said:

ერთი პერიოდი მხედრიონი და ედეპე მხარდამხარ იბრძოდნენ აჯანყებული დასავლეთის დაშოსმინებაში,

ვერ დაგეთანხმები

 

Marta1

  On 8/19/2010 at 5:06 PM, Marta1 said:

ნუ იცით ეგრე გმირების სახელების დარიგება

არასდროს დაუმსახურებლად არც ერთ მოღვაწეს გმირს არ ვუწოდებ

 

ჩემს ცხოვრებაში გმირად ვთვლი 3 ადამიანს გენიალურ ქართველ გენერალს გიორგი მაზნიაშვილს ილია ჭავჭავაძეს და ნაპოლეონ ბონაპარდს

 

Marta1

  On 8/19/2010 at 5:06 PM, Marta1 said:

აბა რა ეგონა სხვების გვამებზე გადავლით ხელისუფლებაში

მოუშვებდნენ

ყველა ეგრე მოდის

 

Marta1

  On 8/19/2010 at 5:06 PM, Marta1 said:

იდიოტი შნირი

ვერ დაგეთანხმები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 8/19/2010 at 4:56 PM, Marta1 said:

შევარდნაძეს რომ შეეკრა იქ დამთავრდა მაგის პოლიტიკოსობა,

გახდა ობეკნოვენნი შნირ :givi:

კოსტავას გვერდით ნუ ახსენებტ მაგას და ნურც სხვას

უზუსტესი შეფასება :yes:

ფაქტიურად დახურა ..........თემა :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

  On 8/19/2010 at 5:12 PM, FRIDRIX said:

მაგის ცოლი კი

ორივენი, ერთხელ აფრენილი ტვიტმფრინავი მოაბრუნა უკან გამსახურდიამ,

მოსკოვში მიფრინავდნენ ცოლ-ქმარი :givi:

მაინც დაძვრებოდნენ შემოვლითი გზებით, მე ვარ ყველაფრის მომსწრე პირადად.

 

 

  On 8/19/2010 at 5:12 PM, FRIDRIX said:

ამ გეგმას რუსეთის სპეცსამსახურები ადგენდა და შევარდნაძე გიორგაძის გარდა არც ერთმა ქართველმა არ იცოდა ამ გეგმის არსებობა

 

 

 

Marta1

მისკოვში ეწყობოდა შეხვედრები ზურაბ წერეთლის სახლში, სადაც ხვდებოდნენ შევარდნაძეს- ყოფილი

წითელი დირექტორები და გაშნირებული ეროვნულები. რაზე ლაპარაკობდნენ სხვა ტუ არა ხელისუფლების დამხობაზე?

გვარებიც ჩამოგითვალო? :givi:

  On 8/19/2010 at 5:12 PM, FRIDRIX said:

ვერ დაგეთანხმები

 

სხვასაც კითხე თუ ჩემი არ გჯერა. ადგილიც ვიცოდი სადაც ედეპეს შტაბი იყო დასავლეთში, გავიხსენებ თუ ზაან გაინტერესებს.

 

 

  On 8/19/2010 at 5:12 PM, FRIDRIX said:

ყველა ეგრე მოდის

 

არ არის აუცილებელი, ეგ გზა არის ბოლშევიკური.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 8/19/2010 at 10:42 AM, shamili said:

ეს გია ჭანტურიას 51 წელი შეუსრულდებოდა

"როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელს თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონებით".

 

"მარადისობის კანონი"

 

ჩემი აზრით, ჭანტურია, წერეთელი, ზვიადი , კიტოვანი, შევარდნაძე, ასათიანი, პეტრიაშვილი ბურჭულაძე და ა. შ. -ის ავადმყოფობა და სახადი იყო, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ...უფრო სწორედ, მოვიხადეთ. ასე რომ, ბატონი ნოდარის სიტყვები არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ერსაც ეხება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

  On 8/19/2010 at 5:26 PM, ლ ი ც ი said:

ჩემი აზრით, ჭანტურია, წერეთელი, ზვიადი , კიტოვანი, შევარდნაძე, ასათიანი, პეტრიაშვილი ბურჭულაძე და ა. შ. -ის ავადმყოფობა და სახადი იყო, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ...უფრო სწორედ, მოვიხადეთ. ასე რომ, ბატონი ნოდარის სიტყვები არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ერსაც ეხება.

მიშა დაგავიწყდა...)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 8/19/2010 at 4:56 PM, Marta1 said:

კოსტავას გვერდით ნუ ახსენებტ მაგას და ნურც სხვას

100%

ნიჭიერი პოლიტიკოსი იყო მაგრამ გააჩნია ნიჭს რაში გამოიყენებ.

გამსახუდიას საწინააღმდეგო გამოსვლებიც ედპ-მ ააგორა.

ხაბულიანს რომ არ დაერბია თვითონ ჰყავდათ თავისი ხალხი გადაცმული მილიციის ფორმაში, რომელიც მიტინგს დაარბევდა და გაისროდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...