Jump to content
Planeta.Ge

ტყუილის და პიარის ქვეყანაა საქართველო.


Recommended Posts

მიხეილ სააკაშვილმა გომბორის ახლადგახსნილ გზაზე კახელ გლეხებთან ერთად იმგზავრა

21:16 02-10-2010

მიხეილ სააკაშვილმა გომბორის ახლადგახსნილ გზაზე კახელ გლეხებთან ერთად იმგზავრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გომბორის ახლადგახსნილ გზაზე კახელ გლეხებთან ერთად იმგზავრა .

მიხეილ სააკაშვილმა თუშიშვილების ოჯახი "პიკაპის" მარკის ავტომობილით, რომელიც ყურძნით იყო დატვირთული და რომლის საჭესაც თავად მართავდა, ახალი გზით ბაზარში მიიყვანა.

მიხეილ სააკაშვილი გზაში თუშიშვილებს გლეხების პრობლემებზე, ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე და მიმდინარე მშენებლობებზე ესაუბრა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, რესტორნების და ბიზნესობიექტების მშენებლობა პრობლემას და სირთულეებს არ წარმოადგენს თუ სიმახინჯესთან არ არის დაკავშირებული. სააკაშვილის თქმით, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იმიტომ მოხსნა, რომ ჯვრის მონასტრის ქვემოთ სიმახინჯე აშენდა. ~ხოფას ბაზრობას დაამსგავსა, ყოველდღე რესტორნებში ქეიფობდა~,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი კახელ გლეხებთან საუბრისას ბაგრატიონების თემასაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოში ჩამოიყვანეს ბაგრატიონების შთამომავალი დავით ბაგრატიონი, რომელიც მეფედ უნდა ეკურთხებინათ.

~მას მეგობარი ჰყავდა, რომელიც რაღაც საცირკო ნომრის მსგავსს აკეთებდა, მაგიდაზე ადიოდა ჭიქას, ბოთლს თავზე იდგამდა და არ უვარდებოდა. ერთხელაც დავით ბაგრატიონმა კახეთში წაიყვანა, იქეიფეს, და, ასეთი შემოდგმის დროს, ჭიქა გაუტყდა, სახე დაუზიანდა. კახეთიდან წამოსულები თელავში პატრულმა გააჩერა. პატრულმა სთხოვა ეთქვა ვინ სცემა. დავით ბაგრატიონის მეგობრის მოყოლილი არ დაიჯერეს და კიდევ სთხოვეს ეთქვა ვინ სცემა, ამ დროს კი, დავით ბაგრატიონმა, რომელიც გვერდზე ეჯდა პატრულს უთხრა, რომ მე თქვენი მეფე ვარო~,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც კახელი გლეხები ქვეყნის უკეთეს მომავალში დააიმედა.

გომბორის გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთი მსოფლიო ბანკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით შეკეთდა. რეაბილიტაცია 43 მილიონი ლარი დაჯდა.

 

http://new.interpressnews.ge/ge/politika/146362-mikheil-saakashvilma-gomboris-akhladgakhsnil-gzaze-kakhel-glekhebthan-erthad-imgzavra.html

 

აი არარ ვიცი რა! :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

მიხეილ სააკაშვილმა თუშიშვილების ოჯახი "პიკაპის" მარკის ავტომობილით, რომელიც ყურძნით იყო დატვირთული და რომლის საჭესაც თავად მართავდა, ახალი გზით ბაზარში მიიყვანა.

:givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

რა გაცინებს რა?

კაცი შრომობს, არარ იცის რა ქნას ეგრ პიკაპსაც მართავს უკვე თვითმფრინავისა არ იყოს

post-4406-033258000 1286051117_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილმა თუშიშვილების ოჯახი "პიკაპის" მარკის ავტომობილით, რომელიც ყურძნით იყო დატვირთული და რომლის საჭესაც თავად მართავდა, ახალი გზით ბაზარში მიიყვანა.

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...