Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - მოშიმშილე პატიმრებს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მოინახულებენ


Recommended Posts

მელორ ვაჩნაძესა და ვახტანგ მაისაიას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ამ დღეებში მოინახულებენ. როგორც აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო ერემაშვილი ამბობს, მათ განცხადებით მიმართეს სახალხო დამცველი ოფისს, რომ 17 აგვისტოს შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ.

 

ნინო ერემაშვილმა ,,ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ჯგუფი ამჟამად დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმყოფება, ამიტომ მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობაზე ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ. ერემაშვილის თქმით, მონიტორინგის ჯგუფი მათ დაბრუნებისთანავე მოინახულებს.

 

ოპოზიციური მოძრაობა ,,შემოგვიერთდი”-ს ხელმძღვანელმა, მელორ ვაჩნაძემ ორთვიანი შიმშილობა 17 აგვისტოს დაიწყო, - ამის შესახებ მოძრაობა ,,არა”-ს ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ გლდანის #8 საპყრობილესთან იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვაჩნაძის შიმშილობის მიზეზად მან ე.წ. ,,პოლიტპატიმრების” გათავისუფლება დაასახელა.

 

ბრიფინგზე მოძრაობა ,,თავისუფლება უკანონო პატიმრების” წევრმა, ზურაბ დიასამიძემ აღნიშნა, რომ შიმშილობის აქციას ვახტანგ მაისაიაც შეუერთდა.

 

მელორ ვაჩნაძე ოპოზიციის მიერ გასული წლის აპრილში გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მას ბრალი თაღლითობაში დაედო და 4–წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

სამხედრო ექსპერტი და ყოფილი დიპლომატი ვახტანგ მაისაია კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2009 წლის მაისში დააკავა, რუსეთის ჯაშუშობაში დაადანაშაულა და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...