Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ორი წლის წინ: საქართველო თავს ესხმის სამხრეთ ოსეთს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/globalresearch.jpg

 

ანდრეი არეშევი

 

ოსური საზოგადოებების საერთაშორისო  ასოციაციამ  სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული აგრესიის წლისთავის წინ რამდენიმე ევროპულ ქალაქში გამოსვლები მოაწყო. ბრიუსელში, სტრასბურგში, ბერლინში და ანკარაში დემონსტრანტები სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღაიარებას, საქართველოს პოლიტიკის ოფიციალურად დაგმობას და ოსი ტყვეების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ოსური საზოგადოებების წარმომადგენლებმა ევროპაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ და რამდენიმე ევროპულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ სერიოზული ძალისხმევა  გასწიეს იმისთვის, რომ ევროპა ერთ რამეში  დაარწმუნონ –  არ განიხილოს სიტუაცია ექსკლუზიურად საქართვლოს არგუმენტების პრიზმიდან. კერძოდ, კი ოსმა აქვისტებმა ინგლისურად და ფრანგულად თარგმნეს ისტორიული დოკუმენტების მთელი წყება, რათა ეჩვენებინათ, თუ როგორ გაანადგურეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა 1920 წელს  ქართველმა მენშევიკებმა და გამოსცეს ბევრი თვალნათელი მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორი დრამა გადაიტანა სამხრეთ ოსეთმა 2008 წლის ქართული შეტევის დროს.

 

საერთაშორისო კონფერენცია სათაურით: „ორი წლის შემდეგ: გაკვეთილები, ფაქტები და მომავალი. ევროპული თვალთახედვა სამხრეთ ოსეთში მომხდარ ხუთღიანი ომზე“ იმ ტრაგიკული მოვლენების წლისთავის მიჯნაზე გაიმართა, რომლებსაც ადგილი 08.08.08-ს ჰქონდა. ფორუმზე დისკუსიები ძირითადად გლობალურ მედიაში ხუთდღიანი ომის ასახვისა და კავკასიის რეგიონის მომავლის პროგნოზირების გარშემო ტრიალებდა. ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დამაინტრიგებელი გამოსვლები  ჰქონდათ  და საქართველოს მიმართ  კრიტიკული დამოკიდებულებაც გამოხატეს, მაგრამ ადვილად დასანახი სიმართლე ისაა, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი „საჯარო დემოკრატიის“ფასადს მიღმა ერთი მუჭა პიროვნებების ხელშია კონცენტრირებული.

 

ორი წლის წინ რუსეთი სახმხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ ქართულ აგრესიაზე თავისი საპასუხო ქმედებების გამო მედიისა და დიპლომატიის მასობრივი ზეწოლის პირისპირ აღმოჩნდა.  ზეწოლა დღესაც გრძელდება და ალბათ კვლავაც გაგრძელდება, რაც იმასნიშნავს, რომ ჩვენ მომავალშიც ახალი დებატებისა და უთანხმოებების მოწმენი ვიქნებით.

 

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შესახებ ევროპული თვალთახედვა ძირითადად არ შეცვლილა. ევროკავშირი დღემდე უჭერს მხარს საქართველოს და რუსეთის რეაქციას სულ ცოტა გაუმართლებლად მიიჩნევს.  სხვადასხვა გარემოებათა გამო ქართული თემა რუსულ-ამერიკულ და რუსულ-ევროპულ საჯარო დისკურსში მინელდა, მაგრამ მისი რეანიმირება ნებისმიერ მომენტშია მოსალოდნელი, მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ აშშ ან ისრაელი ირანზე მიიტანენ დარტყმას და ეს შეტევა კავკასიაში დიდ სამხედრო პროვოკაციებს დაუდებს სათავეს.  ევროპა კვლავ არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მას საქართველოს პროვინციად განიხილავს. ეს უკანასკნელი კავკასიაში შეერთებული შტატების მოკავშირეა და იტალიელი ჟურნალისტი ჯულიეტო ჩიზა იმასაც კი ფიქრობს, რომ ღაზას სექტორში  ბოლოდროინდელი კრიზისის გამო, თურქეთში დისლოცირებული ავიაცია შეიძლება საქართველოში გადმოიტანონ.

 

2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა საერთაშორისო სამართლის უკვე ისედაც არადამაკმაყოფილებელი ინსტრუმენტების კოლაფსის საკვანძო ეტაპი აღნიშნა და, ალბათ, სამხედრო ძალას საერთაშორისო ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა.  რეალურად, ეთნიკურ ჯგუფებს ან ქვეყნებს შორის კონფლიქტების აღკვეთის საყოველთაოდ მიღებულ კანონიერ მექანიზმებზე საუბარი, მას შემდეგ, რაც გაეროს საერთაშორისო სასამართლომ კოსოვოსთან დაკავშირებით ცნობილი ვერდიქტი გამოიტანა, ლაპარაკი არც ღირს.  ეთნიკური კონფლიქტების გადაწყვეტა საბოლოოდ გამოვიდა კანონის სფეროდან და მიმდინარე პოლიტიკის სივრცეში გადაინაცვლა, ეს ვითარება კი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას ფუნდამენტურ რისკებს უქმნის.

 

 

 

 

თავიდანვე არ არსებობდა იმის იმედი, რომ რუსეთის დიპლომატია მოახერხებდა (თუნდაც გაეროს დონეზე)  საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას და ის დაგმობდა სააკაშვილის აგრესიას ან ემბარგოს დააწესებდა  მისი რეჟიმის იარაღით მომარაგებაზე. რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ევროპას  ნატოში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაცია ძალიან სურს.  რუსეთის დილომატიამ მარცხი განიცადა და მსოფლიოს ვერ დაუმტკიცა, რომ ომის გაჩაღებაზე სააკაშვილია პასუხისმგებელი და ეს გაოცებას ვერ გამოიწვევდა, რადგან   ეჭვს გარეშეა – თვალსაწიერ მომავალში გლობალურ პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტები იბატონებს. ამის გამოა, რომ რუსეთის ადმინისტრაციამ  კავკასიის რეგიონში დე იურე ახალი სტატუს კვოს განმტკიცება არჩია, მიუხედავად იმისა, რამდენად განარისხებდა ეს დასავლურ  (ბრიტანულ და სხვა) thinktank ორგანიზაციებს. ამ აღშფოთებამ თავი სტრასბურგში იჩინა…

 

აშკარაა, რომ თბილისი ცდილობს კავკასიაში მიმდინარე პროცესებში აშშ და ევროკავშირი მაქსიმალურად ჩართოს.  აღსანიშნავია,  რომ ევროკავშირი თავისი ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა აღმოსავლეთის პარტნიორობა და თანამშრომლობის ხელშეკრულბები, აშშ-სა და რუსეთთან შედარებით კავკასიის რეგიონში მეორე რანგის მოთამაშედ რჩება.

 

კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე მხარეები – საქართველო ერთის მხრივ და სამხრეთ ოსეთი პლუს აფხაზეთი, მეორეს მხრივ,  ერთნაირად არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ სამართლიანი გადაწყვეტა კონფლიქტისა მხოლოდ გარეშე ძალის მონაწილეობითაა შესაძლებელი.  საქართველო აშშ-სა და ევროკავშირს იწვევს, ხოლო სამხრეთ ოსეთი – რუსეთს.  ჟენევის კონსულტაციებმა გარდამტეხი ცვლილება ვერ მოიტანა და  ვერც მოიტანს, სანამ ის  ძალის გამოუყენებლობის კანონით სავალდებულო  შეთანხმების ფორმულირებაზეა ფოკუსირებული.

 

 

 

 

საქართველო მტკიცედ უარყოფს შეთანხმებას და აცხადებს, რომ ამ ხელშეკრულებას მხოლოდ პირდაპირ რუსეთთან მოაწერს ხელს.  გეოპოლიტიკური გათვლები და იმის ბუნდოვანი მოლოდინი, რომ სტრატეგიული ბალანსი რეგიონში შეიცვლება, უსაფრთხოების საერთოევროპული არქიტექტურის შექმნის სურვილზე პრევალირებს.

 

 

 

 

დღევანდელი (დროებითი)  ჩაღრმავება ინტენსიურ  ანტი-რუსულ რიტორიკაში  შესაძლოა მოსკოვზე ზეწოლის ახალი რაუნდის პროლოგი იყოს.  მოვლენები შეიძლება უარესობისკენ წავიდეს, თუ აშშ-ს ადმინისტრაცია უფრო აგრესიულ პოზიციას დაიკავებს (მაგალითად აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლისა, ან  კონგრესის მომავალ არჩევნებში რესპუბლიკელების  ტრიუმფის გამო). მაშინ ჩვენ ნამდვილად გავაწყდებით ყველა დღეს მოქმედი კრიტიკული სტრეოტიპის სრულმასშტაბიან აღორძინებას.  რეალურად  იმავე ტიპის მოვლენების „რბილი“ ვერსია ალბათ გადატვირთვის სახით მატერიალიზდება და ამან ირანთან და სხვა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მოსკოვი უკვე დაახლოვა ვაშინგტონთან.

 

 

 

 

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოზიციიდან, რუსეთმა, როგორც გრძელვადიან  პერსპექტივაში რეგიონზე გავლენის შენარჩუნებაში დაინტერესებულმა ქვეყანამ, უნდა განავრცოს მათი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მათ დიდ ფასად მოიპოვეს და რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწოფოებრიობის სამრთლებრივ ფორმაში შექუცევადი სახე მისცეს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იმედოვნებენ, რომ რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებით მართული, მათთან ალიანსს შექმნის და არასდროს დაუბრუნდება 1990-იანი წლების კაპიტულანტურ პოლიტიკას.  გათვლა იმაზე კეთდება,რომ რუსეთის სტრატეგიული პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით თანმიმდევრული იქნება და საქართველოსთან გარიგების წუთიერ გეგმებებს ხუთდღიანი ომის მონაპოვარი არ შეეწირება.

 

კავკასიის რეგიონის გამო ბრძოლა რუსეთსა და დასავლეთს შორის, გადატვირთვის  მიუხედავად, გაგრძელდება.  აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი თბილისში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტები ბაქოში, ერევანსა და თბილისში და კიდევ მოვლენათა მთელი რიგი იმის მაჩვენებელია, რომ დაპირისპირება კავკასიის რეგიონის გამო ვაშინგტონს, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის, ჩახცრობას არ აპირებს. აშშ-ს არა აქვს სამხრეთ კავკასიის რუსეთისთვის დათმობის განზრახვა, ხოლო ევროკავშირი უახლოეს მომავალში რეგიონში ჩემპიონად შემდეგი მიზეზების გამო ვერ მოგვევლინება:

 

 

 

 

 

 

 

1)      ევროკავშირის შუამავალობას აკლია  ერთიანი პოლიტიკური ბაზისი

 

2)      ევროკავშირი თავადაა ზედმეტად გადატვირთული საკუთარი პრობლემებით

 

3)      ევროკავშირი, შედარებით უმნიშვნელო პრობლემების გამო, ვერ გაბედავს ბალანისის დარღვევას კავკასიაში  მოსკოვთან დაპირისპირების ხარჯზე.

 

4)      ევროკავშირი  აშშ-ს ახალ სტრატეგიაში, რომლის მიზანიც კავკასიის რესპუბლიკების რუსეთის ორბიტიდან მაქსიმალურად გამოყვანაა, დამხმარე როლის შესრულებას იკმარებს.

 

5)      არ არსებობს სიცხადე კავკასიის 3 რესპუბლიკის ევროკავშირში მომავალ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

 

ამავე დროს, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი  საბოლოოდ ევროკავშირთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებას  და ევროინტეგრაციისკენ სცლას იმედოვნებენ, თუმცა ეს უკანასკნელი მათი პრიორიტეტების ნუსხაში უფრო უმნიშვნელო პოზიციას იკავებს, ვიდრე რუსეთთან, როგორც მათი უსაფრთხოების გარანტორთან, ურთიერთობების კულტივირება.

 

ბრიუსელის პოზიცია საუბარს რეგიონის ევროპულ მომავალზე, როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალებაზე,  უაზროდ ხდის, რადგან ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს საბჭოთა ეპოქის დროს არსებული მისი საზღვრები.საშუალო ვადიან პერსპექტივაში, სიტუაცია სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ნულოვან თამაშით შემოიფარგლება, სადაც ერთი მხარის მოგება, მეორე მხარის დანაკარგების  იქნება.

 

იმ მოვლენების ინტერპრეტაცია, რომელიც ორი წლის წინ აფხაზეთში მოხდა და ხედვა იმისა, თუ როგორი იქნება საქართველოს ურთიერთობები მის ყოფილ ავტონომიურ ნაწილებთან, სხვადასხვა დონეზე იდეოლოგიური ბრძოლის სფეროში დარჩება. ბევრია დამოკიდებული მოსკოვის, სამხრეთ ოსეთისა და იმ ოსური საზოგადოებების  პოზიციის თანმმიმდევრულობასა და სიცხადეზე, რომლებიც ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სულ უფრო შესამჩნევნი ხდებიან. ამ კონტექსტში გამოსვლები, რომლებიც აგვისტოს დასაწყისში ჩატარდა, გარკვეული ოპტიმიზმის საბაბას იძლევა.

 

ორიგინალი

 

<p style="text-align: justify; ">

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...