planetanews Posted August 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/DSC00818-150x150.jpgმეგობრებთან ერთად მტკვარზე საბანაოდ წასული 15 წლის ტატო კელენჯერიძე წყალში გადახტომისას სახიფათოდ დაშავდა.თვითმხილველების გადმოცემით, მოზარდი წყალში თავით გადახტა და კისრის არეში მრავლობითი მოტეხილობები მიიღო. დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტს კლინიკაში შეყვანისას ოთხივე კიდური გათიშული ჰქონდა, რეანიმობილით ტატო კელენჯერიძე გუშინვე თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების მტკიცებით, ტრავმა სიცოცხლისთვის სახიფათოა, თუმცა პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts