Jump to content
Planeta.Ge

აფხაზებს გადაშენება უწერიათ,ან აღრევა რუსებში.


Recommended Posts

რუსეთის ხელისუფლება ხანძრის შედეგად დაზარალებულების ნაწილის ჩასახლებას აფხაზეთში გეგმავს

12:05 18-08-2010

რუსეთის ხელისუფლება ხანძრის შედეგად დაზარალებულების ნაწილის ჩასახლებას აფხაზეთში გეგმავს.

ამის შესახებ `ინტერპრესნიუსს~ რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ნიჟნი ნოვგოროდში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილებმა აცნობეს. მათი მტკიცებით, ამ რეგიონებში მცხოვრებ ხანძრით დაზარალებულებს ხელისუფლება აფხაზეთში ჩასახლებას დაბეჯითებით პირდება.

მათივე ინფორმაციით, იაროსლავისა და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში აფხაზეთში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების შესახებ გავრცელებული ხმები იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა ადგილობრივი მოქალაქეებისათვის, რომ ხანძრით დაზარალებულის სტატუსისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებისათვის ადგილობრივი ჩინოვნიკები ქრთამის სახით 15-20 ათას აშშ დოლარს ითხოვენ. მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, შესაძლოა, ამ რეგიონებში ხანძრით დაზარალებულის ცნობის ფასი გაიზარდოს კიდეც.

სოხუმის სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებას ხანძრით დაზარალებულების აფხაზეთში ჩასახლების თხოვნით არ მიუმართავს, მაგრამ აფხაზეთში ისედაც ყოველ დღე იზრდება რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რაოდენობა და ეს პროცესი რეალურად შემაშფოთებელ მასშტაბებს იძენს.

იმავე წყაროს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთის მოქალაქეობას არ ანიჭებს, რაც მათ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას მისცემდა, რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში მცხოვრებთა ხელშეწყობით მაინც ახერხებენ სახლებისა და ბინების შეძენას.

ადგილობრივ დამკვირვებელთა შეფასებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის საქმეს რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებაც უწყობს ხელს. ამ შეთანხმებით, რუსეთის თავდაცვისა სამინისტროსა და სასაზღვრო ძალების ოფიცრებსა და მათი ოჯახის წევრებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლება აქვთ მინიჭებული. მათივე ინფორმაციით, აფხაზეთში უძრავ ქონებას უპირატესად ამ კატეგორიის ადამიანები იძენენ და იურიდიულად უპრობლომადაც იკანონებებ. ადგილობრივთა მტკიცებით, პენსიაზე გასული რუსი ოფიცრების მიერ აფხაზეთში ქონების შეძენის პროცესი 2008 წლის 8 აგვისტომდე ბევრად ადრე იყო დაწყებული. ამ თვალსაზრისით, სამხედრო სფეროში მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პრაქტიკულად რეალურად არსებული ვითარება დაკანონდა და ამ მიმართულებას კანონიერი სახე მიეცა.

როგორც `ინტერპრესნიუსს~ სოხუმის სახელისუფლებო წრეებში განუმარტეს, არ არის გამორიცხული, რომ რუსულმა მხარემ აფხაზურს რუსეთის ფედერაციაში ხანძრით დაზარალებულების კატეგორიაში შემავალი ყოფილი სამხედროების ვრცელი სია წარუდგინოს, რომელთა აფხაზეთში ორგანიზებულად განსახლებაზე სოხუმი იგივე შეთანხმების საფუძველზე უარს ვერ იტყვის.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში ხანძრის შედეგად 800 ათას ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები განადგურდა. არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში ხანძრის შედეგად 15 მილიონი ჰექტარი დაიწვა. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარმა რუსეთის მთელი ცენტრალური რეგიონები მოიცვა და მის ჩასაქრობად მთელი სახელისუფლებო მანქანაა მობილიზებული, დაზარალებულთა რაოდენობის შესახებ რეალურად არც ოფიციალური და არც არაოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

 

 

http://new.interpressnews.ge/ge/politika/142657-rusethis-khelisufleba-khandzris-shedegad-dazaralebulebis-natsilis-chasakhlebas-afkhazethshi-gegmavs.html

 

 

 

თუ ეს სიმართლეა,უფრო მალე მოხდება ის რაც სათაურში დავწერე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომღაც არ დამწყვიტა გული ამ ამბავმა. :018:

 

როდის იქნება აფხაზეთის პრობლემის მოგვარება, იცით? - როცა იქ ვლასტს სომხები აიღებენ. მაგათთან ვაჭრობა მოსულა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რუსეთის ხელისუფლება ხანძრის შედეგად დაზარალებულების ნაწილის ჩასახლებას აფხაზეთში გეგმავს.

ხანძარიც მაგათთვის მუშაობს. კარგი მიზეზი აქვთ. საბოლოო მიზანიც ხომ ეგ იყო.

მალე ვნახავთ აფხაზეთს აფხაზების გარეშე.

მაგათზეა ნათქვამი: თაგვმა თხარა, თხარაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდის იქნება აფხაზეთის პრობლემის მოგვარება, იცით? - როცა იქ ვლასტს სომხები აიღებენ. მაგათთან ვაჭრობა მოსულა

 

 

ნწუ,მაგ შემთხვევაშიც ვერ დავიბრუნებთ.დიდი სასომხეთის გეგმა არ წაგიკითხვას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რუსეთის ხელისუფლება ხანძრის შედეგად დაზარალებულების ნაწილის ჩასახლებას აფხაზეთში გეგმავს

კარგია. აფხაზები ნელ-ნელა აზრზე მოვლენ და რომელიმე შობაზე ერთად გამოვჭრით ღრუტუნებს ყელს :fridrix:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზები ნელ-ნელა აზრზე მოვლენ

აფხაზები აღარ არიან, ან იმდენად ცოტა, რომ მათ პროტესტს აზრი ვერ ექნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზები აღარ არიან, ან იმდენად ცოტა, რომ მათ პროტესტს აზრი ვერ ექნება.

არიან აფხაზები და მათ უყვართ თავიანთი კუთხე ძალიან, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ კი მზად რომ ამ ეთნოსში დავინახოთ ღირსეული ხალხი?

 

ჩვენ რომ ჭკუა და ჯიგარი გვქონდეს დღესაც არაა გვიან რომ აფხაზები ჩვენსკენ გადმოვიბიროთ,

მაგრამ როდესაც არც ერთია ამ ქვეყანაში და არც მეორე რისი იმედი უნდა ჰქონდეს კაცს,

 

შედით აფხაზურ ფორუმებში და გაიგეთ რა აწუხებს ამ ხალხს და რისკენ მიილტვიან,

 

ოღონდ აფხაზეთში მცხოვრები სომხები და აფხაზები არ უნდა აგვერიოს ერთმანეტში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ჩვენ ქართველები ვართ კი მზად რომ ამ ეთნოსში დავინახოთ ღირსეული ხალხი?

 

შენ იცნობ ერთ აფხაზს მაინც? ღირსეული ხალხი არის მათ შორის?

 

მე ვიცნობ ბევრს არა, მაგრამ რამდენიმეს - ღირსება არ არის ის ტერმინი, რაც აფხაზებს მიუდგებათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მალე ვნახავთ აფხაზეთს აფხაზების გარეშე.

სამწუხაროდ გეთანხმები და ეს "პროცესი" კატასტროფულად დაჩქარდება ბელორუსის ან უკრაინის მიერ აღიარებასთან ერთად,რაზეც ასე გულუბრყვილოდ ოცნებობენ აფხაზები.............და რუსები+სომხები რა თქმა უნდა

მაგათზეა ნათქვამი: თაგვმა თხარა, თხარაო.

:yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სეპარატიზმისკენ.

არა, თვითგადარჩენისკენ და საითკენაც მეტი შანსი ექნებათ იქით წავლენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

აფხაზები აღარ არიან, ან იმდენად ცოტა, რომ მათ პროტესტს აზრი ვერ ექნება.

სადღაც დაახლოებით იგივეს ვფიქრობ.. საქართველო რომ უპატრონო ქვეყნის პროვოკაციაა თორე კარგა ხნის მოგვარებული იქებოდა ეთნოკომფლიქტები. მშვიდობიანად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია. აფხაზები ნელ-ნელა აზრზე მოვლენ და რომელიმე შობაზე ერთად გამოვჭრით ღრუტუნებს ყელს

კი როგორ არა :) ერტი უბიხებმა გამოჭრეს ყელი, და მეორე აფხაზები გამოჭრიან. აუ სულ ის ანეკდოტი მახსენდება, მეგრელი სვანს რომ ტრაკის მიცემაზე მოუგებს ნიძლავს, და რომ დღნამს, ხანჯაზლე მოუხვდება ხელი, და ეს რათ გინდა რომ გიკიდიაო? ეს იმიტომ, რომ შეურაცხყოფა არავინ მომაყენოსო (სვანური აქცენტით :) არა და ღლე აქვს გათხრილი ამ მომენტში) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

18.08.2010 23:59 : Кремль может опубликовать стенограммы обещаний президента Белоруссии признать независимость Южной Осетии и Абхазии

Кремль действительно может опубликовать скандальные стенограммы обещаний президента Белоруссии признать независимость Южной Осетии и Абхазии, - об этом заявил зам.главы президентской администрации Алексей Громов. В Кремле напоминают, что признать независимость кавказских республик Александр Лукашенко пообещал вскоре после августовского конфликта на саммите ОДКБ в присутствии лидеров других государств, однако теперь белорусский президент утверждает, что ничего не обещал, а лишь обсуждал возможные последствия такого шага.

Белорусский оппозиционер, председатель Объединенной гражданской партии Белоруссии Анатолий Лебедько считает, что Лукашенко может вернуться к своим обещаниям, если добьется от России льготных цен на энергоносители.

А член консультационного совета при президенте Белоруссии Николай Чергинец предложил установить период информационной тишины и спокойно обдумать ситуацию. По его мнению, такая мера необходима, чтобы отношения между Москвой и Минском окончательно не испортились.

http://www.echo.msk.ru/news/704320-echo.html

 

 

ეს დაუდეთ მიშისტებს,ბატკას ქებით რომ იკლავდნენ თავებს.:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...