planetanews Posted August 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club_Home/2010/7/1/1277992541887/Roy-Hodgson-Liverpool-man-006.jpg გთავაზობთ ლივერპულის მწვრთნელის როი ჰოჯსონის ძალიან ვრცელ ბიოგრაფიასა და საინტერესო დეტალებს. როი არის მწვრთნელი, რომელმაც მის კარიერაში არაერთი სასწაული მოახდინა. …რამდენიმე წლის წინათ, ალბათ, არავინ იფიქრებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს როი ჰოჯსონი ბრიტანეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის,”ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი გახდებოდა.საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობდა და აკი თავად ჰოდგსონიც არ მალავს,რომ წლების წინ ასეთ რამეზე ვერც იოცნებებდა.არადა,მერსისაიდელთა თავკაცი პატარა არ გეგონოთ – 9 აგვისტოს 63 წლის გახდა. როი 1947 წელს ლონდონის გარეუბანში დაიბადა და როგორც ყველა ინგლისელი ბავშვი,ისიც ბურთს დასდევდა.სამაგიეროდ,სხვა ბავშვებისგან განსხვავებით,მას საფეხბურთო ნიჭი აშკარად არ ჰქონდა და კარიერის განმავლობაში მხოლოდ ოთხ კლუბში ითამაშა.მან კარიერა “კრისტალ პალასში” დაიწყო,მერე კი დაბლა და დაბლა დაეშვა.სხვადასხვა დროს “ტონბრიჯის”,”ებსფილტისა” და “მეიდსტონის” ღირსებას იცავდა.კარიერა ძალიან მალე , 29 წლის ასაკში დაასრულა და გადაწყვიტა მწვრთნელი გამხდარიყო. ჩემი ბოლო კლუბი “მეიდსტონი” იყო და ხელმძღვანელობას ვთხოვე,მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დამტოვეთ-მეთქი. უარი არ უთქვამთ,მაგრამ დღესაც არ ვიცი,მერამდენე თანაშემწე ვიყავი. მე არავინ არაფერს მეკითხებოდა და უბრალოდ,ვარჯიშებს ვესწრებოდი. ასე გავიდა ორი თვე და მივხვდი,რომ ფეხბურთისთვის თავი ან საერთოდ უნდა დამენებებინა ან სხვა ქვეყანაში უნდა წავსულიყავი.მე შვედეთი ვარჩიე”, – იხსენებს ჰოჯსონი.“მეიდსტონის” სამწვრთნელო შტაბის მწვრთნელს ხელგაშლილები არც შვედეთში შეხვდნენ,თუმცა როიმ მოახერხა და “ჰალმსტადის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ირგუნა. ეს გუნდი მაშინ გადარჩენისთვის იბრძოდა და ხელმძღვანელობა ჰოჯსონს მხოლოდ იმიტომ ენდო,რომ ის ინგლისელი იყო. იმ წელს როიმ მოახერხა და “ჰალმსტადი” უმაღლესში დატოვა,ერთი წლის შემდეგ კი გუნდი ჩემპიონი გახადა და ჩემპიონთა ლიგაზე ათამაშა.ეს პატარა,მაგრამ მაინც სასწაული იყო.მომდევნო სამი წლის განმავლობაში იგი გუნდს ცუდად არ უძღვებოდა,მაგრამ თანამდებობა მაინც დაატოვებინეს. “მეგონა,რომელიმე კლუბი მაშინვე დამიძახებდა,მაგრამ ეს “მაშინვე” ორი წელი გაგრძელდა.ორი წლის შემდეგ “ბრისტოლ სიტის” გავახსენდი.იქ დიდი გეგმებით მივედი ოთხ თვეში უმუშევარი დავრჩი.ბედი ისევ უცხოეთში უნდა მეძებნა და ისევ შვედეთს მივაშურე”,-ყვება ჰოდგსონი. ამჯერად მას “იორებრო” ანდეს,თუმცა ორი წლის განმავლობაში წარმატებას ვერ მიაღწია.არადა,გუნდი აშკარად გამართულ ფეხბურთს თამაშობდა და მას შვედეთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა კლუბმა “მალმიომ” დაუძახაოთხი წლის განმავლობაში როიმ ორჯერ ქვეყნის თასი და ორჯერ ჩემპიონატი მოიგო. მის სახელს დღემდე ატარებს სტადიონის ერთ-ერთი ტრიბუნა და იგი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად ითვლება.არ გეგონოთ, შვედეთიდან დაბრუნებულ მწვრთნელს ინგლისი გულღია შეხვდა.პირიქით,იქ ისევ არავის სჭირდებოდა და როიმ კარიერის გაგრძელება შვეიცარულ “ქსამაქსში” გადაწყვიტა,სადაც ორი წელი იმუშავა და შვეიცარიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.ჰოდა,ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად,ჰოდგსონმა შვეიცარია ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე ათამაშა,ხოლო მერე ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა,მაგრამ ნაკრებს აღარ გაჰყოლია,რადგან ძალიან მაცდური წინადადება მიიღო.როგორ გგონიათ ვინ შეამჩნია იგი? არა, ინგლისში მას კვლავ არ აღიარებდნენ, სამაგიეროდ,მილანის “ინტერმა” შეამჩნია.იმ “ინტერმა”,რომლის რიგებსაც რონალდო იცავდა და ძალიან დიდი ამბიციები ჰქონდა.ჰოდგსონი მილანურ კლუბში 1995 წელს მივიდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.მაგრამ,უკვე ერთი სეზონის შემდეგ ხელშეკრულება კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა,თუმცა… ”ბლექბერნ როვერსი” აღმოჩნდა მთავარი მწვრთნელის გარეშე.ეს გუნდი პრემიერლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა და ძლივს მოახერხა ეს .ჰოდა,სრულიად შემთხვევით,ზაფხულის შესვენებისას.ამ კლუბის მფლობელი შემხვდა და მითხრა,შენნაირი მწვრთნელი,რომ მყავდეს,ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო.მაშინ ვიფიქრე,რომ ეს შანსი იყო,შანსი იმისა,სამშობლოში დამემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობები.ყველასათვის მოლოდნელად,”ინტერთან” კონტრაქტი გავწყვიტე და “ბლექბერნში” წავედი.ეს იყო,ალბათ,ყველაზე დიდი სიგიჟე,რომელიც შეიძლებოდა ჩამედინა”,- იხსენებს ჰოდგსონი. ამ გადაადგილებამ ყველა გააოცა.ჰოდგსონი სამშობლოში დაბრუნდა და ერთი წლის შემდეგ უმუშევარი დარჩა – “ბლექბერნს” მან ვერაფერი შემატა.და როგორ გგონიათ სად წავიდა უმუშევარი როი? დიახ,იგი კვლავ “ინტერში” დაბრუნდა.თუმცა,ერთ წელზე მეტი არც იქ გააჩერეს და კვლავ იმ გუნდს დაუბრუნდა,საიდანაც წამოვიდა – შვეიცარულ “გრაასჰოპერს”.როგორც ჩანს ფორტუნამ ჰოდგსონს ზურგი აქცია,რადგან წელიწადზე მეტი ვერც შვეიცარიაში დაჰყო და იტალიურ “უდინეზეში” მივიდა,საიდანაც ექვს თვეში დაითხოვეს.შემდეგ არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.იქ მან ორი წელი იმუშავა და ნორვეგიულ “ვიკინგში” წავიდა.კარიერა არც ვიკინგების სამშობლოში აეწყოდა ფინეთში გადაბარგდა.ფინეთში მას ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩააბარეს,მაგრამ ერთი წლის შემდეგ კონტრაქტი გაუწყვიტეს – ფინელებმა საშინელი თამაში აჩვენეს. ინგლისში დაბრუნებული ჰოდგსონი რამდენიმე თვე უმუშევარი იყო,მერე კი ლონდონის “ფულემის” მფლობელმა,მოჰამედ ალ ფაიედმა გაიხსენა და გუნდი ჩააბარა.2007 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე ჰოდგსონი სწორედ ლონდონურ კლუბს წვრთნიდა და გუნდი ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა.თუმცა,გადამწყვეტი მატჩი ვერ მოიგო.არადა,მანამდე ლონდონელებმა გზიდან “იუვენტუსი” და “ჰამბურგი” ჩამოიცილეს,ხოლო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ჰოდგსონი წლის მწვრთნელად დაასახელა. “დარწმუნებული ვიყავი,რამდენიმე საინტერესო წინადადებას მივიღებდი,მაგრამ იმას ვერ წარმოვიდგენდი,რომ “ლივერპული” დამიძახებდა.ბრიტანეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გაწვრთნა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და მე რჩეული 62 წლის ასაკში გავხდი”‘ განაცხადა პრესკონფერეციაზე ჰოდგსონმა. მართლაც,”ლივერპულის” მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა თითქოს მოულოდნელი იყო,მაგრამ მერსისაიდული კლუბის გულშემატკივრებს სჯერათ,რომ სწორედ ჰოდგსონია ის მწვრთნელი,რომელიც გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებს. ყოველ შემთხვევაში, როიმ ამის პირობა დადო და ისიც დაამატა,დრო ცოტა მაქვს,რადგან 62 წელი პატარა ასაკი არა არის და რაც შეიძლება, სწრაფად უნდა ვიმოქმედოო.ცნობისათვის ,”ლივერპულში” ჰოდგსონის წიანმორბედ რაფაელ ბენიტესის წლიური ანაზღაურება 8 მილიონი ევრო იყო,როი კი სამ-ნახევარ მილიონს მიირებს.ალბათ ესეც ბედია. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts