planetanews Posted August 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/a4_4c6820c4368e2113884839.jpg პრემიერლიგის სასტარტო ტურში, “არსენალთან” გამართულ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო “ლივერპულის” ახალწვეულმა, ჯო კოულმა ავტომატურად სამმატჩიან დისკვალიფიკაციას გამოჰკრა ხელი.მერსისაიდულ კლუბს გასაჩივრებისა და სასჯელის შემსუბუქების, ან სულაც გაუქმების მოთხოვნის უფლება ჰქონდა, მაგრამ ჰოჯსონის გუნდმა ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავის შეკავება არჩია.“ლივერპულის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს შემდეგი განცხადება გამოაქვეყნეს: “კლუბი არ გაასაჩივრებს ჯო კოულის მიერ მიღებულ ავტომატურ სამმატჩიან დისკვალიფიკაციას. მატჩის შემდეგ როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ “ლივერპული” გადაწყვეტილების მიღებამდე ინციდენტს ყურადღებით შეისწავლიდა, კლუბმა კი გასაჩივრება არ გადაწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოული “მანჩესტერ სიტისთან”, “ვესტ ბრომვიჩთან” და “ბირმინგემთან” ვერ ითამაშებს”. წყარო: footballpress.net View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts