planetanews Posted August 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 <p style="text-align: left;">http://image.geotorrents.com/images/aprhg6imeidnmqqqyy.jpg მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი გაამხნევა არსენალის წინააღმდეგ მოპოვებულმა ფრემ, მაგრამ სურს ეს შედეგი გამოასწოროს და თავის გუნდს ტრაბზონსპორთან გამარჯვებაში დაეხმაროს. LiverpoolFc.Tv-სთან საუბარში კუიტმა არსენალთან ჩატარებულ შეხვედრაზე ისაუბრა: ”დასანანია, რომ 45 წუთის განმავლობაში 10-მა ფეხბურთელმა ანგარიშის შენარჩუნება მოვახერხეთ და შემდეგ გოლი საკუთარ კარში მივიღეთ. მაგრამ ვფიქრობ ამ თამაშში ჩვენმა გუნდმა საკმაოდ კარგად იასპარეზა. ” ”ჩვენ 3 ქულა დავიმსახურეთ, მაგრამ ფეხბურთში ხდება ასეთი რამ. მთავარია თამაშის ხარისხი და ტემპი შევინარჩუნოთ და ასეთივე სტილით ჩავატაროთ მომავალი შეხვედრები. თუ ამავე შემართებით გავაგრძელებთ თამაშს, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.” ”დარწმუნებული ვარ ამ რამდენიმე დღეში ჩვენი მწვრთნელი ბევრ რამეს გვეტყვის ტრაბზონსპორის შესახებ, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით რომ ეს საკმაოდ ძლიერი მეტოქეა.” ”ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის კარგად და წარმატებულად დაწყება, ეს ყოველთვის დამატებით სტიმულს გვაძლევს ფეხბურთელებს. ლივერპულს ევროპის ლიგაზე თამაში სურს, ასე რომ ხუთშაბათს კარგი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. თურქეთის გუნდებთან შეხვედრებში ჩვენ საკმაო გამოცდილება მივიღეთ, ვგულისხმობ გალათასარაისა და ბეშიკთაშის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრებს. ამიტომ წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთში იოლი გასეირნება ნამდვილად არ გველის. ჩვენ გუნდს გამარჯვება სჭირდება.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts