Jump to content
Planeta.Ge

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი


Recommended Posts

თსუ-ს რექტორობის მოვალეობის შემსრულებლად ნუგზარ სურგულაძე აირჩიეს

15:13 17-08-2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ნუგზარ სურგულაძე აირჩია .

უნივერსიტეტის აკადმიური საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით ნახევარ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. საბჭოს გადაწყვეტილება აკადემიური საბჭოს წევრმა გიორგი დავითაშვილმა გაახმოვანა. ჟურნალისტებთან საუბრისას დავითაშვილმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნუგზარ სურგულაძის კანდიდატურას საბჭოს წევრების უმეტესობამ დაუჭირა მხარი. აკადემიური საბჭოს სხდომას 12 წევრიდან 8 ესწრებოდა და მათ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნდათ.

 

ნუგზარს ძალიან კარგად ვიცნობ.წესიერი კაცია და ძველი დისიდენტი.არასოდეს არავითარი თანამდებობა არ ქონია.

მაგრამ ამ ხელისუფლების თავგამოდებული მომხრეა.სხვანაირად არც დანიშნავდნან.ერთი რამე არ ვიცი,ეს დროებითია თუ არჩევნებზე მისი საკითხი დადგება.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუგზარს ძალიან კარგად ვიცნობ.წესიერი კაცია და ძველი დისიდენტი.არასოდეს არავითარი თანამდებობა არ ქონია.

მაგრამ ამ ხელისუფლების თავგამოდებული მომხრეა

 

ანუ იდიოტია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ანუ იდიოტია

მაგაშია მთელი უბედურება,რომ იდიოტი არ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ვაჰ, ცოცხალი ყოფილა

ჯონათან ბატონო,ნუგზარი ჩემზე ერთი წლით წინ სწავლობდა სკოლაში.ე.ი მეც არ უნდა ვიყო ცოცხალი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ნუგზარს ძალიან კარგად ვიცნობ.წესიერი კაცია და ძველი დისიდენტი.არასოდეს არავითარი თანამდებობა არ ქონია.

მაგრამ ამ ხელისუფლების თავგამოდებული მომხრეა.სხვანაირად არც დანიშნავდნან.ერთი რამე არ ვიცი,ეს დროებითია თუ არჩევნებზე მისი საკითხი დადგება.

 

დისიდენტებში უამრავი შეგზავნილი იყო, ეგ კრიტერიუმი არ გამოდგება.

მთავარია დღეს რას აკეთებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

მაგრამ ამ ხელისუფლების თავგამოდებული მომხრეა.

ანუ ყველაფერ ცუდზე თვალს დახუჭავს ასეა საჭიროო, გასაგებია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

დისიდენტებში უამრავი შეგზავნილი იყო, ეგ კრიტერიუმი არ გამოდგება.

მთავარია დღეს რას აკეთებს.

შეგზავნილი რომ ყოფილიყო,მე რამდენჯერმე უნდა დაჭერილი ვყოფილიყავი.რაც მაგი მე არალეგალურ ლიტერატურას მაწვდიდა.

დღეს უნივერსიტეტში ასწავლის,აღმოსავლეთმცოდნე და სამართლის ისტორიის სპერციალისტია,სრული პროფესორი.არასოდეს არავითარი თანამდებობა არ ქონია და როგორც დღეს უთქვია,მხოლოდ მოვალეობას შეასრულებს და მომავალ არჩევნებს მოამზადებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

შეგზავნილი რომ ყოფილიყო,მე რამდენჯერმე უნდა დაჭერილი ვყოფილიყავი.რაც მაგი მე არალეგალურ ლიტერატურას მაწვდიდა.

შენი დოსიე თუ გინახავს საერთოდ. იქ ყველაფერი ეწერება. არ იყავი დასაჭერი თორემ კგბ ბუმბულს არ არჩევდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატრიოტია, პატიოსანია, იდიოტი არაა და მიუხედავად ზემო ჩამოთვლილი

დადებითი დახასიათებისა ხელისუფლების მომხრეა :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

პატრიოტია, პატიოსანია, იდიოტი არაა და მიუხედავად ზემო ჩამოთვლილი

დადებითი დახასიათებისა ხელისუფლების მომხრეა

სიყვარული ბრმაა)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წესიერი კაცია

მაგრამ ამ ხელისუფლების თავგამოდებული მომხრეა

სანამ ასეთი დახასიათებები ექნება ადამიანებს, მანამდე ვიქნებით თრაკში. ზოგადად, რომელიმე ხელისუფლების თავგამოდებული მომხრე ვერანაირად ვერ იქნება წესიერი კაცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ხელისუფლების თავგამოდებული მომხრე ვერანაირად ვერ იქნება წესიერი კაცი

მე უფრო ასე ვიტყოდი,ვინც ხელისუფლებაშია რაღაც მეტნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობაზე, იმას ნამდვილად აქვს ზნეობასთან პრობლემები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...