Jump to content
Planeta.Ge

კაკაბაძის დაკავება და ჩვენი სამართალი


Recommended Posts

ეს ქართულს სასამართლოს ეხება და არა კაკაბაძეს...

 

ფაქტია, ვიდეოში მკაფიოდ ჩანს , რომ არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა პოლიციელთა მხიდან, პრიქით თვითონ ჩაჯდნენ მანქანებში აქცის მონაწილეები.

 

მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც წინააღმდეგობის გაწევა მიუსაჯა და ჯარიმა დაუწესა...

 

---

 

გარდა, ამისა, როგორც გაირკვა, უცემიათ კიდეც:

 

ირაკლი კაკაბაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება .

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მის ხელთ არსებული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურორს გადაუგზავნა.

მიმდინარე წლის 14 აგვისტოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ირაკლი კაკაბაძეს ახსნა-განმარტება ჩამოართვა. ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ 14 აგვისტოს, 19:00 საათზე, თბილისში, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე მიმდინარეობდა აქცია, რომლის ფარგლებშიც პოეტები აღნიშნული ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითხოვდნენ.

ახსნა-განმარტების თანახმად, აქციის მიმდინარეობის ადგილას მივიდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებმაც აქციის მონაწილეები დააკავეს.

მოგვიანებით, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გადაიყვანეს, სადაც ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამ პერიოდში, მათთან მივიდნენ თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი გეგეჭკორი და მისი მოადგილე, რომლებმაც ირაკლი კაკაბაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდგომ ირაკლი კაკაბაძე ცუდად გახდა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის დროსაც თავს კარგად არ გრძნობდა.

სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ 2010 წლის 14 აგვისტოს საქართველოს შსს თბილისის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი ოქმის მიხედვით, ირაკლი კაკაბაძეს აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა მხრისა და მკლავის არეში. დაზიანებების არსებობის ფაქტი ასევე დასტურდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორის დაკავებულის გარეგანი დათვალიერების ოქმითაც. სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ შედგენილ ოქმში მითითებულია, რომ ირაკლი კაკაბაძის განმარტებით, აღნიშნული დაზიანებები მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში მიიღო.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ არსებული მასალებიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება და მის ხელთ არსებული მასალები შემდგომი

 

http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/142604-irakli-kakabadzis-dakavebis-saqmesthan-dakavshirebith-siskhlis-samarthlis-danashaulis-nishnebi-ikvetheba.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 60
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

იტყვიან პოლიციაში მიყყვანისას გაქცევის მცდელობის დროს პლიცია იძულებული იყო ძალა გამოეყენებინა.

 

ამზე მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ვთქვათ, არცერთი პარტიის რომელიც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა არ დაიჯერება, თუ არ ექნებათ პროგრამაში ამ ხელისუფლების მიერ ყველა ჩადენილი დანაშაულის გამოძიება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადაცემა. ეს აუცილებელზე აუცილებელია.

 

თვით ის, რომ არცერთი პარტიას არ აქვს ეს დეკლარირებული ამ უსამართლობას უფრო აღრმავებს და მეტ გასაქანს აძლევს.

 

ყველა პოლიციელმა და მოსამართლემ უნდა იცოდეს ის, რომ არცერთი ხელისუფლება არ არის მუდმივი და როდესმე მოუწევთ პასუხისგება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩაგისწორებთ თქვენის ნებართვით

ყველა პოლიციელმა და მოსამართლემ

რომელიც კანონს დაარღვევს

უნდა იცოდეს ის, რომ არცერთი ხელისუფლება არ არის მუდმივი და როდესმე მოუწევთ პასუხისგება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ მჯერა, რომ რამე ეშველება ჩვენ სასამართლოს...

საქმე საკმაოდ რთულადაა...

 

რადგან არადემოკრატიული ქვეყანაა საქართველო, სასამართლოც დამოკიდებული იქნება ხელისუფლებაზე...

 

და საქართველო არადემოკრატიული ქვეყანა რომაა, ეს ჩანს არჩევნებიდან და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

იტყვიან პოლიციაში მიყყვანისას გაქცევის მცდელობის დროს პლიცია იძულებული იყო ძალა გამოეყენებინა.

ხო მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლო უკვე შედგა... ასე რომ წარსულ ამბავზე ვლაპარაკობთ და არა იმაზე რა შეეძლოთ გაეკეთებიათ

 

Saturn

მეზობელ ფორუმზე დაწერეს და ამას რა კომენტარს გაუკეთებ გაფიცებ?

 

პოლიციელებმა უთხრეს წადითო ,ესენი კიდევ აგრძელებდნენ. აუცილებელი არაა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიონ, საკმარისია სიტყვიერ მოთხოვნას არ დაემორჩილონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

 

 

რომელიც კანონს დაარღვევს

ნამდვილად.

1.კერძოდ თქვენმა კოლეგებმა საპატრულო პოლიციის მუშაკებმა,რომლებმაც ცრუ ჩვენება მისცეს სასამართლოს.მე რომ ვიდეო დაგიდევით იქიდან ნათლად ჩანს რომ არავითარ წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ქონია და შესაბამისად მათი ჩვენებები ცრუა.ამის მორალურ მხარეზე არ ვსაუბრობ.

2.მოსამართლე რომელიც მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას ეყრდნობა და სხვა მოწმეებს არა.ასევე უარს ამბობს ვიდეოს ნახვაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მეზობელ ფორუმზე დაწერეს და ამას რა კომენტარს გაუკეთებ გაფიცებ?

 

პოლიციელებმა უთხრეს წადითო ,ესენი კიდევ აგრძელებდნენ. აუცილებელი არაა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიონ, საკმარისია სიტყვიერ მოთხოვნას არ დაემორჩილონ

მე იურისტი არ ვარ. ეგ უკვე იურიდიული საკითხებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ხო მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლო უკვე შედგა... ასე რომ წარსულ ამბავზე ვლაპარაკობთ და არა იმაზე რა შეეძლოთ გაეკეთებიათ

 

Saturn

მეზობელ ფორუმზე დაწერეს და ამას რა კომენტარს გაუკეთებ გაფიცებ?

 

პოლიციელებმა უთხრეს წადითო ,ესენი კიდევ აგრძელებდნენ. აუცილებელი არაა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიონ, საკმარისია სიტყვიერ მოთხოვნას არ დაემორჩილონ

თუკი პოლიციელის მოთხოვნა კანონიერია უნდა დაემორჩილო, თუ არადა სასამართლო გაგამართლებს,

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

თუკი პოლიციელის მოთხოვნა კანონიერია უნდა დაემორჩილო, თუ არადა სასამართლო გაგამართლებს,

ხო მაგრამ , წადით აქედან , რამდენად ჯდება ნორმალურ მოთხოვნაში? დაიშალეთო ამასაც ვერ ეტყოდა, სამი კაცი იყვნენ სულ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ხო მაგრამ , წადით აქედან , რამდენად ჯდება ნორმალურ მოთხოვნაში? დაიშალეთო ამასაც ვერ ეტყოდა, სამი კაცი იყვნენ სულ :givi:

ხოდა არ უნდა დამორჩილებოდნენ თუკი მართლები იყვნენ (კანონიდან გამომდინარე),

ხოლო თუკი მე კანონი მავალდებულებს რომ პოლიციელის ყველანაირ მოთხოვნას დავემორჩილო,

ეს კანონის ხარვეზია და ასეთი კანონი უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და მერე ევროპის სასამათლოშიც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩაგისწორებთ თქვენის ნებართვით

 

რომელიც კანონს დაარღვევს

 

ცრუ ჩვენების მიცემ და ადამიანის უსაფუძვლოდ ცემა სისხლის სამართლის დნაშაულია და ასეთ დანაშაულზე პასუხს აგებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიციის მოთხოვნას იმიტომ უნდა დაემორჩილოს მოქალაქე, რომ პოლიციელი არის კანონის დამცველი,

და ალბათობა იმის რომ მისი მოთხოვნა კანონიერია დიდია, შესაბამისად მოქალაქეც ემორჩილება,

 

ხოლო თუკი იცი რომ პოლიციელის მოთხოვნა უკანონოა საბჭოთა ჯარში არ ვმსახურობთ რომ ოფიცრის უკანონო ბრძანებას დავემორჩილოთ, თუმცა იქაც კი უკანონო ბრძანები შესრულება დასჯადი ქმედება იყო

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

ხო ეგრეა მართლა. აი მაგალითად შენ მიდიხარ მანქანით, გაჩერებს პოლიცია და გეუბნება მანქანიდან გადმოდი და ხელები კეფაზე შემოიწყვეო. რას გააკეთებ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ხო მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლო უკვე შედგა... ასე რომ წარსულ ამბავზე ვლაპარაკობთ და არა იმაზე რა შეეძლოთ გაეკეთებიათ

 

ამას რაც მოხდა დიქტატურის რეპრესიები ჰქვია.

ევროპის პოსკომუნისტურმა რესპუბლიკებში ასეთი პროცესები ჩატარდა.

შარშან გაასამართლეს ყოფილი პროკურორი 85 წლის ქალი და 5 წელი ციხე მიუსაჯეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...