planetanews Posted August 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2010 http://image.tin247.com/bongdaso/090820161030-984-42.jpg ინგლისური “ლივერპულის” 31 წლის ცენტრალურმა მცველმა სოტირის კირიაკოსმა განაცხადა – საბერძნეთის ნაკრებში აღარ ვითამაშებო.ტანმაღალი კირიაკოსისთვის 11 აგვისტოს სერბეთთან 1:0 მოგებული ამხანაგური მატჩი ბოლო გამოდგა სანაკრებო დონეზე.“საბერძნეთის ნაკრები ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო, ახლა კი ეს წარსულს ჩაბარდა” – განუცხადა ბერძნულ goalday-ს კირიაკოსმა, რომელსაც ნაკრებში 61 მატჩი აქვს ჩატარებული, ელინელთათვის დაუვიწყარი 2004 წლის ჩემპიონატი კი მან ტრავმის გამო გამოტოვა. ამრიგად, კირიაკოსი არ იქნება საქართველოს ნაკრებთან მატჩებში: საბერძნეთი ხომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეა, 2012 წლის ევროშესარჩევი ციკლის ჯგუფში. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts