lasha1997 Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 ეგ უკვე ტურისტია ხო, ერთ კვირაში ხუთი ათასი დოლარი გამძვრა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 Saturnარ აქვს მაგას დიდი მნიშვნელობა. ტრანზიტითაა თუ კამაზით, ფულს ხო ხარჯავს აქ? უმეტესობა არც ერთ თეთრს არ ხარჯავს აქ, ბენზინსაც კი არ ყიდულობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 ერთი კითხვა მაქვს ამხანიგებო, დევნილები მხოლოდ ქალბატონები არიან? აფხაზებმა ქალები გამოდევნეს და კაცები იქ დატოვეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 asesino_141უმეტესობა არც ერთ თეთრს არ ხარჯავს აქ, ბენზინსაც კი არ ყიდულობს. მაგაში ცდები. ჩემი თვალით მაქვს ნანახი გონიოში თურქეთიდან ტრაილერებით რომ გადმოდიან მძღოლები, სასტუმროში ჩერდებიან ხოლმე. და რასაც იხდიან ამ გაჩერებასა და კვებაში, იმ ფულიდან ბუნებრივია რომ საქართველოს ბიუჯეტშიც მიდის თანხები. და მასეთი გასაჩერებელი ადგილები ბევრია საქართველოში. საწვავსაც აქ ასხამენ. მართალია თავიანთი გასამართი სადგურები აქვთ, მაგრამ ბიუჯეტში გადასახადს ის სადგურებიც იხდიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 Saturnმაგაში ცდები. ჩემი თვალით მაქვს ნანახი გონიოში თურქეთიდან ტრაილერებით რომ გადმოდიან მძღოლები, სასტუმროში ჩერდებიან ხოლმე. და რასაც იხდიან ამ გაჩერებასა და კვებაში, იმ ფულიდან ბუნებრივია რომ საქართველოს ბიუჯეტშიც მიდის თანხები. და მასეთი გასაჩერებელი ადგილები ბევრია საქართველოში. საწვავსაც აქ ასხამენ. მართალია თავიანთი გასამართი სადგურები აქვთ, მაგრამ ბიუჯეტში გადასახადს ის სადგურებიც იხდიან. გონიოში ჩერდებიან მხოლოდ ისინი, რომლებიც გასაბაჟებლად რჩებიან საბაჟოზე (ტერმინალზე) დანარჩენები პარკინგენბზე, საკუთარ კაბინებში სძინავს ყველას, საკვებიც თან დააქვთ და სასმელიც, ტელევიზორიც და მაცივარიც. საწვავს მხოლოდ თურქეთიდან შემომავალი ასხავს, აზერბაიჯანიდან მომავალი ისე გადის საქართველოდან, რომ საერთოდ კაპიკს არ ხარჯავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 asesino_141ეგ უკვე ტურისტიაარა... ტრადიციული გაგებით არა... კი ფულს ხარჯავს და შეიძლება ბევრსაც, მაგრამ არა ტრადიციულ ტურისტულ მომსახურებაში Saturnარ აქვს მაგას დიდი მნიშვნელობა. ტრანზიტითაა თუ კამაზით, ფულს ხო ხარჯავს აქ?დიდი მნიშვნელობა აქვს, სხვადასხვა მიმართულებით იხარჯება ფული... და სხვადასხვა რაოდენობით ნუთუ მართლა არ გესმის რასაც ვიძახი? ტურისტული ბიზნესი სხვაა სატრანზიტო სხვა! და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 საყრადღებო ინფოა: ტურიზმის ახალმა ცოცხმა ახალი და ჯერარნახული რიცხვი მოიტანა - საქართველოში 1 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა. თავად ეს ვეებერთელა რიცხვი და უბრალო სიტყვაც (“ჩამოვიდა”) ცოტა არ იყოს ბუნდოვანია. ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის, მაია სიდამონიძის ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი პირველად ქვეყანაში მიმიდინარე წელს 7 თვის განმავლობაში ერთი მილიონი ტურისტი ჩამოვიდა. სპეციალისტების პროგნოზებით, ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტუროპერატორების აქტიური მუშაობის შემთხვევაში გაისად ეს მაჩვენებელი 2-ჯერ გაიზრდება. საიდან ითვლის ტურიზმის დეპარტამენტი მილიონებს ძნელი სათქმელია. საერთოდ, ტურისტების აღნუსხვის მეთოდოლოგია გაურკვეველია და ბუნდოვანია. ამ შემთხვევაში კი, არათუ მეთოდი, სიტყვებიც კი ბუნდოვანია. საუბარია, რომ ქვეყანაში 1 მლნ ტურისტი ჩამოვიდა. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ეს ნიშნავს, რომ საქართვლოს საზღვარი 7 თვეში მილიონმა უცხოელმა ტურისტმა გადმოკვეთა, რაც არარეალურია. სავარაუდოა, რომ აქ საუბარი იყოს ყველა ადამიანზე (გინდა ადგილობრივზე, გინდაც უცხოელზე), რომელმაც დასვენება გადაწყვიტა და სისრულეში მოიყვანა კიდეც. თუმცა, ერთი შეხედვით, არც აქ არის გამართული სტატისტიკა. საქმე ისაა, რომ ქართველები დასასვენებლად უცხოეთს უფრო ეტანებიან, მისაღები ფასისა და მომსახურების გამო. წლეულს მათი რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. ამასთან, ჩვენებურ სამთო კურორტებზე დამსვენებელთან რაოდენობა მკვეთრად იკლებს. ესე იგი დავრჩით მხოლოდ აჭარისა და იქ ჩასული სომხების (ალაგ-ალაგ – აზერბაიჯანელების) ამარა... ზემოთნათქვამი რომ მხოლოდ ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს, მოვიყვანთ დამადასტურებელ ფაქტებსაც. მიმდინარე სეზონზე უცხოეთში დასვენების მსურველთა რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ტურისტული კომპანია “ლევონ თრეველის” ხელმღვანელთა განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, ტურისტების რიცხვი 20%-ით გაიზარდა, თუმცა, ომამდელ მაჩვენებელს მაინც ვერ მიუახლოვდა. ქართველი ტურისტებისათვის ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნები თურქეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი და ესპანეთია. “მოგზაურთა კლუბშიც” აცხადებენ, რომ წლევანდელი სეზონი განსაკუთრებულად აქტიურია. მართალია, თურქეთში სასტუმროების მომსახურეობის გაძვირების გამო ტურისტული პაკეტების ფასი 10-15%-ით გაძვირდა, მაგრამ საქართველოდან თურქეთში დასვენების მსურველთა რიცხვი შესამჩნევად გაზრდილია. მისი თქმით, ქართველი ტურისტებისათვის ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნები თურქეთი და ეგვიპტეა. ამის პარალელურად, საქართველოს პოპულარულ სამთო კურორტებზე მიმდინარე სეზონზე დამსვენებელთა არნახული სიმცირეა. სასტუმრო “საპოვნელას” დირექტორის თქმით, შარშანდელთან შედარებით დამსვენებელთა რაოდენობა თითქმის განახევრებულია. ამის მიზეზად იგი სეზონის დაწყების წინ ერთ-ერთი ტელეარხით ნაჩვენებ სიუჟეტს მიიჩნევს, სადაც სურამის ტერიტორია დაავადების გავრცელების კერად იყო დასახელებული. სურამთან მდებარე ჩუმათელეთის პანსიონატებს კი მიმდინარე სეზონზე დამსვენებელი საერთოდ არა ჰყავს. პანსიონატ “ნაკადულის” დირექტორის განცხადებით, შენობა მთლიანად დევნილებს აქვთ დაკავებული, ამიტომ დამსვენებლებს ვეღარ ემსახურებიან. შოვში, სურამში, ბახმაროსა და სქურშიც მკვეთრი კლებაა. ამ მხრივ ბორჯომსა და ლიკანში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ამ აქ ადგილობრივ დამსვენებლებს მეზობელი აზერბაიჯანელი და სომეხი ტურისტები სჭარბობენ. ადგილობრივებისთვის დასვენება კვლავ რჩება ძვირ სიამოვნებად, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს. სეზონის ჩავარდნის მიზეზებს სასტუმროების მეპატრონეები ვერ ასახელებენ, თუმცა დამსვენებლები პირად საუბრებში გზების მოუწესრიგებლობასა და ინფრასტრუქტურის არარსებობაზე მიუთითებენ. შოვში სასტუმრო “რაჭას” დირექტორის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ შარშანდელთან შედარებით, მომსახურეობის ფასები არ გაზრდილა, წლეულს დამსვენებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია და სასტუმროს მხოლოდ 30%-ია დატვირთული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 ჩვენებურ სამთო კურორტებზე დამსვენებელთან რაოდენობა მკვეთრად იკლებსდაიკლებს აბა რა იქნება. მე მინდოდა წელს ბორჯომში ან წაღვერში წასვლა და ისეთი არარეალური ფასები ედოთ სასტუმროებზე, რომ აღარ წავედი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის, მაია სიდამონიძის ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი პირველად ქვეყანაში მიმიდინარე წელს 7 თვის განმავლობაში ერთი მილიონი ტურისტი ჩამოვიდა. სპეციალისტების პროგნოზებით, ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტუროპერატორების აქტიური მუშაობის შემთხვევაში გაისად ეს მაჩვენებელი 2-ჯერ გაიზრდება გაისად არა,ამ სეზონის ბოლოს დააჯენენ ამ ციფრს.ვინმე პასუხს, ან შემოწმებას მოსთხოვს თუ........? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 lasha1997გაისად არა,ამ სეზონის ბოლოს დააჯენენ ამ ციფრს.ვინმე პასუხს, ან შემოწმებას მოსთხოვს თუ........? არადა მიშისტები ამ ციფრს კბილებით იცავენ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 არადა მიშისტები ამ ციფრს კბილებით იცავენ... მაგათ ისეთი რამეები აქვთ გაპრავებული,რომ ეს არაფერია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 იცით რა მაინტერესებს, იქით ფორუმზე რომ წერენ საქართველოს კუთხეები სავსეაო ტურისტებით, უკვე მილინამდე ავიდაო წელს, წლის ბოლომდე 2 მილიონი გახდებაო. სოფლელები აშენდნენო, იმდენ ფულს ხარჯავენო უცხოელები მანდო. გილაური დღეს ამბობდა 6%-იანი ეკონომიკის ზრდა არიო უკვე დაფიქსირებული 6 თვის მონაცემებითო. რამდენ ადამიანს იცნობთ, ვისი სოციალური მდგომარეობა ამ ერთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდა? რამდენი სოფელი გინახავთ ისეთი, სადაც ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრება ოდნავ მაინც უკეთესი გახდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 რამდენი სოფელი გინახავთ ისეთი, სადაც ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრება ოდნავ მაინც უკეთესი გახდა? ქობულეთში ნამდვილად გახდებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 Saturnქობულეთში ნამდვილად გახდებოდაანუ შარშანდელ ზაფხულზე დიდი შემოსავალი ქონდათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 Saturn ანუ შარშანდელ ზაფხულზე დიდი შემოსავალი ქონდათ?ჩემი აზრით კი. ლო ჯანკოს მეგობარს აქვს სასტუმრო ქობულეთში და ვკითხოთ თუ გაგვანდობს კომერციულ საიდუმლოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.