Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სტვი:”რეინა გააუმჯობესებს”


Recommended Posts

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01386/steven_gerrard_1386742c.jpg

 

გუნდის კაპიტანი ფიქრობს რომ პეპ რეინას არსენალის წინააღმდეგ შეცდომა მოუვიდა, ისეთი შეცდომა რომელიც მას არ ახასიათებს. ის დარწმუნებულია რომ ის უფრო კარგად ითამაშებს მომდევნო მატჩებში. სტივის აზრით რეინა პლანეტის საუკეთესო გოლკიპერია.

 

ლივერპულს შეეძლო 2010-2011 სეზონი ფანტასტიურად დაეწყო არსენალთან გამარჯვებით, ლივერპულმა მეორე ტაიმის საწყოს წუთებზე არსენალს გოლი გაუტანა და რომ არა პეპ რეინას დაუდევრობა ლივერპული 3 ქულას მოიპოვებდა. პეპ რეინამ ჯურიოზული გოლი გაუშვა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ თამაშიდან გამომდინარე მაინც ლოგიკური შედეგი იყო. მთავარია ლივერპულმა არ წააგო რაც გასულ სეზონში გვახასიათებდა.

 

შეცდომა ჩვენმა საუკეთესო და შეუცვლელმა ფეხბურთელმა დაუშვა, პეპ რეინამ რომელიც გასულ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მაგრამ სტივს რეინა მაინც საუკეთესოდ მიაჩნია როგორც ლივერპულის უკლებლივ ყველა ფანს.

 

სტივი:“ჩემთვის რეინა საუკეთესო მეკარეა პლანეტაზე, და მე დარწმუნებული ვარ ის უფრო უკეთესი გახდება ამ სეზონში და დაეხმარება ლივერპულს”. “მას ლივერპული არაერთხელ გადაურჩენია,  თუნდაც არსენალთან მატჩი ან შარშანდელ სეზონში შარშან რეინა რომ არ გვყოლოდა წარმოდგენაც მიჭირს რა მოხდებოდა”. “თავის მართლება არ მიყვარს, მაგრამ უდიდესი როლი რეინას შედომის დაშვებაში მზეს მიუძღვის”. “პეპეც ძალიან ანერვიულდა ამ შემთხვევის გამო”.

 

“ჩვენ ვიგებდით 1 – 0-ს, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში გათანაბრდა, პეპ რეინამ ამ მატჩში მსოფლიო დონის სეივები აკეთა”. “ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი ნამდვილი ძალა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ ეხლა ყველას შეუძლია გარეთ ამაყად იარონ და იამაყონ ლივერპულით”.

 

“მიუხედავად ჯო კოულის გაძევებისა ენფილდი მას ტაშით აცილებდა და ასეც უნდა ყოფილიყო, მან ნორმალურად ითამაშა და რომ არა მისი გაძევება მეორე ტაიმში უფრო უკეთ ითამაშებდა”.

 

“ჯო თვითონაც ძალიან უბედურად გამოიყურებოდა ამ წითელი ბარათის გამო, მაგრამ შეიძლებოდა მსაჯს ყვითელიც მიეცა, მაგრამ როდესაც ფეხბურთელს ფანების წინაშე ახლოს აუტის ხაზთან ბუნებრივია ეს გავლენას ახდებს მსაჯის გადაწყვეტილებაზე”.

 

მიუხედავად 3 ქულის დაკარგვისა ჯერარდი დარწმუნებულია რომ არსენალთან წინააღმდეგ თამაშმა წითლებს საოცარი რწმენა შემატა და ისინი იბრძოლებენ პრემიერლიგაში გამარჯვებისთვის.

 

“ძალიან გვწყინს მაქსიმალური ქულა რომ ვერ ავიღეთ, მაგრამ მე ამაყი ვარ იმით რომ სტადიონზე გავედი და წითლებს ვუკაპიტნე”. “უკეთესი იქნებოდა 11 – 11 ყოფილიყო მატჩში, მაგრამ უნდა იცოდეთ 10 კაცით თამაში ძალიან რთულია ჩვენ ურთულეს მატჩში ვიბრძოლეთ და მოგებაც შეგვეძლო”.

 

“დისციპლინირებულად ვითამაშეთ შეთანხმებულად, საბოლოოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ”. “ძალიან ბევრი დადებითი ენერგიით ვართ განწყობილები”. “ასეთ ბრძოლას თუ გავაგრძელებთ ნამდვილად კარგი სეზონი გვექნება”.

 

<p style="text-align: left;"><p style="text-align: center;">

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...