Jump to content
Planeta.Ge

საპატრიარქო ქვეყანაში რელიგიური პატიმრების, არსებობას უარყოფს


Recommended Posts

ცოტა რბილად წერ კიდევ ბატონო გიორგი, პატრიარქმა დააანგრია ეს ქვეყანა და ყველა ხელისუფლებას გუნდრუკს უკმევდა,

გამსახურდიასაც, ედოსაც და განსაკუთრებით კიდევ მიშას ერთგულია,

ძალიან გვაკლია თქვენსავით ზნეობრივი და გონიერი ხალხი, იქნებ ჩამოსულიყავით და ჩაგაბარებდით როგორც სულიერ საწმყსოსო

არამედ პოლიტიკურსაც,

 

მაგრამ როგორც ჩანს ძალიან თავმდაბალი ადამიანი ხარ და ასეთ სიკეთეს არ იზავ

ცოდო ხარ ძალიან... და შენც არ დამიწყო რატოო და რამ მაქვს მე საცოდავიო, ცოდო ხარ...

მე მესმის თქვენი..ისე ზურგი ხომ არ გექავებათ ხოლმე..?? :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 51
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

gruzian_ka

მრევლს ურღვევენ ცნობიერებას სამაგიეროდ ისევე როგორც შენ ხარ დაბრმავებულია ახლა... ტაძრებში დავდივართ, მაგრამ ტაძრიდან რო გამოვდივართ, ღმერთი იქ რჩება და გარეთ არ არის თუ როგორაა შენი საქმე? შენ ისევ უარყოფ ღმრთის ყველგანმყოფობას... დიდი სიამოვნებით დააპატიმრებდნენ, მაგრამ საკუთარ ტავებს უფრთხილდებიან ისევ...

შენ მრევლი დებილი ხომ არ გგონია, სოდომიტები დაუბნელებენ გონებას???

ვინ თუთბერიძე, ლეო ნაფტა და თევზაძე კიდე, ხო, თევზაძეს რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტთან დაკავშირებით საჭიროა იმუშავოს საპატრიარქომ და სახელმძღვანელოდან მოითხოვოს ანტიმართლმადიდებლური სახელმძღვანელოების ამოღება,

ამ მიმართულებით შეიძლება მუშაობა და არა პედ.. დეისაძის წინააღმდეგ აქციის აგონება, ვინ იცოდა საერთოდ ვინ იყო დეისაძე, რას წერდა, თქვენ აქციების შEმდეგ შეიტყო მისი შედევრების შესახებ მთელმა საქართველომ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

ეს ზღაპრები ძილისწინ ხშირად გაიმეორე და ისე დაიძIნე ხოლმე, მართლმადიდებელი ეკლესია ვერასოდეს შეეგუება ცოდვის ბუნებრივ მოვლენად გადაქცევას და პროპაგანდას და ახლა შენ რაც გინდა ის დაარქვი ამას და ის დაწერე, ,,არცა მემრუშეთა, არცა მემთვრალეთა, არცა ბილწთა, არცა ჩუკენთა, არცა მგმობელთა ადგილი სასუფეველსჰი არ არის"... ასე რომ თუ ვინმეს ამას შეაგონებ ეს მისი გადარცჰენის სურვილია და არა პირიქით...

ვახ, შენ შეგიძლია ეკლესიაში ებრძოლო მემრუშეობას და შენ თავად დაიცვა მცნებები, ასევე ადამიანებს საკუთარი მაგალითით უჩვენო სუფთა ცხოვრების უპირატესობა, მაგრამ სხვას იძულებით აუკრძალო რაღაც რაღაცეების კეთება, ის რაც უშუალოდ არ ეხება ეკლესიას,

 

ეკლესიაში ხალხი დადის ნებაყოფლობით, მრევლია ის ვინც მორწმუნეა და ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა,

ხოლო დანარჩენი ხალხი ვინ რას აკეთებს მათზე ძალადობა არის გაუმართლებელი თავად ქრისტიანული მსოფლმხედველობითაც კი,

 

ბიზანტიაშიც და მეფის რუსეთშიც იყო საროსკიპოები,

ეკლესიას შეუძლია მოითხოვოს რომ ასეთი დაწესეულებები, ასევე კაზინოები გავიდეს ქალაქის ცენტრიდან, ეროტიკულ-პორნოგრაფიული გადაცემები და ას. შ. გავიდეს მხოლოდ სპეციალურ არხებზე,

ამის მოთხოვნის უფლება აქვს დისკუსიებით, საზოგადოებრივი აზრის შექმნით, ხელისუფლებასთAნ მოლაპარაკებით და ას. შ.

 

მანიფესტაცია, ყვირილი და გინება ეს არაა ჩვენი გზა

 

 

შენ ვერანაირად ვერ დამიწესებს მე ვიცხოვრო ზნეობრივად

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანიფესტაცია, ყვირილი და გინება ეს არაა ჩვენი გზა

რამდენი ხანია რაც მაგ ჭკუაზე ხარ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი ხანია რაც მაგ ჭკუაზე ხარ? :givi:

მე ოპოზიციას არ ვგულისხმობ, ტყუილა გაგიხარდა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისლამურ ქვეყნებში რამადანის დარღვევისთვის ხალხს როზგავენ, ხოდა იქნებ მარხვის დარღვევისთვისაც გავროზგოთ,

 

 

აააა, აი, სწორად აქაა განსხვავება ისლამსა და ქრისტიანობას შორის,

 

ქრისტიანობა ნ ე ბ ა ყ ო ფ ლ ო ბ ი თ ი ა, მცნებების შესრულება ნებაყოფლობითია,

რწმენა ნებაყოფლობითია,

 

ადამიანს აქვს სრული უფლება მოხვდეს ჯოჯოხეთშიც და ჯანდაბაშიც ეს ღმერთის მიერ მინიჭებული თავისუფალი ნებიდან გამომდინარეობს,

 

წარმოუდგენელია ქრისტიანობა თუკი ის უპირისპირდება თავისუფალ ნებას,

 

 

ქრისტიანობა არ გავრცელებულა ცეცხლითა და მახვილით, ესეც ნიშანდობლივია

და ვისაც უნდა იმას შევეკამათება,

 

ეხლა რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ კათოლიკების მიერ სამხრეთ ამერიკლების და აფრიკლების გაქრისტიანებას,

ისინი თავისთვის არიან და ჩვენთან არაფერი ესაქმებათ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიყვარული მეტია ვიდრე სიტყვა:ზრუნვაუსიყვარულოდ უშედეგოა;პასუხისმგებლობა უსიყვარულოდ სიფრთხილეა;სამართლიანობა...უსიყვარულოდ გულქვაობაა;სიჭკვიანე უსიყვარულოდ ეშმაკობაა;მეგობრობაუსიყვარულოდ მლიქვნელობაა;წესრიგი უსიყვარულოდ მეწვრილმანეობაა;პატივიუსიყვარულოდ ქედმაღლობაა;ქონება უსიყვარულოდ სიხარბეა;რელიგიაუსიყვარულოდ ფანატიზმია;იზრდება სიყვარული რწმენით - ილია მეორე

 

:+:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპატრიარქო ქვეყანაში რელიგიური პატიმრების, არსებობას უარყოფს

 

ძალიან კარგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

შენ მრევლი დებილი ხომ არ გგონია,

დებილი არა,მაგრამ მრევლი თU არ ვცდები ადამიანებისგან შედგება, რომლებიც თავიანთი დაცემული ბუნებით, ნებისმიერ დროს შეიძლება საცდურის მსხვერპლი გახდეს, ამიტომ მათ დაცვა ჭირდებათ...

ვინ თუთბერიძე, ლეო ნაფტა და თევზაძე კიდე, ხო, თევზაძეს რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტთან დაკავშირებით საჭიროა იმუშავოს საპატრიარქომ და სახელმძღვანელოდან მოითხოვოს ანტიმართლმადიდებლური სახელმძღვანელოების ამოღება,

ამ მიმართულებით შეიძლება მუშაობა და არა პედ.. დეისაძის წინააღმდეგ აქციის აგონება, ვინ იცოდა საერთოდ ვინ იყო დეისაძე, რას წერდა, თქვენ აქციების შEმდეგ შეიტყო მისი შედევრების შესახებ მთელმა საქართველომ

და შენ რა იცი აქციების აგორებამდე რა მოხდა? იცოდი რომ განათლების მინისტრთან დასვა ეკლესიამ საკიტხი თევზაძის გადაგომის შესახებ? იცოდი? არ იცოდი და მხოლოდ იქიდან გამოგაქვს დასკვნები, რასაც ეს ვითომ ტელევიზიები აცხადებენ... ეკლესიას კარს რო მოუხურავ მერე აქცია თუ მოაწყო დანაშაულია? წინაზეც დავწერე, (შენ რასაც არ გინდა იმას არ კითხულობ,)ამ წიგნის პრეზენტაცია ამ აქციებამდე ტელევიზიით გაკეთდა და თან თინეიჯერებისთვის, შეგიძლია ნახო არქივი... დიახ, უკეთესია იცოდე რას უნდა ებრძოლო, ვიდრე არ იცოდე რა ხდება და გეგონოს, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომაც მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს რა ჭირია გავრცელებული საქართველოში...

ვახ, შენ შეგიძლია ეკლესიაში ებრძოლო მემრუშეობას და შენ თავად დაიცვა მცნებები, ასევე ადამიანებს საკუთარი მაგალითით უჩვენო სუფთა ცხოვრების უპირატესობა, მაგრამ სხვას იძულებით აუკრძალო რაღაც რაღაცეების კეთება, ის რაც უშუალოდ არ ეხება ეკლესიას,

 

ეკლესიაში ხალხი დადის ნებაყოფლობით, მრევლია ის ვინც მორწმუნეა და ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა,

ხოლო დანარჩენი ხალხი ვინ რას აკეთებს მათზე ძალადობა არის გაუმართლებელი თავად ქრისტიანული მსოფლმხედველობითაც კი,

როცა ისეთ გარემოში გიწევს ცხოვრება, სადაც ზნეობრივი ცხოვრება დასაცინი ხდება და ჩამორჩენილობად ითვლება იქ რა მაგალითებზე მელაპარაკები? დაგავიწყდა ადამიანი გონება ამპარტავნული და პატივმოყვრული როა? ადამიანს ის მდგომარეობა ურჩევნია, რომელიც ადვილია და რომელიც მის პატუვმოყვრულ ზრახვებს აკმაყოფილებს... ამდენად არავის არაფერს არ უკრძალავს, აქ ინფორმაციული ომია, როცა მიდის უზნეობის და გარყვნილების პროპაგანდა, ეკლესიამ რო საპირისპირო დაახვედროს, ეს იძულება არაა...

ადამიანს აქვს სრული უფლება მოხვდეს ჯოჯოხეთშიც და ჯანდაბაშიც ეს ღმერთის მიერ მინიჭებული თავისუფალი ნებიდან გამომდინარეობს,

 

წარმოუდგენელია ქრისტიანობა თუკი ის უპირისპირდება თავისუფალ ნებას,

თავისუფალი ნება ახსენი რა არის...

ქრისტიანობა არ გავრცელებულა ცეცხლითა და მახვილით, ესეც ნიშანდობლივია

და ვისაც უნდა იმას შევეკამათება,

არ ვრცელდება, მაგრამ ყოველთვის საჭირო იყო მისი დაცვა ცეცხლით და მახვილით...

ეხლა რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ კათოლიკების მიერ სამხრეთ ამერიკლების და აფრიკლების გაქრისტიანებას,

ისინი თავისთვის არიან და ჩვენთან არაფერი ესაქმებათ

კათოლიკები თვითონ არიან მოსაქცევი და სხვას აბა მაგის გარეშე როგორ მოაქცევდნენ? ძალადობა შობს ძალადობას... ეგენი თვითონ მოძალადეები არიან და...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპატრიარქო ქვეყანაში რელიგიური პატიმრების, არსებობას უარყოფს

 

ძალიან კარგი

ტყვილა გიხარია, ეგ ისეთივე ტყვილია, როგორც ბიჭების ხულიგნობა... ძალიან ბევრს ეცადნენ პატრიარქის გუშინდელი ვიზიტი ზოგად ჭრილში გადაეტანათ, მაგრამ ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ ნიშნავს იმას, რომ მართლა ასეა... :)

Edited by gruzian_ka
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

და შენ რა იცი აქციების აგორებამდე რა მოხდა? იცოდი რომ განათლების მინისტრთან დასვა ეკლესიამ საკიტხი თევზაძის გადაგომის შესახებ? იცოდი? არ იცოდი და მხოლოდ იქიდან გამოგაქვს დასკვნები, რასაც ეს ვითომ ტელევიზიები აცხადებენ... ეკლესიას კარს რო მოუხურავ მერე აქცია თუ მოაწყო დანაშაულია? წინაზეც დავწერე, (შენ რასაც არ გინდა იმას არ კითხულობ,)ამ წიგნის პრეზენტაცია ამ აქციებამდე ტელევიზიით გაკეთდა და თან თინეიჯერებისთვის, შეგიძლია ნახო არქივი... დიახ, უკეთესია იცოდე რას უნდა ებრძოლო, ვიდრე არ იცოდე რა ხდება და გეგონოს, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომაც მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს რა ჭირია გავრცელებული საქართველოში...

არ ვიცი, მარტო თევზაძეში არაა საქმე, რატომ არ ფორმდება შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის?

წარადგინოს საპატრიარქომ თავისი მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით რაც უკავშირდება განათლების სისტემას,

ძალიან სერიოზული სამუშაო ჩასატარებელი, სპეციალისტებია საჭირო,

თქვენს ორგანიზაციასაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ასეთ სამუშაოში,

მშვიდ წყნარ გარემოში, ეს შემოქმედებითი პროცესია,

ხო, რა თქმა უნდა ინიციატივა საპატრიარქოდან უნდა წამოვიდეს, თუკი პრინციპულად დადგება ეს საკითხი, ხელისუფლება უარს ვერ იტყვის რომ ამ მხრივ განხორციელდეს მუშაობა,

 

ეს ეხება როგორც განათლების სისტემის რეფორმას, ასევე მასმედიის საშუალებებსაც,

ანუ, საკანონმდებლო მიმართულებით უნდა იმუშავოთ,

 

დაარღვევს კანონს თევზაძე??? არავითარი მანიფესტაცია აღარ იქნება საჭირო, არც ყვირილი, სარჩელი სასამართლოში და ვსიო, ფაფუ შენი თევზაძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხმელთაშუა ზღვა საშინლად ცივია. რაც დავდივარ მანდ ერთხელ მახსოვს ასე 2 კვირა თბილი წყალი. არა და გარეთ იწვის, წყალი კი შავ ზღვასთან შედარებით ცივია.

შავ ზღვაზე მახსოვს სექტემბერშიც სეზონია ხოლმე, მანდ ეს გამორიცხულია. სექტემბერში საყინულეა.

არვიცი ხმელთაშუა ზღვაზე რა ხდება მაგრამ აქ რამოდენიმე დღის წინ ზღვა უფრო ცხელი იყო ვიდრე ჰაერი მოკლედ საბანაოდ რომ შევედით ვინანეთ ჯობდა არ შევსულიყავით უფრო გრილად ვიქნებოდით (ღამის საათებში)... თუმცა რამოდენიმე დღეა წვიმები მოდის და ასეთი ცხელი აღარაა ზღვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხმელთაშუა ზღვა საშინლად ცივია.

თქვენ კანტაბრიის ზღვა არ გინახავთ, ბასკეთის ზღვა.. რაღა ეგ და რაღა თერგისა და ლიახვის წყალი :givi: შავი ზღვა მაგასთან შედარებით ჩაია ადუღებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიცი მე ეს კურთხევა რითიც დამთავრდება :D :D

 

აკურთხებინებენ ციხეს და გამოაშვებინებენ მერე მმკელებს :D

 

 

აქამდე რა, პატიმრები არ გვყვადა ხო ? :D

ან კიდე , უსმართლობა არ სუფევდა ხო ციხეებში? :D

 

 

 

მაშინ სად იყო სამართლიანობისთვის მებრძოლი ეკლესია ? :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...