Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - საპატრიარქო ქვეყანაში რელიგიური პატიმრების არსებობას უარყოფს


Recommended Posts

დღეს საქართველოს პატრიარქი ილია II გლდანის საპყრობილეში პატიმრებს ხვდება. „16 აგვისტოს, 11:00 სთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნატერასი ილია II შედის გლდანის საპყრობილეში (ქ. თბილისი, გლდანის #7 მ/რ +2კმ ) ე.წ. ”რელიგიის პატიმრების” მოსანახულებლად. გთხოვთ მობრძანდეთ და გააშუქოთ!“ – ამ სახის ინფორმაცია გუშინ ელექტრონული მისამართით religiispatimrebi@gmail.com გავრცელდა. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი უარყოფს, რომ ეს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებაა და ამბობს – „რელიგიური ნიშნით ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს აღარ აპატიმრებენ, ეს ბოლშევიკების ეპოქა აღარ არის. ერტყობა ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. გუშინ იქადაგა პატრიარქმა სოციალურ მსახურებაში ეკლესიის როლის გააქტიურების შესახებ. პატიმრების მონახულება ერთ–ერთ სათნოებად ითვლება და ადამიანი ამას უნდა აკეთებდეს. უწმინდესიც პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე ახერხებს ატიმრების მონახულებას“.

 

ბოტკოველს არ აქვს ინფორმაცია იმყოფებიან თუ არა გლდანის საპყრობილეში ტელეკომპანია „კავკასიის“ საქმეზე დაკავებული ადამიანები. „თუ ეს ადამიანებიც იქ იმყოფებიან, მაშინ მათაც მოინახულებს. მაგრამ ისინი რელიგიური ნიშნით არა არიან დაპატიმრებულები. მათ ხულგნობა ედებათ ბრალად, თორემ მართლმადიდებლები რომ არიან, ამის გამო არ დაუპატიმრებიათ“, – აცხადებს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...