Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ჰოჯსონი: დასანანი ორი ქულა დავკარგეთ


Recommended Posts

http://b.pix.ge/k/usrg0.jpg

 

როი ჰოჯსონმა მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა..

“მე ცოტა იმედ გაცრუებული ვარ რომ ორი ქულა დავკარგეთ, რადგან პრემიერლიგის 3 ქულით დაწყება ისეთ გუნდთან როგორიც არსენალია, ჩვენს ფეხბურთელებს უფრო დიდ სტიმულს მისცემდა წარმატებით ეთამაშათ შემდგომ მატჩში. დღევანდელი შეხვედრა მეტად დრამატული აღმოჩნდა. შეხვედრის ბედი თითქოს შეხვედრის არბიტრმა გადაწყვიტა, რომელმაც 45 წუთზე ჯო კოული ჩემი აზრით უსამართლოდ გააგდო, რადგან მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი ბურთის ბლოკირებას ახდენდა, რაც თამაშის წესის დარღვევაა, მარტინ აფკისონმა კი ყველაფერს ცუდი თვალით შეხედა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ფეხბურთელებმა ფარხმალი არ დაყარეს, მეორე ტაიმში გოლიც გაიტანეს და რამოდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, კარგი იქნებოდა მეორე ტაიმის დებიუტი ორი გოლით დაგვეწყო, მაგრამ ამ მხრივ არ გაგვიმართლა, ჩვენ ფეხბურთელები განსაკუთრებით მეორე ტაიმში ბრძოლისუნარიანად გამოიყურებოდნენ, რითაც მე მოხარული ვარ”. “რაც შეეხება პეპე რეინას, ამ მეკარემ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ საუკეთესოა, როდესაც რამოდენიმე მკვდარი ბურთი აიღო, ხოლო მისმა შეცდომამ რომელიც ყველა მეკარეს მოსდის მსოფლიოში, მის ფსიქოლოგიურ განწყობაზე იქონია ზეგავლენა, მე იმედი მაქვს, რომ პეპე ამ შეცდომას დაივიწყებს და იმაზე იფიქრებს თუ რამდენჯერ დაეხმარა გუნდს” დაამატა ლივერპულთა თავკაცმა როი ჰოჯსონმა.

 

ინფორმაციის წყარო: the miror

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...