Jump to content
Planeta.Ge

ომი აღარასდროს აღარ უნდა დავიწყოთ


Recommended Posts

Saturn

ინიმუმ ერთხელ დავიბრუნეთ უკვე. 1921 წელს წართმეული ქვეყანა გასული საუკუნის 80-იან წლებში.

ძალიან ფილოსოფიასი გადავარდი ეხლა

 

 

 

Nukriko

კრეტინულ საქციელით დაკარგულ ტერიტორიებს, კრეტინული საქციელით ვერ დაიბრუნებ!

და რატომ ვაკეთებთ კრეტინობებს გამუდმებით ეს უნდა გავარკვიოთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ფილოსოფიასი გადავარდი ეხლა

რა სხვანაირად მოხდა? 1921 წელს ომით დავკარგეთ ქვეყანა, ფაქტია რომ მოხდა მისი ოკუპაცია და 1989 წელს არჩევნებით დავიბრუნეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა სხვანაირად მოხდა? 1921 წელს ომით დავკარგეთ ქვეყანა, ფაქტია რომ მოხდა მისი ოკუპაცია და 1989 წელს არჩევნებით დავიბრუნეთ.

არ იყო მასე...

საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და არავის ეცალა ჩვენთვის... და ამიტომ მოგვეცა საშუალება არჩევნების ჩატარების... პრინციპში არც იყო არჩევნები...

გამსახურდია რუსების მიერ იყო თავს მოხვეული...

თუ გახსოვთ, გამსახურდიას არც უნდოდა თავიდან მონაწილეობის მიღება არჩევნებში...

 

ასევე იყო 1917 წელსაც... არავის ეცალა ჩვენთვის და გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა... არ ეცალათ 1921 წლამდე... მერე მოიცალეს და დანარჩენი კი ვიცით...

 

რომელი ომი იყო 1921 წელს? მე-11 რუსულ არმიას ვინ ებრძოდა? მთავრობამ ისე გაქუსლა, უკან არ იხედებოდა... იყო პატარა შეტაკება და ეს იყო... შეიძლება ვცდები, მაგრამ მე როგორც ვიცი დიდი ომი არ გადაგვხდენია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ფაქტია რომ მოხდა მისი ოკუპაცია და 1989 წელს არჩევნებით დავიბრუნეთ.

90-ში იყო არჩევნები...თუმცა მე ვერ დავარქმევდი მშვიდობიანად დავიბუნეთ -თქო...9 აპრილი, აფხაზეთ სამაჩაბლოს ომი...ამ მიზეზებით მოხდა... პლიუს ჩვენი უტვინობა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ომი, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, და ისეთ დროს, როგორი დროცაა ახლა, 21-ე საუკუნე, წამგებიანი კი არა, დამღუპველია...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და არავის ეცალა ჩვენთვის... და ამიტომ მოგვეცა საშუალება არჩევნების ჩატარების

გასაგებია რომ საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა მშვიდობიანი გზით, ომის გარეშე. დანარჩენი, მერე რომ ომები მოხდა და ა.შ. ეს უკვე სხვა სფეროა.

 

რომელი ომი იყო 1921 წელს? მე-11 რუსულ არმიას ვინ ებრძოდა? მთავრობამ ისე გაქუსლა, უკან არ იხედებოდა... იყო პატარა შეტაკება და ეს იყო... შეიძლება ვცდები, მაგრამ მე როგორც ვიცი დიდი ომი არ გადაგვხდენია...

მე-11 არმიას ებრძოდა ქართული არმია. პატარა შეტაკება იყო თუ დიდი, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია რომ იყო ბრძოლები და როცა ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალები ლახავს მეორე ქვეყნის საზღვარს და ერთვება ბრძოლაში, ეს ცალსახად ნიშნავს იურიდიულ ენაზე აგრესიას და ომს. რაც შეეხება მასშტაბებს, იმ მასშტაბის შეტაკება იყო, რაც საჭირო შეიქნა იმ დროს საქართველოს ოკუპაციისათვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

 

გასაგებია რომ საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა მშვიდობიანი გზით, ომის გარეშე. დანარჩენი, მერე რომ ომები მოხდა და ა.შ. ეს უკვე სხვა სფეროა.

 

 

მე-11 არმიას ებრძოდა ქართული არმია. პატარა შეტაკება იყო თუ დიდი, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია რომ იყო ბრძოლები და როცა ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალები ლახავს მეორე ქვეყნის საზღვარს და ერთვება ბრძოლაში, ეს ცალსახად ნიშნავს იურიდიულ ენაზე აგრესიას და ომს. რაც შეეხება მასშტაბებს, იმ მასშტაბის შეტაკება იყო, რაც საჭირო შეიქნა იმ დროს საქართველოს ოკუპაციისათვის.

მე მაინც მგონია, რომ არავის ეცალა მაშინ ჩვენთვის და ამიტომ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა...

არ გეგონოთ, რომ მე ამის წინააღმდეგი ვიყო, პირიქით, მშვიდობიანად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს, დიდი სისხლი არ დაიღვარა...

 

მაგრამ მერე ჭკუა ვერ ვატანეთ ამ საქმეს და მშვიდობიანად მოსული მშვიდობა, ქარს გავატანეთ...

 

მშვიდობაა ახლა საქართველოში?

ჩემი აზრით არა, რადგან ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და საოკუპაციო ჯარი დგას იქ....

 

იგივე მოხდა პრინციპში 1921 წელს... უბრალოდ მაშინ სხვა რეალიები იყო და რუსეთმა პირდაპირ გადაგვიარა, იმიტომ რომ ეკიდა საერთაშორისო იმიჯი ლენინს და სტალინს...

რაც 2008 წელს მოხდა, იგივე ოკუპაცია იყო, ფერად ქაღალდში შეფუთული... და სხვა პოლიტიკური სიტუაცია... პუტინი სულ ცოტათი მაინც ითვალისწინებს მსოფლიოს აზრს და ამან გვიშველა...

 

თორემ როგორ დაიკიდა სარკო თავისი ხელშეკრულებით რუსეთმა ალბათ იცით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი ძმაო, გაააჩნია რა, ომისკენ არ უნდა ვისწრაფვოდეთ და თუკი ომი არ გვინდა წიპა ომისთვის

უნდა ვემზადოთ :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი ძმაო, გაააჩნია რა, ომისკენ არ უნდა ვისწრაფვოდეთ და თუკი ომი არ გვინდა წიპა ომისთვის

უნდა ვემზადოთ :018:

ეგ კი, მართალი ხარ...

ჯარიც გვინდა და ყოლიფერი, მარა, საომარი რიტორიკა არ გვინდა...

ის არ გვინდა, რასაც ოქრუაშვილი აკეთებდა მიშიკოს ხელმძღვანელობით...

 

თუმცა ჩემი ღრმა რწმენით, ეს ყველაფერი რუსების დადგმული იყო, რომ მსოფლიოს თვალში გაემართლებინათ საქართველოს ოკუპაცია... ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზოგადოებას იმხელა შეგნება უნდა გვქონდეს, რომ ომი მესამედ აღარასდროს აღარ დავიწყოთ.

 

 

ომი არის ანტიქართული პოზიცია და ვისაც უნდა ომი, ის ანტიქართულ პოზიციებზე დგას.

 

 

10-წლის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჯარიც, რომ გვყავდეს, ომი არ უნდა დავიწყოთ.

 

 

არ უნდა მოგვწონდეს, საომარი რიტორიკა, არ უნდა მოგვწონდეს და გვინოდოეს "სისხლის აღება", არ უნდა გვინდოდეს ომით პრობლემების მოგვარება. ომს ვერ მიიღებს რუსეთი, მაშინ რუსეთი დამარცხდება, რამდენჯერაც მიიღებს რუსეთი ომს, იმდენჯერ გაიმარჯვებს.

 

 

ქართული საზოგადოება უნდა იყოს იმდენად პაციფისტური, რომ ომის ყველანაირ მინიშნებასაც ძალიან რადიკალურად უნდა დაუპირისპირდეს, არ აირჩიოს, საომარ-პატრიოტიზმის მქადაგებელი პოლიტიკოსები.

 

გეთანხმები .სისხლის მაგივრად ჯობია მეტი ოფლი დავღვაროთ ,რატო გინდათ ომი ვერ გავიგე კიდე გინდათ დაკარგოთ რაც დაგვრჩა ტერიტორიები? ვერ ხვდებით რა სამეზობლოში გვიწევს არსებობა ? მგლებივით არიან და ერთი სული აქვთ ფეხი როდის დაგვიცდება რომ ყველამ ჩამოგვაჭრას ნაწილები. ნეტა როდის მოვა ან თუ მოვა საერთოდ ბრძენი ხალხი ამ მთავრობაში რომ ომების გარეშე დააყენოს ეს ქვეყანა ფეხზე. სულ ომი როდის უნდა დადგეს ეს ქვეყანა ფეხზე . ომი,ნეტა თავი მაინც გვქონდეს რამის . 21-ე საუკუნეა და ბეწვის ხიდზე მოგვიწევს გავლა ,ჩვენნაირი პატარა ქვეყანა რო გადარჩეს და არ გაგვსრისონ ,ჩვენ კი ყველაფერში ჩამორჩენილები ვართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან მაგარი ლიბერალებისთვის ასახსნელია ის, რომ განსხვავება ომის დაწყებასა და თავდაცვას შორის.

 

საქართველომ როდის დაიწყო ბოლოს ომი რომელი საუკუნე იყო ახსოვს ვინმეს? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველომ როდის დაიწყო ბოლოს ომი რომელი საუკუნე იყო ახსოვს ვინმეს?

ნუკრიკოს ჰგონია რომ ომი საქართველომ დაუწყო რუსეთს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატო არ გინდოდათ ომით დაგვებრუნებინა აფხაზეთი და სამაჩაბლო? მეც მინდოდა მარა არ გამოვიდა ხო ხედავთ და უფრო ცუდ მდგომარეობაში ვართ თორე ვანია თუ წამოვა თბილისზე უნდა იბრძოლო აბა რა უნდა ქნა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ომს რა თქმა უნდა ა რ ა . ჩემი აზრით ომის პროვოცირება შეცდომა იყო მაგრამ 3 დგეში დამთავრება უფრო დიდი შეცდომა იყო.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მის პროვოცირება შეცდომა იყო მაგრამ 3 დგეში დამთავრება

რა სამი დღე კაცო? ომი როგორც კი დაიწყო, 2 საათში დამთავრდა ყველაფერი. ეგრე ეხლა შეგვიძლია ვიძახოთ, რომ ვეომებით რუსეთს აგერ 2 წელიწადია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...