babuagiorgi Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 (edited) თუ ლიციმ გახსნა ისევ თავისი თემა გააერთიენთ მერე. რამაზ, შეხედულებებები რუსეთის თაობაზე ორად უნდა გავყოთ. 1. ერთი არის ობივატელის. ვთქვათ მეზობლად, ქუჩაში რესტორანში და ა.შ. ასეთ მოკლე წრეში შეიძლება ითქვას. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიხმაროთ ყველა ტიპის ლექსიკონი რუსების "ლოცვისას". 2. პოლიტიკური და მედიალური, ე.ი. საჯარო. ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება იმ პირველიდან სიტყვები.პოლიტიკა არ კეთდება გინებით და ლანძღვით. ჩვენ საქართველოს ისტორიის განმავლობაში არა მარტო რუსებმა მოგვიგეს ომი და აგვაოხრეს. ამ მეთოდით თუ მივუდექით საკითხს, მაშინ სალანძღავთა სია უნდა გავზარდოთ.რას მოგვცემს ასეთი პოლიტიკა? არაფერს. ფორუმზე თუ ვინმე გამოთქვამს აზრს, რუსეთთან ურთიერთობების თაობაზე, არაა ავომატიურად მოღალატე და რუსოფობი ან რუსოფილი. ამ მეთოდს სააკაშვილის რეჟიმი ხმარობს და რა ამათ უნდა დავემგვანოთ? პ.ს. ფორუმიც რამაზ არის საჯარო მედია-საშუალების ერთ ერთი ფორმა. Edited August 15, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 babuagiorgi2. პოლიტიკური და მედიალური, ე.ი. საჯარო. ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება იმ პირველიდან სიტყვები.პოლიტიკა არ კეთდება გინებით და ლანძღვით.ცუდია რომ ასეთი ელემენტარული ჭეშმარიტების მტიკცება გიწევს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 babuagiorgiჩვენ საქართველოს ისტორიის განმავლობაში არა მარტო რუსებმა მოგვიგეს ომი და აგვაოხრეს. ამ მეთოდით თუ მივუდექით საკითხს, მაშინ სალანძღავთა სია უნდა გავზარდოთ.რას მოგვცემს ასეთი პოლიტიკა? არაფერს. რაც ირანმა და თურქეთმა საქართველო ააოხრეს რუსეთს იმდენი შეიძლება არც გაუკეთებია.ამერიკაც მტერია მაგ გაგებით. უომრად და ვითომ სიყვარულით დაანგრია საქართველო ყოველნაირად.დაბალანსებული და ჭკვიანური პოლიტიკაა საჭირო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 რუსეთმა ჩაიდინა ორი უდიდესი დანაშაული საქართველოსთან მიმართებაში. ტერიტორიების ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა. ეს უკანასკნელი კაცობრიობის წინაშე დანაშაულად ითვლება. ამას გვერდს ვერავინ ვერ აუვლის. აი ყველაზე პრორუსული კაცი ან ქალი რომ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერი, ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები. მაგრამ ის რომ ამ ყველაფრის ფონზე ისეთი არანორმალური ამბები არ ხდება აქ რუსებთან მიმართებაში, როგორც მაგალითად სომხებს და აზერბაიჯანელებს შორის, ამით უნდა ვიამაყოთ. რუსებს რომ ვლანძღავთ, ეს პირველ რიგში საქართველოში მცხოვრებ რუსებს ესმით და არა ქსნის ხეობაში დაბანაკებულ რუს ჯარისკაცს. რამდენი შერეული ოჯახი არსებობს საქართველოში. რა უფლება აქვს ვინმეს ასეთ ადამიანს ოჯახის წევრი უგინოს? ეკლესია ხო საერთოდ რა შუაშია? ვიცნობ მე ერთ ქართველს, ვინც რუსული ეკლესიის მრევლია. იქაურ მამაოსთან დადიოდა მთელი ცხოვრება, და ახლა იმის გამო რომ ის ეკლესია რუსულია, სხვა ეკლესიაში რომ დაიწყოს სიარული, ქრისტიანული საქციელი იქნება ეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 არ ვიცი მიზეზი, მაგრამ რაღაც საშინლად ვიკინგურ დონემდე დავედით. რამაზიმ რუსებს თუ არ შევაგინეთო საქმე არ გასწორდება,ადს ხან ფიშტოს დაკავება უნდა და ხან ჩხინკა ჩხუკის ტომაგავკით დარბის ფორუმზე, არიქა გვეკიდებაო აქედან გეიპარადი გვიახლოვდება,ოპოპოლიტიკოსები დასავენებლად არიან წასულები, არა და რეჟიმი ისევ ჩათლახობს და ხალხს უჭირს. მოკლედ ისეთი შთაბეჭდილება რჩება საყოველთა ალაიქოთია ირგვლივ და კაცი არაა პატრონი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 babuagiorgiმოკლედ ისეთი შთაბეჭდილება რჩება საყოველთა ალაიქოთია ირგვლივ და კაცი არაა პატრონი. ”პატრონი” ბათუმში ისვენებს. ოპოზიციაც კაჟდება. შემოდგომაც მალე მოვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 mtidanშემოდგომაც მალე მოვა.რამე მოხდება? არა მგონია? თუმცა გრადუსი ნენელა რომ აიწევს ეჭვი არ მეპარება/// Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 newstudioრამე მოხდება? არა მგონია? თუმცა გრადუსი ნენელა რომ აიწევს ეჭვი არ მეპარება/// ფორუმი გასულია რეგიონებში და შარტავამ თქვა: ხალხი საბრძოლველად მზად არისო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 რაც შეეხებ რუსეთთან ჩვენს მომავალ ურთიერთობებს, აქ დიდი ცარიელი ადგილია დარჩენილი. სახლემწიფოს ე.ი. ხელისუფლებას არ აქვს დღეს არავითარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში.ამათ ხომ გასაგებია, რაც ადრე არ ჰქონდათ ეხლა საიდან მოიტანენ, მაგრამ არც ოპოზიციას აქვს რამე ნორმალური ხედვა ამ საკითხში. აუცილებელია ჩამოყალიბდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, სადაც ხაზგასმით იქნება აღნიშნული ქართული სახელმწიფოს სწრაფვა და მიზანი.ჩამოსაყალიბებელია არა მარტო დასავლეტის კურსის პრიორიტეტები, არამდ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის და ნორმალიზაციის საკითხები. ეს აუცილებელია სახელმწიფოსთვის.ეხლა კი ისინი ჩვენ გვაგინებენ, (რუსეთს ამით რა დაუშავდება) და ჩვენ მაგათ.ნუ გასაგებია რუსებს არ ენაღვლებათ და არ ეჩქარებათ, მაგრამ ჩვენ?ჩვენ გვჭირდება გამოსავლის ძებნა და არა რუსებს. ასეთი სიცარიელე ჰქმნის ამ საკითხებში გაუგებრობას და ხალხი პრინციპში აზრზე არაა სად და როგორ რა სთქვას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 babuagiorgiჩამოსაყალიბებელია არა მარტო დასავლეტის კურსის პრიორიტეტები, არამდ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის და ნორმალიზაციის საკითხები. ეს აუცილებელია სახელმწიფოსთვის.აი როგორ წარმოგიდგენია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, დაახლოებით მაინც დაწერე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 babuagiorgi აი როგორ წარმოგიდგენია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, დაახლოებით მაინც დაწერე. მაქვს ამის ხედვა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ დავწერ მთლიან კონცეპტს. დაიცადეთ რამოდენიმე თვე და ეგბ იხილოთ. ერთი არის ცხადი, რომ ურთიერთობების აღდგენა ამ ურთიერთობების სურვილის დეკლარირებით იწყება.ხელისუფლების პრერეგატივაა ეს პირველ რიგში.ხელისუფლება კი თავს ილენჩებს და არც ოპოს აძლევს ამის საშუალებას, მაგრამ რისი საშაუალება უნდა მისცეს ოპოს, როდესაც არც ამათ აქვთ გარკვეული ის თუ რა უნდათ. ხო და ჩემო ბატონო ვართ ასეთ გამოუვალ წრეში. შესადგენია გარკვეული პროგრამ რუსეთთან ურთიერთობების თაობაზე. ჩვენი ხედვა სიტუციისა და უახლოესი გეგმა რისი შესრულება შესაძლებელია ამ ეტაპზე.ყველაზე მტკივნეულ საკითში, რომელიც ტერიტორიებს ეხება. აქ ჩვენი შეთავაზება "მორატორიუმით" უნდა ამოიფარგლოს ამ მომენტში და ა.შ. მოკლედ როგოც დავწერე ზემოთ, შეიძლება მალე იხილოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 პ.ს. დავმატებ ერთს. ასეთი რამ პოლიტიკაში, როგორც "წარმოუდგენელია ან გამოსავალი არ არის" არ არსებობს.გამოსავალი ყოველთვის არის და არაფერია წარმოუდგენელი, ოღონდ ამაზე მუშაობაა საჭირო. პრობლემა ის არის, რომ დღეს ამ თემას ხელისუფლება და ოპოზიციაც გაურბის. ხო და ამიტომაც არის ასეთი წარმოუდგენელი ეს ამბე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 mtidanფორუმი გასულია რეგიონებში და შარტავამ თქვა: ხალხი საბრძოლველად მზად არისომაგენი სულ რეგიონებში დადიან შარშანდელის მერე)))... არ მჯერა მაგათიც...საქმე დაგვანახონ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 newstudio ფორუმი გასულია რეგიონებში და შარტავამ თქვა: ხალხი საბრძოლველად მზად არისო. ხალხი ყოველტვის მზადაა, აი შარტავა თუ არის თვითონ მზად ესაა საინტერესო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 babuagiorgiშესადგენია გარკვეული პროგრამ რუსეთთან ურთიერთობების თაობაზე. ჩვენი ხედვა სიტუციისა და უახლოესი გეგმა რისი შესრულება შესაძლებელია ამ ეტაპზე.ყველაზე მტკივნეულ საკითში, რომელიც ტერიტორიებს ეხება. აქ ჩვენი შეთავაზება "მორატორიუმით" უნდა ამოიფარგლოს ამ მომენტში და ა.შ.მორატორიუმი რას ნიშნავს, იმათთვის საქართველო სხვა საზღვრებშია მოქცეული, ჩვენთვის სხვა. მერე კიდევ მესამე ელჩი უნდა გამოუშვან საქართველოში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.