lasha1997 Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 (edited) საბჭოეთის დროს,თუ რუსული არ იცოდი კარგ სამსახურში შანსი არ იყო რომ მიეღეთ.დღეს არის და ინგლისური თუ არ იცი სამსახურის შოვნის შანსი მიზერია. გასაგებია,რომ ინგლისური საერთაშორისო ენაა,მაგრამ რატომ არის სავალდებულო ინგლისურის ცოდნა სამსახურში მიღების დროს საქართველოში? Edited August 15, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 რატომ არის სავალდებულო ინგლისურის ცოდნა სამსახურში მიღების დროს საქართველოში? რატომ? და მარტო საქართველოში? ძალიან ცუდი შეკითხვა დასვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 საბჭოეთის დროს,თუ რუსული არ იცოდი კარგ სამსახურში შანსი არ იყო რომ მიეღეთ.დღეს არის და ინგლისური თუ არ იცი სამსახურის შოვნის შანსი მიზერია. გასაგებია,რომ ინგლისური საერთაშორისო ენაა,მაგრამ რატომ არის სავალდებულო ინგლისურის ცოდნა სამსახურში მიღების დროს საქართველოში? აი მესმის ის, რომ მეგრულის ცოდნის გარეშე რომ არ ღებულობდნენ სამსახურში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 ძალიან ცუდი შეკითხვა დასვი ამიხსენი აბა რატომ არის ძალიან ცუდი შეკითხვა? babuagiorgi ხე,ეგაც ცუდია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 lasha1997არა მარტო ინგლისური, რუსულიც აუცილებელია და + სხვა ენა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 (edited) არა მარტო ინგლისური, რუსულიც აუცილებელია და + სხვა ენა... მართალი ხარ.რაც უფრო მეტი ენა იცი,მით უფრო „მდიდარი“ ხარ,მაგრამ რატომ გვაძალებენ მეთქი? ათი ათასი ინგლისურის მასწავლებელი(ამდენი სად უნდა დაასაქმონ?) ჩამოჰყავთო და იმიტომ ვკითხულობ.ფორუმებზე თუ დააკვირდები,ბევრი გამართული ქართულით ვერ წერს(მეც )და ჯერ ქართული გვესწავლა მეთქი რა. Edited August 15, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 lasha1997ათი ათასი ინგლისურის მასწავლებელი ჩამოჰყავთო და იმიტომ ვკითხულობ. როგორც ”ბოროტი ენები” ამბობენ ესენი ყოფილან იეჰოვას მოწმეები და ხალხის გასანათლებლად მოდიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 რატომ გვაძალებენ მეთქი?მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ინგლისურს კი არა ბიოსამედიცინო ინჟინერიას გავხდიდი სავალდებულოს მე-5 კლასში... მაგრად გვენძრევა და იმიტომ, ახალგაზრდობას თავში განათლება თუ არ ჩავუტენეთ, მთლად გავიწირებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 babuagiorgiაი მესმის ის, რომ მეგრულის ცოდნის გარეშე რომ არ ღებულობდნენ სამსახურში. ჩემთვის სულ ერთია - სამივე ვიცი (ინგლისური, რუსული, მეგრული - ეს უკანსაკნელი, სხვათაშორის მოსკოვში ვისწავლე)ჩქიმი პაკაზუხა ისე, კარგია თუ გვაძალებენ - ორივე ენა აუცილებელია ადამიანისთვის დღეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 ნეტა 20 წლის წინაც დაეძალებინათ, მშვენიერი ენა ყოფილა ეს ინგლისური რუსულიც საჭირო იყო და სხვა ენებიც კარგია თუ იცი, დასავლეთში ხალხმა 9 ენა იცის,ვნანობ რომ აქამდე ვერ მოვიცალე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 საბჭოეთის დროს,თუ რუსული არ იცოდი კარგ სამსახურში შანსი არ იყო რომ მიეღეთ.დღეს არის და ინგლისური თუ არ იცი სამსახურის შოვნის შანსი მიზერია.გასაგებია,რომ ინგლისური საერთაშორისო ენაა,მაგრამ რატომ არის სავალდებულო ინგლისურის ცოდნა სამსახურში მიღების დროს საქართველოში? სამსახურს გააჩნია. ფიზიკურად თუ მუშაობ არაა სავალდებულო. არც სახელმწიფო სტრუქტურებში დაბალი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებს არ სთხოვს არავინ ინგლისურის ცოდნას. მე მაგალითად წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის დონეზე ვიცი ინგლისური. ლაპარაკს პრაქტიკულად ვერ ვიგებ თუ ძალიან მარტივი ტექსტი არაა. კომერციული სტრუქტურები თავად წყვეტენ რის ცოდნა მოითხოვონ და რის არა, ამას ვერავინ დაუშლის. P.S. სხვების არ ვიცი და ჩემს შვილს ნამდვილად დავაძალებ ინგლისურის სწავლას, ნეტა ჩემთვის დაეძალებინა ვინმეს თავის დროზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 P.S. სხვების არ ვიცი და ჩემს შვილს ნამდვილად დავაძალებ ინგლისურის სწავლას, ნეტა ჩემთვის დაეძალებინა ვინმეს თავის დროზე. გასაგებია და მეც ეგრე ვარ.რუსული უნდა ვასწავლო დამატებით ლაშას.ესპანურს სწავლობს სკოლაში და რატომ არის მეთქი ინგლისურის ცოდნა აუცილებელი საქართველოში ნორმალური სამსახური რომ იშოვოს კაცმა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 lasha1997ესპანურს სწავლობს სკოლაში ისე, შენც რომ ისწავლო, არ იქნებოდა ურიგო. სადღაც წავიკითხე, მომავალში ამერიკაში ესპანური ყველაზე ხადავოი იქნება-ვო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 ისე, შენც რომ ისწავლო, არ იქნებოდა ურიგო. სადღაც წავიკითხე, მომავალში ამერიკაში ესპანური ყველაზე ხადავოი იქნება-ვო. შენ ეროსი მანჯგალაძის სპექტაკლი არ გახსოვს,ორმოცი წლის შემდეგ ტვინი კლებას რომ იწყებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 lasha1997 ადვილი ენაა - ინგლისურივით ტვინის დღვნა არ გიწევსო - ნუ, ასე ამბობს მცოდნე პუბლიკა. ვახ, ბევრს მივცემდი ეროსის ან ჩანტლაძის სპექტაკლზე დასწრებაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.