Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - აქციის მონაწილეები დააჯარიმეს


Recommended Posts

აშშ-ს მოქალაქე, მწერალი ირაკლი კაკაბაძე, პოეტები ალექსი ჩიღვილაძე და შოთა დიღმელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გაათვისუფლეს.

 

მოსამართლემ ისინი 400-400 ლარით დააჯარიმა. სამივე დაკავებულს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევაში ედებოდათ, რაც ბოროტად დაუმორჩილებლობას ნიშნავს.

 

სამართალდამცავებმა კაკაბაძე, დიღმელაშვილი და ჩიღვილაძე გუშინ ბუშის ქუჩაზე გამართული აქციის დროს დააკავეს. აქციის მონაწილეები ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას ითხოვდნენ.

 

ბრალდების მიხედვით, ისინი არ დაემორჩლნენ საპატრულო პოლიციას და დააზიანეს ქუჩის აბრა.

 

დაკავებულების ადვოკატის ანა წიკლაურის თქმით, მოსამართლემ უარი განაცხადა, ენახა ვიდეო მასალა, რომელზეც ჩანს, რომ აქციის მონაწილეები მოწოდების შემდეგ გადავიდნენ სავალი ნაწილიდან და დაემორჩილნენ სამართალდამცავების მოთხოვნას.

 

”მოსამართლემ ჩათვალა, რომ ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, შესაძლოა მონტაჟი ყოფილიყო და საკმარისად მიიჩნია მოწმეთა ჩვენებები” - განაცხადა წიკლაურმა.

 

სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებული მხარის მოწმეების ჩვენება.

 

არ არის გამორიცხული, სასამართლოს გადაწყვეტილება დაზარალებულებმა გაასაჩივრონ. მათ ამისთვის 10 –დღიანი ვადა აქვთ.

 

”უოლტ უიტმენის ქუჩა ჯორჯ ბუშის ქუჩის ნაცვლად” - ამ სახელწოდების აქციისთვის ორგანიზატორებმა თანამოაზრეების შეკრება სოციალური ქსელ ფეისბუქით დაიწყეს.

 

”ამერიკის სიმბოლო არ არის ჯორჯ ბუში. ბუში ნავთობისთვის ომის სიმბოლოა, პრეზიდენტი, რომელმაც ამერიკის იდეას ძირი გამოუთხარა. უოლტ უიტმენის ლექსი "ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო" ეძღვნება ნამდვილ ამერიკას, რომელიც აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს, მიუხედავად იმისა, მოკლავს კორპორატოკრატია მის კაპიტანს, თუ არა. დღეს ამერიკა აღარაა ბუშის ამერიკა, ჩვენ კი ამერიკის პატივსაცემად ამერიკელი ხალხის თვალში იდიოტი პრეზიდენტის ქუჩა გვაქვს.

როცა საუბარი გვაქვს ამერიკაზე, პირველ რიგში თავისუფალი სული, მეოცნებე მაძიებლები, თამამი იდეები და ის კულტურული ნოვაციები უნდა გაგვახსენდეს, რომლებითაც ამერიკამ მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალა. უოლტ უიტმენი ამ ტრადიციის ნაწილია. ბუშის პრეზიდენტობა ხიჭვია ტრაკში, რომლის ამოძრობასაც 8 წელი დასჭირდა. უოლტ უიტმენი კი მუდმივია. ძირს ბუში, გაუმარჯოს უოლტ უიტმენს!” -ასეთი ტექსტია განთავსებულ ამ მოვლენისადმი შექმნილ გვერდზე.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...