Jump to content
Planeta.Ge

დაღუპული შვილის დედა შიმშილობს


Recommended Posts

გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან მოშიმშილე, აფხაზეთიდან დევნილ 79 წლის ნინო ცინდელიანს ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია .

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცინდელიანმა განუცხადა, ერთადერთი გამოხმაურება, რომელიც მან ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროდან მიიღო, იყო სატელეფონო ზარი, რომლის ავტორმაც, სამინისტროს წარმომადგენელმა იულია ხარაიშვილმა, თხოვნით მიმართა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, რადგან პროტესტი უკიდურესი ფორმა, მხოლოდ მინისტრის განაწყენებას გამოიწვევდა და მას სიიდან ამოიღებდა.

 

დევნილი ქალბატონი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მის თქმით, ხვალ ის ე.წ. ისნის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსახლებულ დევნილთა საპროტესტო აქციას შეუერთდება, რომელიც 14:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობასთანაა დაგეგმილი და ხვალიდან შიმშილობას სამინისტროსთან გააგრძელებს.

 

ნინო ცინდელიანი 13 აგვისტოს, 700-მდე ოჯახთან ერთად, ე.წ. ისნის ჰოსპიტალიდან იძულებით გამოასახლეს. მისივე განცხადებით, გამოსახლების შემდეგ ქუჩაში დარჩა, მისი ნივთები კი ვაშლიჯვარში, თბილისის მერიის საწყობში წაიღეს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ მემორიალთან, სადაც მისი შვილის, აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ ვიბლიანის გვარია ამოტვიფრული, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაეწყო.

 

ცინდელიანი, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანი და მეორე ჯგუფის ინვალიდია, ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულებას აპროტესტებს. მას ზუგდიდიდან 30 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ჯვარში ჩასახლება შესთავაზეს, რომელიც მისთვის მიუღებელია. ცინდელიანის თქმით, სტუდენტი შვილიშვილი ჰყავს და აღნიშნული სოფლიდან თბილისში ვერ ივლის.

დევნილი ქალბატონი შიმშილობას მანამ გააგრძელებს, ვიდრე მისი მოთხოვნა, თბილისის მასშტაბით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფსთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდება.

 

http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/142508-daghupuli-shvilis-memorialthan-moshimshile-79-tslis-devnil-qalbatons-khelisuflebidan-am-dromde-aravin-gamokhmaurebia.html

 

პ.ს. რა ვთქვა რაღა დავწერო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

კონკრეტულ კონდიციას არ ვგულისხმობ, მხედველობაში მაქვს შვილმკვდარი დედები, რომლებიც სახელმწიფოსგან ნულოვან მხარდაჭერას ღებულობენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

გაქვს რამე იდეა?

 

ეს იდეა იყო აქ და არაერთხელ.

შევადგინოთ ტექსი და შევაგროვოთ ხელმოწერები აქ და თუ გნებავთ იმ მეორე ფორუმზეც. შემდგომ გადავაგზავნოთ ხელისუფლებაში და პრესაში.

სულ არაფერს რამე გავაკეთოდ ის სჯობია.

და თან იმ ადამინისათვის იქნება მორალური მხარდაჭერა ვინც ეხლა აპროტესტებს.

 

პ.ს. თუ გაკეთდება პრესაში მე გავაშვებინებ ამ ამბეს.

 

რომელი ხართ აქ თბილისში?

 

გაჭირდება ვინმემ მიაკითხოს მოშიმშილეს?

 

ეს დალოცვილი ჩვენი მხარდჭერაც რომ უთხრათ, გულს მაინც გაუმაგრებას ადამიანს.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მაგრამ, საიდან ასეთი სოლიდარობა? გვერდით თემაში ხალხის გამოყრაზე ასეთი რამ არ მახსოვს - პირიქით ღირსები არიანო წერდნენ მავანნი. ახლა კი იგივე მავანები, ასე ვთქვათ, სხვაგვარად ჟღურტულებენ :what:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

კი მაგრამ, საიდან ასეთი სოლიდარობა? გვერდით თემაში ხალხის გამოყრაზე ასეთი რამ არ მახსოვს - პირიქით ღირსები არიანო წერდნენ მავანნი. ახლა კი იგივე მავანები, ასე ვთქვათ, სხვაგვარად ჟღურტულებენ

ეტყობა არ გინდა გაიგო...

 

შეცდომა დაუშვეს და შედეგიც მიიღეს...

 

ეს არ ნიშნავს იმას რომ ადამიანობა დავკარგოთ განსხვავებით ნაცებისგან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

მაგაზე არაა კამათი. რა თქმა უნდა შეცდომა დაუშვეს - გეთანხმები. მაგრამ, იქ ერთი-ორი იუზერი წერდა, შენც მათ შორის, თუ არ ვცდები, ღირსები არიანო. ნუ, რაც დასთესეს, ის მოიმკესო; ახია მაგათზეო და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცი რაშია საქმე კაცო, '

ამ დევნილებს ერთი ორგანიზაცია მაინც შეექმნათ, რეალური ორგანიზაცია ვინც მათ უფლებებს დაიცავდა,

 

მერე ეს ორგანიზაცია გამოვიდოდა ვთქვათ ასეთ შემთხვევაში და მოუწოდებდა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ,

 

ეხლა კი რა გამოდის კაცო, ამდენი დევნილია და ერთმანეთს არ უჭერენ მხარს,

ანარაირი საერთო პოზიცია არა აქვთ

ანუ არ გააჩნიათ სოლიდარობის გრძნობა, ეს ძალიან ცუდია და ბუნებრივია მოქმედებს არადევნილ მოსახელობაზეც,

 

არადა, წესით დევნილებს უნდა ჰქონდეთ საერთო ინტერესები, ისინი უნდა იყვნენ შეკრულნი, უნდა იცავდნენ ერთმანეთს სახელმწიფოს ძალადობისგან და იბრძოდნენ თავიანთი უფლებებისთვის,

 

უამრავი დევნილი გამოუდევნიათ სხვადასხვა დროს და მე არ მახსოვს რომ ერთიანი რაღაც პროტესტი ყოფილიყოს,

 

ხოლო თუკი ადამიანთა გარკვეულ წრეს თავისნაირების გულისტკივლი არ ადარდებს, ძნელია რომ სხვებმა მხარი დაუჭიროს ბოლომდე, ნუ იქ შესაძლოა აღშფოთება შეშფოთება და მორჩა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

მაგაზე არაა კამათი. რა თქმა უნდა შეცდომა დაუშვეს - გეთანხმები. მაგრამ, იქ ერთი-ორი იუზერი წერდა, შენც მათ შორის, თუ არ ვცდები, ღირსები არიანო. ნუ, რაც დასთესეს, ის მოიმკესო; ახია მაგათზეო და ა.შ.

 

მე მგონი ეს უფრო წამიერი ემოცია იყო.

ის კეი ხალზე ახიათქო არ ითქმის, იმ შემთხვევასიც როდესაც ხალხი არ იქცევა სწორად.

 

აქ გეთანხმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, ამ ოპოზიციის ქუნემ... რა. ლაშა ჩხარტიშვილის მეტი ხმის ამომღები კაცი არაა. ბევრი რესპექტი ამ კაცს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...