newstudio Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან მოშიმშილე, აფხაზეთიდან დევნილ 79 წლის ნინო ცინდელიანს ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია .როგორც "ინტერპრესნიუსს" ცინდელიანმა განუცხადა, ერთადერთი გამოხმაურება, რომელიც მან ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროდან მიიღო, იყო სატელეფონო ზარი, რომლის ავტორმაც, სამინისტროს წარმომადგენელმა იულია ხარაიშვილმა, თხოვნით მიმართა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, რადგან პროტესტი უკიდურესი ფორმა, მხოლოდ მინისტრის განაწყენებას გამოიწვევდა და მას სიიდან ამოიღებდა. დევნილი ქალბატონი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მის თქმით, ხვალ ის ე.წ. ისნის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსახლებულ დევნილთა საპროტესტო აქციას შეუერთდება, რომელიც 14:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობასთანაა დაგეგმილი და ხვალიდან შიმშილობას სამინისტროსთან გააგრძელებს. ნინო ცინდელიანი 13 აგვისტოს, 700-მდე ოჯახთან ერთად, ე.წ. ისნის ჰოსპიტალიდან იძულებით გამოასახლეს. მისივე განცხადებით, გამოსახლების შემდეგ ქუჩაში დარჩა, მისი ნივთები კი ვაშლიჯვარში, თბილისის მერიის საწყობში წაიღეს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ მემორიალთან, სადაც მისი შვილის, აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ ვიბლიანის გვარია ამოტვიფრული, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაეწყო. ცინდელიანი, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანი და მეორე ჯგუფის ინვალიდია, ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულებას აპროტესტებს. მას ზუგდიდიდან 30 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ჯვარში ჩასახლება შესთავაზეს, რომელიც მისთვის მიუღებელია. ცინდელიანის თქმით, სტუდენტი შვილიშვილი ჰყავს და აღნიშნული სოფლიდან თბილისში ვერ ივლის. დევნილი ქალბატონი შიმშილობას მანამ გააგრძელებს, ვიდრე მისი მოთხოვნა, თბილისის მასშტაბით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფსთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდება. http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/142508-daghupuli-shvilis-memorialthan-moshimshile-79-tslis-devnil-qalbatons-khelisuflebidan-am-dromde-aravin-gamokhmaurebia.html პ.ს. რა ვთქვა რაღა დავწერო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 არადა რამდენია ეგეთ მდგომარეობაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 Private Nodariარადა რამდენია ეგეთ მდგომარეობაში.არ ვიცი ბევრია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 newstudioკონკრეტულ კონდიციას არ ვგულისხმობ, მხედველობაში მაქვს შვილმკვდარი დედები, რომლებიც სახელმწიფოსგან ნულოვან მხარდაჭერას ღებულობენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 მხარდაჭეირს რამე ფორმით მიწოდება სეგვიძლია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 babuagiorgiმხარდაჭეირს რამე ფორმით მიწოდება სეგვიძლია?გაქვს რამე იდეა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 სახლი ავუშენოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 (edited) babuagiorgi გაქვს რამე იდეა? ეს იდეა იყო აქ და არაერთხელ.შევადგინოთ ტექსი და შევაგროვოთ ხელმოწერები აქ და თუ გნებავთ იმ მეორე ფორუმზეც. შემდგომ გადავაგზავნოთ ხელისუფლებაში და პრესაში.სულ არაფერს რამე გავაკეთოდ ის სჯობია.და თან იმ ადამინისათვის იქნება მორალური მხარდაჭერა ვინც ეხლა აპროტესტებს. პ.ს. თუ გაკეთდება პრესაში მე გავაშვებინებ ამ ამბეს. რომელი ხართ აქ თბილისში? გაჭირდება ვინმემ მიაკითხოს მოშიმშილეს? ეს დალოცვილი ჩვენი მხარდჭერაც რომ უთხრათ, გულს მაინც გაუმაგრებას ადამიანს. Edited August 15, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 babuagiorgiგაჭირდება ვინმემ მიაკითხოს მოშიმშილეს?არა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 კი მაგრამ, საიდან ასეთი სოლიდარობა? გვერდით თემაში ხალხის გამოყრაზე ასეთი რამ არ მახსოვს - პირიქით ღირსები არიანო წერდნენ მავანნი. ახლა კი იგივე მავანები, ასე ვთქვათ, სხვაგვარად ჟღურტულებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 Grigკი მაგრამ, საიდან ასეთი სოლიდარობა? გვერდით თემაში ხალხის გამოყრაზე ასეთი რამ არ მახსოვს - პირიქით ღირსები არიანო წერდნენ მავანნი. ახლა კი იგივე მავანები, ასე ვთქვათ, სხვაგვარად ჟღურტულებენ ეტყობა არ გინდა გაიგო... შეცდომა დაუშვეს და შედეგიც მიიღეს... ეს არ ნიშნავს იმას რომ ადამიანობა დავკარგოთ განსხვავებით ნაცებისგან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 newstudio მაგაზე არაა კამათი. რა თქმა უნდა შეცდომა დაუშვეს - გეთანხმები. მაგრამ, იქ ერთი-ორი იუზერი წერდა, შენც მათ შორის, თუ არ ვცდები, ღირსები არიანო. ნუ, რაც დასთესეს, ის მოიმკესო; ახია მაგათზეო და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 იცი რაშია საქმე კაცო, 'ამ დევნილებს ერთი ორგანიზაცია მაინც შეექმნათ, რეალური ორგანიზაცია ვინც მათ უფლებებს დაიცავდა, მერე ეს ორგანიზაცია გამოვიდოდა ვთქვათ ასეთ შემთხვევაში და მოუწოდებდა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ, ეხლა კი რა გამოდის კაცო, ამდენი დევნილია და ერთმანეთს არ უჭერენ მხარს,ანარაირი საერთო პოზიცია არა აქვთანუ არ გააჩნიათ სოლიდარობის გრძნობა, ეს ძალიან ცუდია და ბუნებრივია მოქმედებს არადევნილ მოსახელობაზეც, არადა, წესით დევნილებს უნდა ჰქონდეთ საერთო ინტერესები, ისინი უნდა იყვნენ შეკრულნი, უნდა იცავდნენ ერთმანეთს სახელმწიფოს ძალადობისგან და იბრძოდნენ თავიანთი უფლებებისთვის, უამრავი დევნილი გამოუდევნიათ სხვადასხვა დროს და მე არ მახსოვს რომ ერთიანი რაღაც პროტესტი ყოფილიყოს, ხოლო თუკი ადამიანთა გარკვეულ წრეს თავისნაირების გულისტკივლი არ ადარდებს, ძნელია რომ სხვებმა მხარი დაუჭიროს ბოლომდე, ნუ იქ შესაძლოა აღშფოთება შეშფოთება და მორჩა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 newstudio მაგაზე არაა კამათი. რა თქმა უნდა შეცდომა დაუშვეს - გეთანხმები. მაგრამ, იქ ერთი-ორი იუზერი წერდა, შენც მათ შორის, თუ არ ვცდები, ღირსები არიანო. ნუ, რაც დასთესეს, ის მოიმკესო; ახია მაგათზეო და ა.შ. მე მგონი ეს უფრო წამიერი ემოცია იყო.ის კეი ხალზე ახიათქო არ ითქმის, იმ შემთხვევასიც როდესაც ხალხი არ იქცევა სწორად. აქ გეთანხმები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 ისე, ამ ოპოზიციის ქუნემ... რა. ლაშა ჩხარტიშვილის მეტი ხმის ამომღები კაცი არაა. ბევრი რესპექტი ამ კაცს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.