planetanews Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი კაკაბაძის და კიდევ ორი დაკავებული პოეტის საქმის განხილვა დაიწყება. ისინი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. დაკავებულებს ბრალი 173 -ე მუხლის დარღვევაში ედებათ, რაც პოლიციისადმი ბოროტ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია აშშ-ს მოქალაქე ირაკლი კაკაბაძე, რომელმაც დააზიანა ჯორჯ ბუშის ქუჩის აბრა. კაკაბაძესთან ერთად დაკავებულ პოეტებს ალექსი ჩიღვილაძეს, შოთა დიღმელაშვილს (შოთა გაგარინი) ბრალი 173 -ე მუხლის დარღვევაში ედებათ. შსს-ს გავრცელებული ინფორმაციაში ისინი საერთოდ არ არიან მოხსენიებული. სამივე 14 აგვისტოს საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. დაკავებულები აქციას ჯორჯ ბუშის ქუჩაზე მართავდნენ და ბუშის ქუჩისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას ითხოვდნენ. დაკავებულების ინტერესებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი იცავენ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts