newstudio Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 http://www.myvideo.ge/?video_id=1028221 უყურეთ ვიდეოს... მოკლეა 4 წუთიანი! "გლისრევის სმაილი" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 კარგია რომ პოსტები წაიშალა, მეგობრებო, დევნილები ჩვენი თანამემამულეებიარიან, მათ შორის არიან ღირსეული ადამიანები,მათ ჰყავთ შვილები, პატარა ბოვშები, იქ არიან მოხუცებიც, ამ ხალხმა გადაიტანა უდიდესი სტრესი და არ შეგვშვენის ჩვენ რომ ამ გაჭირვებული ხალხის ბედზე ნიშნის მოგებით ვისაუბროთ,ჩვენ არ გაგვივლია მათი გზა, ასე რომ ნუ ვისაუბრებთ ჩვენი გადმოსახედიდან მხოლოდ,ვახ კაცო, პატიმრებზე შეგვტკივა გული და ამ ხალხმა რა დააშავა რომ მათმა უბედურება და გაჭირვება გულთან არ მივიტანოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 (edited) ყველა ამ საცოდავი ხალხის უბედურებაზე ითბობენ ხელებს და მ....ნ დამსმელები ჩვენს პოლიტიკოსებს ვინც ამ ხალხს იყენებს სათავისოდ. Edited August 14, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 მათ ჰყავთ შვილები, პატარა ბოვშები, იქ არიან მოხუცებიც, ამ ხალხმა გადაიტანა უდიდესი სტრესი და არ შეგვშვენის ჩვენ რომ ამ გაჭირვებული ხალხის ბედზე ნიშნის მოგებით ვისაუბროთ, თუ 4 წელი როგორღაც არსებობენ, ის ერთი დღეც გადააგორონ როგორმე და 20 ლარის გულისათვის ნუ იფუჭებენ სამომავლო საქმეს. იქნებ ახლა მაინც გაიგონ, რომ მაგათი მშველელი არავინაა და არჩევნებზე შეპირებული ოქროს კოშკები აღარ დაიჯერონ. დევნილები საარჩევნოდ სერიოზული ძალაა და საარჩევნო გარემოს შეცვლა არაფერს მოგვცემს, თუ ეგენი ისევ ისე დაეხარბებიან გროშებს. უფასო ყველი მარტო სათაგურშია. რა თქმა უნდა ძალიან საცოდავები არიან. მაგაზე არავინ დავობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 mtidan ძნელია იმის წარმოდგენა იმ ადამიანებისთვის,ვისაც ის უბედურება არ გამოგვივლია.ეგ ხალხი საკუთარ ქვეყანაში ორჯერ გახდნენ უკვე ლტოლვილები და სახლებიდან გამოყრის შიშით უფრო აკეთებენ ამას ჩემის აზრით ვიდრე ოცი ლარის გამო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 თუ 4 წელი როგორღაც არსებობენ, ის ერთი დღეც გადააგორონ როგორმე და 20 ლარის გულისათვის ნუ იფუჭებენ სამომავლო საქმეს. იქნებ ახლა მაინც გაიგონ, რომ მაგათი მშველელი არავინაა და არჩევნებზე შეპირებული ოქროს კოშკები აღარ დაიჯერონ.დევნილები საარჩევნოდ სერიოზული ძალაა და საარჩევნო გარემოს შეცვლა არაფერს მოგვცემს, თუ ეგენი ისევ ისე დაეხარბებიან გროშებს.უფასო ყველი მარტო სათაგურშია.რა თქმა უნდა ძალიან საცოდავები არიან. მაგაზე არავინ დავობს. 110% ბავშვები მარტო დევნილებს არ ყავთ... არც მარტო დევნილები არიან უსახლკარო, ბევრ თბილისელსაც არ აქვს სახლი.. და არც ყველა ლტოლვილი ან მხოლოდ ლტოლვილი ყიდის ხმებს ფულზე, ფქვილზე, შაქარზე და ცარიელ დაპირებებზე, ეგეთი საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 110% ბავშვები მარტო დევნილებს არ ყავთ... არც მარტო დევნილები არიან უსახლკარო, ბევრ თბილისელსაც არ აქვს სახლი.. და არც ყველა ლტოლვილი ან მხოლოდ ლტოლვილები ყიდიან ხმებს ფულზე, ფქვილზე, შაქარზე და ცარიელ დაპირებებზე, ეგეთი საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილია..ვახ, დევნილებს სხვანაირი სისხლი აქვთ ტო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 asdsდა არც ყველა ლტოლვილი ან მხოლოდ ლტოლვილი ყიდის ხმებს ფულზე, ფქვილზე, შაქარზე და ცარიელ დაპირებებზე, ეგეთი საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილია.. სანამ ხალხი ვერ მიხვდება რა არის მათი უბედურების სათავე, მანამ არ არის საშველი.პ.ს. არჩევნების წინ ხდება ხოლმე ვითომ ანტიკამპანია: მაინც ეგენი გავლენო და ალბათ ხმის გამყიდველიც ფიქრობს 20 ლარი მაინც შემრჩესო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 ხმები რომ არ გაყიდონ, ვიღაცის იმედი უნა ქონდეთ,,, თორემ ისე ფიქრობენ მაინც არაფერი შეიცვლებაო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 mtidanსანამ ხალხი ვერ მიხვდება რა არის მათი უბედურების სათავე, მანამ არ არის საშველი.პ.ს. არჩევნების წინ ხდება ხოლმე ვითომ ანტიკამპანია: მაინც ეგენი გავლენო და ალბათ ხმის გამყიდველიც ფიქრობს 20 ლარი მაინც შემრჩესო. ხმები რომ არ გაყიდონ, ვიღაცის იმედი უნა ქონდეთ,,, თორემ ისე ფიქრობენ მაინც არაფერი შეიცვლებაო... შვილების მომავალის გაყიდვა სიკვდილით მარტო შეიძლება გამოისყიდოს ადამიანმა.. ბევრი რამე შეიძლება გაუგო ადამიანს და შეიძლება ბევრი რამე მიუტევო კიდეც, მაგრამ საკუთარი და სხვისი შვილების მომავალი გაყიდო ტო? ეგ უპატიებელი ცოდვაა და მნიშვნელობა არ აქვს ვინ რითი ხელმძღვნელობდა მაგ მომენტში და ან ვინ როგორ იმართლებს თავს პოსტ ფაქტუმ.. აქვე უნდა ითქვას რომ მხოლოდ დევნილებზე არ ვსაუბრობ, ხმებით ვაჭრობა სეზონურ ბიზნესად ექცა ბევრს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული პირები დღეიდან შიმშილობის აქციას იწყებენ. როგორც "პირWელს" მაჩაბლის #8-ში მცხოვრებმა ერთ-ერთმა დევნილმა ნუნუ ხუბუამ განუცხადა, დევნილების ერთადერთი მოთხოვნა მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფამდე სახელმწიფოს მიერ იმ შენობებში ცხოვრების უფლების მიცემა იქნება, სადაც აქამდე იმყოფებოდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 მოკლედ, თუ რამის გამკეთებლები ხარტ აგერ არის მიმარტვა და შეგიძლიატ მანდ დააფიქსიროთ თქვენი მხარდაჭერა.შემდგომ ამ მიმაღგვი მიწოდებაზე მე ვიზრუნებ. საკმარისი კომენტარში მოათავსოთ თქვნი ხელმოწერა. გადავამოწმებ რამე არ ეწერსო ისეთი მიუღებელი და თანხმობას მივცემ, რის სემდეგ ხელმოწერა გამოჩნდება.შეგიძლიათ ეს ლინკი მეორე დიდი ფორუმი რომაა იქ მოათავსოთ? ... http://www.georgian-style.net/archives/51 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2010 http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/142549-machablis-quchidan-devnilebs-asakhleben.html მორიგი გასახლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2010 (edited) სერიოზული სამუშაოა რეგიონებში, იგივე დევნილებში... გგონიათ ვინმე მუშაობს? ოპოზიციას წინასაარჩევნოდაც არ ახსენდება.... Edited August 16, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2010 თბილისიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვრის ფოცხოეწერის დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებს არანაირი საცხოვრებელი პირობები არ აქვთ. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~ახალი მემარჯვენეების" წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, წალენჯიხის საკრებულოს წევრმა დავით ბელქანიამ განუცხადა, ფოცხოეწერში იმ კორპუსებს, სადაც დევნილები ჩაასახლეს, დაპირების მიუხედავად არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაუმართავია წყალგაყვანილობის სისტემა, სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და არ არის შექმნილი ცხოვრების ელემენტარული პირობები.ამასთან დავით ბელქანიამ განაცხადა, რომ დევნილებს არ აქვთ დასაქმების პერსპექტივა, რადგან თვითონ რაიონის მოსახლეობაც დაუსაქმებელია და მათგან განსხვავებით, დევნილებს მიწის ნაკვეთებიც არ აქვთ გამოყოფილი.დევნილები პროტესტს გამოთქვამენ და დევნილთა და განსახლების სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებენ.~ახალი მემარჯვენეები" შესაბამის სამინისტროს მოუწოდებენ დევნილებს ახალი განსახლების ადგილებში ცხოვრების ნორმალური პირობები შეუქმნან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.