newstudio Posted August 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 asdsკიდევ რამდენერ ამუხტავებენ ესეთი პრიმიტივიზმებით ხალხს საინტერესოა..არადა ასეთ ჩამკვდარ სიტუაციაში ცოტა გამოცოცხლებაც საქმეა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 newstudioარადა ასეთ ჩამკვდარ სიტუაციაში ცოტა გამოცოცხლებაც საქმეა... საქმე ის იქნება საზოგადოებაში დაგროვილი პროტესტი თუ შედეგზე ორიენტირებულ აქციებში აისახება და არა ის თუ ვიღაც კაკაბაძეებს, გრეჩიხებს, ბურჯიკებს, ალასანიებს და სააკაშვილის კრიმინალური რეჟმის სხვა წარმომადგენლებს ამ პროტესტის უკვე მერამდენენდ გაფლანგვა/განეიტრალების შანსი მიეცემათ.. მაინც არავინ ან თითქმის არავინ არ გაიგებს რას ვამბობ და იმუხტავეთ ბატონო, მერე ისევ უი როგორ მოგვატყუესო იძახეთ და მერე ისევ იმუხტავეთ და მერე ისევ მოგვატყუესო იძახეთ და მერე ისევ და ისევ და ისევ და კიდევ ერთი ოც წელსაც გადააგორებთ ასე უაზრო მუხტაობაში.. ამასობაში კი ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი და ყველა დაისვენებს.. ნება თქვენია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 ერთი და იგივე.არესბობს ვიდეო მასალა სადც ნათლად ჩანს, რომ დაკავებულებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.სასამართლო უარს ამბობს მის ნახვაზე.ასეთია ძმები კუბლაშვილების და საერთოდ ნაცმოძრაობის სამართალი.ბუშისაც და ამათი სამართლის დედაც... სასამართლო სიტემის გამოკეთება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ამბე საქართველოში. ჩემი აზრით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციების გადანაწილება უშველის ამას.მთავრობას მხოლოდ წარდგენის და პარლამენტს დამტკიცების უფლელებები უნდა ჰქონდეს. ნუ აქ კიდევ ერტი ნიუანსი, ამ პარლამეტყე არაა საუბარი. ეს ჯიბის პარლამენტი გინდ ყოფილა და გინდ არა.შემოსაღებია მოსამართლის უფლებამოსილების შეჩერების და დაჯარიმების მექანიზმი. თუ მოსამრთლე ასეთ "შეცდომას" დაუშვებს უნდა აგოს პასუხი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 babuagiorgiთუ მოსამრთლე ასეთ "შეცდომას" დაუშვებს უნდა აგოს პასუხი. ეგაა ვინ უნდა მოსთხოვოს პასუხი,ვინც ავალებს "შეცდომას" იმან.აბა სხვას გინდა მოუთხოვია,გინდა არა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2010 (edited) babuagiorgi ეგაა ვინ უნდა მოსთხოვოს პასუხი,ვინც ავალებს "შეცდომას" იმან.აბა სხვას გინდა მოუთხოვია,გინდა არა. როდესაც იქნება ამ "შეცდომების" პასუხისგების ინსტიტუტი დაამუხრუჭებენ.ეს სჩანს ისე, რომ ვითომ ამათ არფრის ეშინიათ. ეშინით.ხელისუფლების შეცვლის ეშინიათ და მომავალში პასუხისგების ეშინიათ. პ.ს. თუ არ ეშინიათ, მაშინ უნდა "დავშინოთ" და ეს ძალიან კატეგორიულად.საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ დაუსჯელობის სინდრომი.ყველამ ვინც ჩაიდინ დანაშაული უნდა აგოს პასუხი და ეს თუ გნებავთ იმ შემთხვევაშიც ქვეყნიდან გაქცევაც რომ მოასწრონ. ან დავაბრუნებთ ან ...........აქ პატიება მომავლისთვის არის საზიანო. Edited August 15, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2010 გამოუშვიათ და თან 400 ლარი შტრაფი გაუტენიათ,მაგრამ არ გადავიხდიო. აბა რას სირს მოსჭამენ ვნახოთ ერთი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2010 ამ სირ პოლიციელებს შეხედეთ ერთი თავისით რომ ვერ იღებენ გადაწჩვეტილებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2010 გამოუშვიათ და თან 400 ლარი შტრაფი გაუტენიათ,მაგრამ არ გადავიხდიო. ერთ-ერთი იმათგან რაც გვღუპავს: ორმაგი სტანდარტები.იგივე საქციელისთვის აშშ-ში რა სასჯელს გამოუტანდნენ? ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2010 Saturnიგივე საქციელისთვის აშშ-ში რა სასჯელს გამოუტანდნენ? საინტერესო შეკითხვაა - ნეტა რა სასჯელს გამოუტანდენ? დინ რიდი გამახსენდა - თეთრი სახლის წინ ამერიკის დროშა, რომ გარეცხა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted August 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2010 14 აგვისტოს მე, შოთა გაგარინი და ირაკლი კაკაბაძე პატრულისთვის ბოროტი დაუმორჩილებლობის გამო დაგვაკავეს. რეალური მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას მოვითხოვდით. ვიდექით ეგრეთ წოდებულ "უსაფრთხოების კუნძულზე" და უიტმენის, გინზბერგის, ეშბერის, ასევე საკუთარ ლექსებს ვკითხულობდით. "О Captain! my Captain!" გზის სავალი ნაწილი თავისუფალი იყო. "О Captain! my Captain!" ვკითხულობდით პოლიფონიურად, ერთმანეთის წარმოთქმული ფრაზები ერთმანეთს ერეოდა "О Captain! my Captain!" და განსხვავებულ ლექსებს წარმოქმნიდა. ამას ემატებოდა მანქანების ხმაური. "О Captain! my Captain!" ეს ქუჩის მონათვლის, განწმენდის უვნებელი რიტუალი გახლდათ. "О Captain! my Captain!" ჩვენ უიტმენის ამერიკა გვინდა და არ გვინდა იდიოტი ბუშის ამერიკა, - იყო მთავარი მესიჯი. რამდენიმე წამში უსაფრთხოების კუნძულზე საპატრულო მანქანა გაჩერდა. პოლიციელები მანქანებიდან გადმოვდნენ და დაბნეულები შემოგვყურებდნენ და როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, დღეს სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ჩვენ თურმე ისე ვიყავით დაექსტაზებულები კითხვით, დაექსტაზებულნი ახალი ქუჩის გაჩენით, რომ მათი მოსვლა ვერც შევამჩნიეთ. პოლიფონიური კითხვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. კიდევ ორი თუ სამი საპატრულო მანქანის მოსვლის შემდეგ ჩვენ გვთხოვეს დაგვეტოვებინა უსაფრთხოების კუნძული. რამდენიმე წამში უკვე ქუჩის მიღმა ვიყავით. ჩვენი დაკავება ბარდიურზე მოხდა, როცა ჟურნალისტები არკვევდნენ რა მოეხერხებინათ ინტერვიუს ნაცვლად ირაკლის მიერ შეთავაზებული სიმღერისთვის. ამ დროს ჩვენ მოგვიახლოვდნენ ბატონი პოლიციელები და თავაზიანად გვთხოვეს მათ გავყოლოდით. ჯერ ირაკლი, შემდეგ კი მე და შოთა გაგარინი თვინიერად ჩავსხედით მათ მანქანებში, დავიძარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში აღვმოჩნდით. ჟურნალისტებს რომ მივბაძო, როგორც ჩემი მეგობარი შოთა გაგარინი აცხადებს: პოლიციისთვის ბოროტი წინააღმდეგობის გაწევა. ეს იყო ჩვენი მუხლი. სამივეს საქმე გააერთიანეს. დაპატიმრებისას უფლებები არ განუმარტავთ. ოქმში ჩაწერეს, რომ უარი ვთქვით ადვოკატზე, რაც სრული სიცრუეა. დაკავებულებს კარგად გვეპყრობოდნენ. გასაჩივრებას ვაპირებ. ფირზე (ჟურნალისტების და კავკასიური სახლის ოპერატორის) ასახულია, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. მართლაც არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერები, მოწმეების ჩვენება. აბსურდია ბრალდება, რომ ბილბორდის შეღებვისას გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა ან ჩვენ ბოროტად არ დავემორჩილეთ კანონის დამცველებს. რადგან ბუშის გამოსახულებიან ბანერზე გრაფიტის დატანას ბატონი პოლიციელები საერთოდ არ დასწრებიან. ქუჩაზე მანქანათა მოძრაობის ინტენსივობა კი საშუალებას იძლევა მათთვის ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაწერო ახალი ქუჩის სახელი. ერთადერთი ბრალდება რაც ჩვენთვის შეიძლებოდა წაეყენებინათ სწორედ ბუშის სურათის გრაფიტით შემკობასთან (რაც არ მტკიცდებოდა) და ბილბორდის დაზიანებასთან კავშირი გახლდათ, ბანერისა, რომლის ფასიც სავარაუდოდ 100 ლარზე მეტი არ ღირს. თუმცა ეს არ მომხდარა. რამდენიმე საათის განმავლობაში, თანამშრომლები ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ავსებდნენ, გვათვალიერებდნენ, შემდეგ კი ხელბორკილები დაგვადეს და იმ შემინული და ოვალ=მოვალური შენობის ეზოდან პირდაპირ "კაპეზეში" (ქალაქის სამართველოში) გადაგვიყვანეს, სადაც გავატარეთ კიდეც ღამე, მეათე საკანში, ფუკოს "ციხის დაბადებას", სოციალიზმსა და ჩვენს შეუცვლელ უოლტ უიტმენზე საუბარში. დილას კი სასამართლო გველოდა, საიდანაც 400-400 ლარიანი ჯარიმით გაგვათავისუფლეს. პროცესი ახალი სტატიის თემაა, თავისი ოქმში შეტანილი ალენ გინზბერგის ფრაზებითა (America when will we end the human war? Go fuck yourself with your atom bomb) და ადვოკატების, პატრულის თუ ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვებით. თუმცა ამაზე აღარ გავჩერდები. უბრალოდ მინდა ავღნიშნო, რომ ბრალდება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული და ჩვენი მხრიდან არანაირ კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია. წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის ან რომელიმე ქართველი პოლიტიკოსის სახელობის ქუჩა გახსნან. გამორიცხულია, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ. ერთი წლის შემდეგ კი გამოვიდეს სამი ამერიკელი პოეტი და მოითხოვოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქუჩას სახელი გადაერქვას და ვაჟა ფშაველას სახელი ეწოდოს. ნუთუ მათაც დააკავებენ? ან ჩვენ როგორ განვეწყობით მათდამი? http://netgazeti.ge/GE/20/News/2241/?sms_ss=facebook Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2010 ამ სირ პოლიციელებს შეხედეთ ერთი თავისით რომ ვერ იღებენ გადაწჩვეტილებას. ხო მეც მინდოდა ამ ვიდეოს დადება... გამწარებულები რო რეკავდნენ სადღაც და მერე როგორც იქნა მისცეს დავალება და ეგრევე რო დაფაცურდნენ... გავ გავ :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted August 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2010 მე როგორც ვიცი კაკაბაძე საქართველოს მოქალაქე არ არის (ერთხელ მოვუსმინე კავკასიაზე), ამაში მე დიდ ცუდს ვერ ვხედავ, ეტყობა აქვს მიზეზი საქართველოს მოქალაქეობის დატოვებისა და არ ვადანაშაულებ...მაგრამ ერთი ვერ გამიგია, რა უფლებით ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნის მოქალაქე... პს. მე მის ამ აქციას ვემხრობი, არ უნდა იყოს საქართველოში ბუშის ქუჩა, ქუჩა ადამიანისა რომელმაც რუსებს დაგვაჯახა და მერე მიგვატოვა ომის დროს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2010 georgekh13აგრამ ერთი ვერ გამიგია, რა უფლებით ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნის მოქალაქე...კარგი რა))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2010 გამწარებულები რო რეკავდნენ სადღაც და მერე როგორც იქნა მისცეს დავალება რა არის მანდ გასაკვირი? საკითხი პოლიტიზირებულია და პოლიციელები მოერიდნენ პოლიტიზირებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted August 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2010 georgekh13 კარგი რა))) მე ვიხუმრე, მარა, მართლა მაინტერესებს, არ შეუძლია მთავრობას დეპორტი გაუკეთოს, როგორც შფოთის თავს? თუ კაკაბაძესაც ეს უნდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.