planetanews Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 http://s57.radikal.ru/i157/1008/ce/29a78484f683.jpg წითლების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა, განაცხადა, რომ მიუხედავად მასკერანოსადმი კლუბების დიდი ინტერესისა, იგი არსად წავაამ ბოლო დროს არ წყდებოდა ჭორები თუ რეალური ფაქტები მასკერანოს გუნდიდან წასვლაზე, ჯერ იყო და ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო მისი კარიერის მილანის ინტერში გაგრძელება, მაგრამ როდესაც მილანელებმა უარი განაცხადეს ხავიერ მასკერანოს მათ გუნდში თამაშზე, 1 დღეც არ გასულა, რომ ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ არგენტინელი კატალონიის ბარსელონას დაჟინებით სურდა. როგორც მოგეხსენებათ მასკერანოს თამაში ინგლისის ფარგლებს გარეთ სურდა, მისი თქმით კი ბარსელონა იდეალური ვარიანტი იყო. თან ლივერპულის ახალმა შენაძენმა კრისტიან პოულსენმა, მას კატალონიაში გასამგზავრებელი ბილეთი ფაქტიურად დაუჯავშნა. აი რა განუცხადა როი ჰოჯსონმა მასკერანოს ტრანსფერისგან დაბნეულ მსოფლიოს. “პოულსენის გუნდში მოსვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მასკერანო წითლებთან თამაშს აღარ გააგრძელებს, ვფიქრობ ეს ორი ფეხბურთელი ერთად მოახერხებენ თამაშს და მე ამით მოხარული ვიქნები. მე შევხვდი ხავიერს და მისი გუნდიდან წასვლის შესახებ არაფერი უთქვია, სანამ ფეხბურთელი ოფიციალურად არ დატოვებს ლივერპულს იგი წითლების რიგებში იქნება და ჩვენ ღირსებას ძველი შემართებით დაიცავს. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ კატალონიელებმა არგენტინელის სანაცვლოდ 15 მლნ. ევრო შემოგვთავაზეს, ბონუსად კი ბელარუსი ალექსანდრე გლები დაამატეს. ინფორმაციის წყარო: Goal.coM View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts