Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს განვითარების ვექტორები


Recommended Posts

asesino_141

მტკიცებით ფორმებით რომ გიყვარს ლაპარაკი, თავად თუ იცი ბირთვული სინთეზი რას ნიშნავს? :)

მზეზე რაც ხდება იმას ნიშნავს, ორ სიტყვაში რომ ვთქვა ასეა.. ისე კი რაც მეცნიერების მიერ არის გამოქვეყნებული მაგ ინფორმაციას ვფლობ, აბა საიდუმლო მასალები მე არ მექნება და არც ბირთვული ფიზიკით ვარ დაკავებული..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

http://www.samyaro.org/

 

კაი საიტია, შენია?

კი, ჩემია. მადლობა.

 

 

პ.ს. ატომური და ჰიდრო ენერგორესურსები ერთერთი ყველაზე არაეკოლოგიური ენერგიის წყაროებია. გარად ამისა ატომური ენერგია არაა განახლებადი ენერგია და ამ ენერგიის წყაროც საკმაოდ შეზღუდულია. ატომური ენერგია ფაქტიურად წარსულის ენერგიაა უკვე.

არცერთი ენრგია არ არის ეკოლოგოიურად 100% "სუფთა". ჰიდროელექტოკაშხლები ცვლის ლოკალურ გარემოს,რაც მეტნაკლებად მისაღებია(რადგან მხოლოდ ცვლილება ხდება და არა ძირეული განადგურება).

საქართველოს 4 ჯერ მეტი ელექტო ენრგიის გამომუშავება შეუძლია მარტო ჰიდოელექტოკაშხლებით ვიდრე ჩვენ დღეს მოვიხმართ.ანუ 32 თერა-ვატ-საათი(ეკონომიურად ხელსაყრელ ადგილებში, თეორიულად კი 194 თერა-ვატ-საათი), დღეს საქართველო მოიხმარს 8,5-9 თერა-ვატ-საათი ენერგიას წელიწადში.

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=13183&view=findpost&p=306977

 

 

 

 

შიგაწვის მანქანების ჩანაცვლება ელექტრო მანქანებით, არც ესაა ფანტასტიკის სფეროდან... უნდა განვითარდეს ლიზინგი, აიკრძალოს შიგაწვის ძრავიანი მანქანების შემოყვანა ნელნელა (ჯერ წლების მიხედვით, შემდეგ მთლიანად) ... უნდა განვითარდეს და პროპაგანდა გაეწიოს ელექტრო სკუტერებს და ველოსიპედებს... უნდა იყოს განვითარებული გაქირავების პუნქტები...

ელექტრო ავტომობილები ჯერ ხელმიუწვდომელია არამარტო ქარტულის აზოგადოებისათვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის და დღეს არავინ იცის რომელი ტექნოლოგია აჯობებს ელექტრო და წყალბადზე მომუშავე.

 

ამ პრობლემის მოგვარება სუ სხვანაირად სეიძლება - საზოგადოებრივი ტრანსორტის მაქსიმალური "ელექტრონიზაცია" მეტრო,ტროლიბუსი,ტრამვაი და კო, უკეთესი სარკინიგზო კავშირი(სწრაფი,ხშირად,კომპორტული, იაფი) მაგალითად თბილის-მცხეთა, რუსთავი

ამ ყველაფრის ორგანიზურება და განხორციელება გაცილებით ადვილია, თან ეს ყველაფერი კარგა ხანია არსებობს, უბრალოდ განვითარება უნდა.

ამ ყველაფრის პარალელურად საჭიროა იგივე ველოსიპედების კულტურის დანერგვა და ა.შ.

 

 

2. სოფლის მეოურნეობა

აქაც ნაწილობრივ უნდა აიღოს სახელმწიფომ ინიცატივა საკუთარ თავზე მსხილი ერთეულების ჩამოსაყალიბებლად, მაგ. გეოთერმული სათბურები აშენება და შემდეგ ექსპულუატაციისთვის ტენდერის გამოცხადება.

ანაც ხელი შეუწყოს კოლნეურობის ტიპის სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას(სავალდებულო არა სახელმწიფოს ეკუთვნოდეს), მაგ. აგრარ მანქანა-მოწყობილობეის "ცენტრების" შექმნით, რომლიც იაფად ქირაობის საშუალება ექნება გლეხებს. ასევე აუცილებელი სახელმწიფოს მხრიდან საქონლის გასაღებაზე ფიქრი და დახმარება.

ზოგადა ეკო ანუ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე გაიზრდება მოთხოვნა მომავლში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ქარის და განსაკუთრებით მზის საშუალებით გამომუშავებული ენერგია საკმაოდ ძვირია. საქართველოს გაცილებით უფრო ეფექტური საშუალება აქვს ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად: მდინარეები.

 

არც ისე ძვირია და ყოველწლიურად ახალი ტექნოლოგიები შემოდის...იაფდება...აქ ლაპარაკია სტრატეგიულ გეგმაზე და არა ხვალვე დავიწყეთ და დავამთავრეთ...

 

არის. მსოფლიოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ეს ფანტასტიკის სფეროა.

 

არა მგონია, უკვე ფოლსვაგენი, ტოიოტა და ფორდი აპირებენ გამოუშვან სრულფასოვანი ელექტრო მანქანები 2012-13ში, ცოტა ძვირი იქნება მარა გაიაფთდება დროთა განმავლობაში

 

ილია ეს. მეცნიერებაში შემოიხედე ხოლმე ხანდახან, იქ გვქონდა ამ თემაზე მასალები.

 

ვიხედები..

 

asesino_141

ატომური და ჰიდრო ენერგორესურსები ერთერთი ყველაზე არაეკოლოგიური ენერგიის წყაროებია.

 

არ არის მასე. ატომური არ ვიცი, მაგრამ ჰიდრორესურსები სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის, თუ გიგანტურ კაშხლებს არ ააშენებ, არამენ ლამის ყოველ მდინარეზე მცირე მცირე ჰესებს ააგებ.

Nukriko

სანამ შიდა ბაზარი თურქულ და უცხოურ საქონელს აქვს დაპყრობილი, ადგილობრივ ნაწარმს, არავინ არ იყიდის, რადგან უფრო ძვირი ჯდება.

 

აქ ორი გზაა, ან უფრო მაღალი ხარისხის უნდა იყოს (ეკოლოგიურად სუფთა მაგალითად), ან ფასი უნდა დაეცეს.

ტექნოლოგიებისა და ინტელექტის არ ქონის გამო, ეს სფერო კარგა ხანიიქნება ჩაშვებული

 

მომავალზე იფიქრე, თორე თუ არაფერი გაკეთდა, არც არასდროს შეიცვლება არაფერი.

არ გყავს შესაბამისი კადრები, რომ შეცვალონ ძველი მასწავლებლები

 

მაგიტომაც უნდა იყოს გამუდმებული ტრენინგები, წელიწადში რამდენჯერმე. ახალგზარდების მოზიდვაა აუცილებელი, ხელფასიც შესაბამისად ნორმალური უნდა იყოს.

 

უცხო_პლანეტელი

ამ პრობლემის მოგვარება სუ სხვანაირად სეიძლება - საზოგადოებრივი ტრანსორტის მაქსიმალური "ელექტრონიზაცია" მეტრო,ტროლიბუსი,ტრამვაი და კო, უკეთესი სარკინიგზო კავშირი(სწრაფი,ხშირად,კომპორტული, იაფი) მაგალითად თბილის-მცხეთა, რუსთავი

ამ ყველაფრის ორგანიზურება და განხორციელება გაცილებით ადვილია, თან ეს ყველაფერი კარგა ხანია არსებობს, უბრალოდ განვითარება უნდა.

ამ ყველაფრის პარალელურად საჭიროა იგივე ველოსიპედების კულტურის დანერგვა და ა.შ.

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

3. მრეწველობა

გადაარჩენს საქართველოს :D

 

6. განათლება

 

პირველ რიგში უნდა შეიქმნას სახელმწიფო პროგრამა. 100დოლარიანი ლეპტოპების ღარიბი ოჯახის ბავშვებისთვის დარიგების მიზნით. კარგი იქნება დაბალსიჩქარიანი ინტერნეტი სახელმწიფო დაფინანსებით ძალიან იაფი თუ ეღირება (მაგალითად თვეში 5 ლარიან ნაკლები), ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის თვალსაწიერის გაზრდას.

 

არა არის საჭირო, ამის გაკეთება შეიძლება მაგ, ოთახების(გამოგეობეში, სკოლებში და სხვა საჯარო შენობებში) ანაც შენობის გამოყოფა სადაც კომიუტერტან და ინტერნეტთან უფასოდ მუშაობის(თამაშები და მასეტი მაიმუნობები დაბლოკილი იქნება) საშუალება ექნებათ ხალხს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩძhttp://www.minenergy.gov.ge/index.php?m=249

http://www.minenergy.gov.ge/index.php?m=249ძ

 

პოტენციალი

 

საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს. საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 ათასი მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათასი კმ-ია. საქართველოს მტკნარი წყლის საერთო მარაგი, რომელიც შედგება მყინვარების, ტბებისა და წყალსაცავების წყლის მარაგებისაგან, შეადგენს 96,5 კმ3-ს. მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 000 მეგავატის ექვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მილიარდი კილოვატსაათის ექვივალენტური.

 

საქართველოს მდინარეების სპეციფიურობიდან გამომდინარე, რომელთაც ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სეზონურობა, ამ რესურსების გადანაწილება წლიურ, ან მრავალწლიურ ასპექტში შესაძლებელია მხოლოდ მარეგულირებელი წყალსაცავებიანი ელექტროსადგურების მშენებლობის გზით. თუმცა ეკოლოგიური თვალსაზრისით ასეთების მშენებლობა გართულებულია, ამიტომ ძირითადი აქცენტი კეთდება მცირე წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე.

 

მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია სახელმწიფო პროგრამა “განახლებადი ენერგია 2008”, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოში პოტენციური ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების სია და გაწერილია წესები და პროცედურები მათი მშენებლობისათვის

მიმდინარე პერიოდისათვის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობასა და ინვესტორებს შორის გაფორმებულია მემორანდუმები ისეთ პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა: ხუდონჰესი – 750 მგვტ დადგმული სიმძლავრითა და 1,5 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებით; ნამახვანჰესების კასკადი – დადგმული სიმძლავრე 450 მგვტ, გამომუშავება 1 670 მლნ კვტ.სთ; ფარავანჰესი - დადგმული სიმძლავრე 78 მგვტ, გამომუშავება 425 მლნ კვტ.სთ; ჰიდროელექტროსადგურების კასკადი მდინარეებზე: ჭოროხისწყალი, ლუხუნი, ტეხურა, გუბაზეული, მტკვარი, ბახვისწყალი და სხვა, ჯამში 21 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე 1 583 მგვტ დადგმული სიმძლავრით, 5,5 მლრდ. კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებით. განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 2,4 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

წიაღისეული ენერგორესურსების შემცირების ფონზე აქტუალური გახდა ქარის, მზის, გეოთერმული წ####ბის, ბიოგაზისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენება ელექტროენერგიისა წარმოებისა და სხვა პრაქტიკული დანიშნულებისათვის.

 

საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის მეშვეობით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება საორიენტაციოდ 4 მლრდ. კვტ.სთ-ით, ხოლო დადგმული სიმძლავრე 1500 მგვტ-ით არის შეფასებული. ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დარაიონებულია მაღალ, საშუალო და დაბალ სიჩქარიან ზონებად, სადაც ქარის სიჩქარე წელიწადში 2,5 მ/წმ-დან 9,0 მ/წმ-მდე მერყეობს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა წელიწადში 4000-5000 სთ შეადგენს. შერჩეულია ქარის ელექტროსადგურების განთავსების საუკეთესო ადგილები, რომლებიც საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.

 

ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები პერსპექტიული ქარის ელექტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისათვის, რომლებიც შესაძლებელია განლაგდნენ: - იაღლუჯას ქედზე (45 მგვტ, 110 მლნ.კვტ.სთ), მთა საბუეთზე – (100 მგვტ, 370 მლნ.კვტ.სთ) -სამგორის ზეგანზე (45 მგვტ, 130 მლნ.კვტ.სთ), - გორი-სკრას მონაკვეთზე (90 მგვტ, 250 მლნ.კვტ.სთ), ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე (90 მგვტ, 225 მლნ.კვტ.სთ), - მდინარე ფარავნისა და ჭოროხის ხეობებში _ შესაბამისად 120 და 30 მგვტ დადგმული სიმძლავრითა და 336 და 90 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებით და სხვა.

 

გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მზის ეფექტური გამოსხივება საქართველოში საკმაოდ მაღალია. უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც წელიწადში დაახლოებით 1900÷2200 საათს შეადგენს.

 

მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში შეფასებულია 108 მგვტ-ით. გასული საუკუნის ბოლოდან საქართველოში ფართო გავრცელება ჰპოვა მზის ენერგიით წყლის გამაცხელებელმა სისტემებმა. ჩვენ პირობებში მზის ენერგია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ 40÷50 0С ტემპერატურის წყალი. საქართველოში მზის გარდამქმნელების გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის, მათი მაღალი კუთრი ღირებულებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მხოლოდ მთაგორიან ადგილებში, ძნელად მისასვლელი და მცირედ დასახლებული ადგილების ენერგომომარაგებისათვის.

 

აქართველოს ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური შესწავლის თანახმად გეოთერმული წ####ბის პროგნოზული მარაგები 200÷250 მლნ. მ3-ს აღწევს წელიწადში. ცნობილია 250-მდე ბუნებრივი და ხელოვნური ჭაბურღილები, რომლებშიც გეოთერმული წყლის ტემპერატურა 30-დან 110 0С-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მთლიანი დებიტი 160 ათას მ3-ს შეადგენს დღე-ღამეში. არის ისეთი ჭაბურღილები, რომელთა წყლის ტემპერატურა 85 0С-ს აღწევს. გეოთერმული საბადოების 80%-ზე მეტი განლაგებულია დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდი-ცაიშის გეოთერმულ ველზე. საქართველოს გეოთერმული წ####ბის შედარებით დაბალი ტემპერატურა არ იძლევა საშუალებას, მათი ელექტროენერგიის წარმოების მიზნით, გამოყენებისათვის. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკული თვალსაზრისით ამ რესურსის გამოყენებას ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ცხელი წყლით მომარაგებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ძვირადღირებული იმპორტირებული ენერგოშემცველების დაზოგვის, ასევე სათბური გაზებს ემისიის შემცირების თვალსაზრისით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით შესაძლებელი იქნება დამატებით 20 მილრდ.კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც ყოველწლიურად -7 მლნ. ტონა პირობითი სათბობის ეკონომიის ეკვივალენტურია.

 

რეგიონალური მასშტაბით აღნიშნული საშუალებას მოგვცემს შევამციროთ სათბობის მოხმარება და შესაბამისად გარემოში გამოყოფილი სათბური გაზების რაოდენობა: ნახშირორჟანგის – 9 მლნ. ტონით, ნახშირჟანგის – 5000 ტონით, აზოტისორჟანგის – 44 000 ტონით.

დღეისათვის საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალი ნაკლებად არის გამოყენებული. მეტი ინვესტიციების მოზიდვით შესაძლებელია განახლებადი ენერგიის წყაროებით წარმოებული ელექტროენერგიის გამოყენება რეგიონალური მასშტაბით სათბური გაზების ემისიის შემცირებისათვის, და რაც მნიშვნელოვან ფონს შეუქმნის საქართველოს კიოტოს ოქმით განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროექტების დანერგვაში.

სპეციალისტებს ყველაფერი აქვთ გამოთვლილი კაცო, წეიკითხეთ :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

არა არის საჭირო, ამის გაკეთება შეიძლება მაგ, ოთახების(გამოგეობეში, სკოლებში და სხვა საჯარო შენობებში) ანაც შენობის გამოყოფა სადაც კომიუტერტან და ინტერნეტთან უფასოდ მუშაობის(თამაშები და მასეტი მაიმუნობები დაბლოკილი იქნება) საშუალება ექნებათ ხალხს

ესეც შეიძLება, მაგრამ დარიგების წინააღმდეგი რატომ ხარ? ხელმოკლე ოჯახებზე რასაკვირველია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ არის საუბარი ქარზეც, ჰიდრორესურსზეც მზის ენერგიაზეც და გეოთერმიულ წ####ბზეც, რომლის გამოყენების შედეგად

დას საქ. მნიშვნლეოვანი ნაწილის მომარაგება შესაძლებელია ცხელი წყლით :yes:

 

ქარის და განსაკუთრებით მზის საშუალებით გამომუშავებული ენერგია საკმაოდ ძვირია. საქართველოს გაცილებით უფრო ეფექტური საშუალება აქვს ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად: მდინარეები.

 

 

საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის მეშვეობით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება საორიენტაციოდ 4 მლრდ. კვტ.სთ-ით, ხოლო დადგმული სიმძლავრე 1500 მგვტ-ით არის შეფასებული. ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დარაიონებულია მაღალ, საშუალო და დაბალ სიჩქარიან ზონებად, სადაც ქარის სიჩქარე წელიწადში 2,5 მ/წმ-დან 9,0 მ/წმ-მდე მერყეობს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა წელიწადში 4000-5000 სთ შეადგენს. შერჩეულია ქარის ელექტროსადგურების განთავსების საუკეთესო ადგილები, რომლებიც საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს

 

 

 

მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში შეფასებულია 108 მგვტ-ით. გასული საუკუნის ბოლოდან საქართველოში ფართო გავრცელება ჰპოვა მზის ენერგიით წყლის გამაცხელებელმა სისტემებმა. ჩვენ პირობებში მზის ენერგია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ 40÷50 0С ტემპერატურის წყალი. საქართველოში მზის გარდამქმნელების გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის, მათი მაღალი კუთრი ღირებულებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მხოლოდ მთაგორიან ადგილებში, ძნელად მისასვლელი და მცირედ დასახლებული ადგილების ენერგომომარაგებისათვის.

 

 

http://www.minenergy...ndex.php?m=249ძ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესამქნელია ღსადგენია მრავალი დარგობრივი პროფტექნიკუმები

 

და უნივერსიტეტი... წოველწლიურად 30 000 სტუდენტი ძალიან ბევრია... გამოცდები ბევრად უნდა გამკაცრდეს.

ნუკრიკომ უკვე დაწერე მნიშვნელოვანი პრობლემებზე, პროფტექნიკუზკები ძალიან მნიშვნელოვანია, ამისათვის საჭიროა სპეციალობების ლიცენზირება, შემდუღებელს,მცხობელს,გამყიდველს და ა.შ. ყველს ჭირდება განათლება, როგორც თორიული ასევე პრაქტიკული.ამ მხრივ გერმანული მოდელი მე ძალიან მომწონს, 3 წელი გრძელდება განათლება კვირაში 3-4 დღე მუშაობ ჩველებრივარდ ამათუიმ დაწესებულებაში და 2 დღეს გაქვს თეორიული კურსები(ეს ყველაფერი სპეციალობებზეა დამოკიდებული).

 

საჭიროა თანამედრო სამეცნიერო ლიტერატური გაქარტულებაზე მუშაობა, ეს შესაძლებელია სპეციალური ფონდების საშუალებით, ასევე საჭიროა მეტი მუშაობა პროფესორებთან სასწავლო წიგნების გამოსაცემად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

ამის გაკეთება შეიძლება მაგ, ოთახების(გამოგეობეში, სკოლებში და სხვა საჯარო შენობებში) ანაც შენობის გამოყოფა სადაც კომიუტერტან და ინტერნეტთან უფასოდ მუშაობის(თამაშები და მასეტი მაიმუნობები დაბლოკილი იქნება) საშუალება ექნებათ ხალხს

90 -იან წლებში ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აფინანსებდა ასეთ ღონისძიებას. მხოლოდ სულ 20 -მდე კომპიუტერი იყო, მეორე კვირისთვის ჩასაწერად იმხელა რიგები იყო ხოლმე :)

 

მე ვიყენებდი აქტიურად ამ საშუალებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ...

 

განახლებად ენერგიასა და ალტერნატიულწყაროიან ავტოებზე ვკრძალავ აქ ლაპარაკს.

არსებობს შესაბამისი უკვე დაწყებულ-განვითარებული თემები მეცნიერებაში და იაქტიურეთ იქ.

 

ჯერჯერობით ესაა.

 

 

პ.ს. თანამედროვე სათბურებსა და ჰიდროპონიკაზე თუ გსმენიათ რამე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის მეშვეობით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება საორიენტაციოდ 4 მლრდ. კვტ.სთ-ით, ხოლო დადგმული სიმძლავრე 1500 მგვტ-ით არის შეფასებული. ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დარაიონებულია მაღალ, საშუალო და დაბალ

პოტენციალი ერთია და რელურად გამოყენების შესაძლებლობა მეორე, თქვენ ყველას ერთი უმნისვნელოვანესი რამე გავიწყდებათ, ქარის და მზის ენრგიის მისაღებად შესაბამისი მოწყიბილობების დადგმა არ კმარა მაგ საქმეს. ამისათვის საჭიროა:

1. მთელი ქსელების მოდერნიზაცია(რომელისთვის საჭირო ტექნოლოგიები ჯერ კიდე არა მთლად შექმნილი) - როგორც ხზების, ასევე გამანაწილებლების და ა.შ. მოდერნიზაცია

2.გასაღება -> ქარის და მზის ენერგია "რაოდენობის" პროგნოზირება არის ძალიან რთული, შესაბამისად ვაჭრობა ანაც შენახვა.

ეს ორი არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, ამ პრობლემას ავსტიელები იყნებენ სათავისოდ.მაგ როცა "ქარი ქრის" და ან ენერგიის მყიდველი არ არის,მისი ფასი ეცემა(მინუსებშიც კი, ანუ აქეთ გიხდიან ფულს), ამ დროს ყიდულობენ ელ-ენეგიას და ტუმბავენ წყალს სპეციალურ კაშხლებში, როცა "ქარი აღარ არის" და მოხმარების პიკია მაშინ ჩართავენ მაგ კაშხლებს და ყიდიან ელ-ენერგიას, თან ძალიან ძვირ ფასად

 

ესეც შეიძLება, მაგრამ დარიგების წინააღმდეგი რატომ ხარ? ხელმოკლე ოჯახებზე რასაკვირველია..

იმიტომ რომ 99,999% მიზნობრივი გამოყნებას არ აქვს ადგილი

 

90 -იან წლებში ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აფინანსებდა ასეთ ღონისძიებას. მხოლოდ სულ 20 -მდე კომპიუტერი იყო, მეორე კვირისთვის ჩასაწერად იმხელა რიგები იყო ხოლმე :)

:+:

და მერე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

და მერე?

მერე დავდიოდი და ვეწერებოდი. მაშინ არც კომპიუტერი მქონდა სახლში და მით უმეტეს არც ინტერნეტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

იმიტომ რომ 99,999% მიზნობრივი გამოყნებას არ აქვს ადგილი

:yes:

ოდნოკლასნიკების წყაროა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

იმიტომ რომ 99,999% მიზნობრივი გამოყნებას არ აქვს ადგილი

რას ეძახი მიზნობრივ გამოყენებას >?

 

asesino_141

ოდნოკლასნიკების წყაროა.

არა მარტო...ინფორმაციის წყაროც არის... გინდა არ გინდა.//

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ჩამორჩი ცხოვრებას..) უზარმაზარი პროგრესია და რამდენიმე წელიწადში შიგაწვის მანქანის ფასი და მონაცემები ექნება.

ეგ შენ გაქვს არასწორი ინფორმაცია... მანამდე შენ არაფერი გეტკინოს ელექტრო რომ საწვავიანს გაუტოლდება სისწრაფითა და სიძლიერით!

 

არ არის მასე... უნდა განილიხო საშუალო ერთი ფერმის მაგალიტზე და არა ვის რამდენი კვადრატული კილომეტრი აქვს..

რაის ერთი ფერმა კაცო რას ლაპარაკობ!

 

ბევრი პროფტექნიკუმია ზუსტად საჭირო...ხოლო უნივერსიტეტი ცოტა მაგრამ კარგი დაფინანსებით და მაღაკვალიფიციური პედაგოგებით..

 

ქარხნები და ზოგადად საწარმოების რაოდენობის გაზრდა პროფტექნიკუმის დამთავრებულების დასასაქმებლადაც აუცილებელია და უნივერსიტეტის დამთავრებულებისთვისაც თორემ 100 კაციან აუდიტორიაში 30 სტუდენტი იჯდება თუ 50 სტუდენტი შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? უნდათ სწავლა და ისწავლონ, შენ რას გიშლიან? პროფტექნიკუმის დამთავრებულების რაოდენობა რომ გაიზარდოს უნივერსიტეტის დამთავრებულების შემცირების ხარჯზე მაგით რა პროფტექნიკუმდამთავრებულებს დაასაქმებ თუ რა? :018:

 

ტაშიი

 

აბა ისრაელმა რა თქვას? თანაც უდაბნოა. მეფრინველეობა აქვს მგონი ნომერ პირველი მსოფლიოში.

ისრაელი არ არის კლასიკური სოფლის მეურნეობის ქვეყანა... მასე გერმანიასაც აქვს თავისი სოფლის მეურნეობა მაგრამ ნამდვილად არ ითვლება სოფლის მეურნეობის ქვეყანად, სუფთა სამრეწველო-ინდუსტრიული ქვეყანაა!!!

 

 

უსაფრთხოება, რომ არის საქართველოს ნომერ 1 პრობლემა, მაგ უსაფრთხოების ნომერ პირველი კიდე არის სურსათი. რანაირად გექნება უსაფრთხოება, როდესაც თავს ვერ კვებავ. საუბარია ელემენტარულ პროდუქტებზე.

 

აბა ლუქსემბურგმა და ლიხტენშტეინმა რაღა ქნან? არა და ლუქსენბურგი სუფთად მეტალურგიით ცხოვრობს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...