planetanews Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ რვავე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. გაზიარება[16:12 13-08-2010]http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TGU2smVbPjI/AAAAAAAAD-o/4X7CcGCxVJw/s200/2_5091_940835_Saakashvili.jpgროგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით დადასტურებულად ჩათვალა განსასჯელთა ბრალეულობა. სასამართლომ მოისმინა დაზარალებულების ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ფაქტი. აჩვენეს, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევასა და ფიზიკურ ძალადობას, თუმცა განაცხადეს, რომ პრეტენზია განსასჯელთა მიმართ არ გააჩნიათ, რადგან არ არიან დარწმუნებულნი ზემოხსენებულ ქმედებაში მათი მონაწილეობის შესახებ.მოწმე ხ.შ.-მ დეტალურად აღწერა ტელეკომპანიაში განვითარებული მოვლენები, მან კუთვნილი მობილური ტელეფონით გადაიღო და გამოძიებას წარუდგინა ამ მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, რაც უდავოდ ადასტურებს განსასჯელთა მხრიდან ხულიგნობისა და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ჩადენას. განსასჯელებზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე მიუთითეს მოწმეებმა, ბ.-მ, რ.-მ, მ.-მ და სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა 30-ზე მეტმა პირმა. ტელეკომპანიაში დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა დაცვის მოწმემ, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნ.დ.-მ. განსასჯელები ასევე ამოიცნეს მოწმეებმა და მათი ქმედებები ასახულია ტელეკომპანიებიდან, `მაესტროსა~ და "კავკასიიდან" ამოღებულ ვიდეომასალაში.სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ქმედება, რომელიც ჩადენილია დასახელებულ განსასჯელთა მიერ, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ კანონსაწინააღმდეგო და დასჯად ქმედებას და მას არაფერი აქვს საერთო რელიგიურ, პირად ან სხვა სახის შეხედულებებთან. აღნიშნული ქმედება დასჯადია სისხლის სამართლის წესით, მიუხედავად იმისა შეურიგდა თუ არა განსასჯელებს დაზარალებული, ან რელიგიური თუ სხვაგვარი მოსაზრებებით არ ითხოვს დამნაშავის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას.დავით შალამბერიძეს, ავთანდილ ზუმბაძეს, ზვიად ბლიაძეს, ლევან ჩაჩუას, გიორგი გაბედავას, რატი მაისურაძეს, შოთა აფხაიძესა და ჯაბა გურჩიანს მსჯავრი დაედოთ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ხულიგნობასა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანანოდ ხელის შეშლაში.2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიაში", გადაცემა "ბარიერის" მსვლელეობისას, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ადმინისტრაციის, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წარმომადგენლები, განსასჯელებმა უკანონოდ, მუქარითა და ძალადობით, ხელი შეუშალეს ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილს პროფესიულ საქიანობაში, აიძულეს შეეწყვიტა მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელება, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იქ მყოფ პირებს. მხარეებს აღნიშნული განაჩენის გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეუძლიათ.IPNhttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts