planetanews Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/genshtabiwmv_000158160-150x150.jpgრუსეთის არმიის სამხრეთის მიმართულების სარდლობა საქართველოზე კონტრშეტევისთვის ემზადება. ამისთვის ახალ წყალქვეშა ნავებსა და სარაკეტო სისტემებს იმარაგებს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, ჟურნალ „ნაციონალური თავდაცვის“ რედაქტორი იგორ კოროტჩენკო ადასტურებს.ქართველ სამხედრო ანალიტიკოსთა არზით, მოსკოვის მიერ მორიგი შეიარაღებული აგრესიის განხორციელების პირდაპირი ნიშნები ამ ეტაპზე არ არსებობს. მაგრამ, „კრემლი ასეთ ნაბიჯს მაინც თუ გადადგამს, აგრესია მხოლოდ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან კი არა, სამხრეთიდანაც განხორციელდება“. ექსპერტები რუსულ კანონმდებლობაში შესულ იმ ცვლილებებსაც იშველიებენ, რომლის თანახმად თუ რუსეთის სამხედრო ძალებს, სამშვიდობო მისიას ან სხვა კონტინგენტს საფრთხე ემუქრება, მოსკოვს საკუთარი შეიარაღებული ძალების მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოყენების უფლება აქვს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/genshtabi_13_08_2010wmv_000004000.jpg itvს ლინკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts